Home > კაცი ან ქალი და ორივე, საინტერესო > ზოგი რამ მამაკაცებზე

ზოგი რამ მამაკაცებზე


ქალსა და კაცზე უამრავი თქმულა და დაწერილა. მგონია, რომ არაერთხელ ამოწურული ეს თემა ყოველთვის აქტუალური იქნება და მუდმივად ახლადაღმოჩენილის მოლოდინში იარსებებს… ამ პოსტით მოგაწვდით იმ ინფორმაციას, რისი მოძიებაც ამ ეტაპზე შევძელი. გაგრძელება, სავარაუდოდ, მალევე იქნება ;-)

სასიყვარულო ურთიერთობების დასრულებას მამაკაცი უფრო განიცდის, ვიდრე ქალი.

მამაკაცები თვითმკვლელობისკენ უფრო არიან მიდრეკილნი, რადგან სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ მამაკაცები უფრო ხშრად ამთავრებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით, ვიდრე ქალები.

მეხის მსხვერპლთა შორის 80% მამაკაცია.

ისინი უფრო ნელა თვრებიან ვიდრე ქალები, რადგან მათი ორგანიზმი უფრო მეტ წყალს შეიცავს.

მამაკაცის ორგანიზმში ყოველდღიურად გამომუშავდება 200 მლნ სპერმატოზოიდი.

მამაკაცებს გაცილებით ხშირად უყვარდებათ და უფრო ემოციურები ხდებიან.

მამაკაცები სექსზე დღეში სამჯერ უფრო მეტად ფიქრობენ, ვიდრე ქალები.

მამაკაცებს კვირა დრეს, ვახშმის შემდეგ სექსის სურვილი განსაკუთრებით უმძაფრდებათ.

მამაკაცები თავიანთი ბუნებით უფრო მიდრეკილნი არიან ღალატისაკენ, ვიდრე ქალები.

ქალები სერიოზულდებიან მაშინ როდესაც ხვდებიან შესაფერის მამაკაცს. მამაკაცები კი სერიოზულდებიან ნებისმიერთან, რომელსაც ხვდებიან შესაფერის დროს.

მამაკაცი პირველ კოცნას ყოველთვის იპარავს, მეორეს იხვეწება, მესამეს მოითხოვს, მეოთხეს უკითხავად იღებს, მეხუთეს იღებს როგორც აუცილებლობას!..

“როცა პირველად ნებდება ქალი, იგი ფიქრობს, რომ მისცა მთელი სამყარო, მამაკაცს კი ჰგონია მიიღო სათამაშო… ქალი ფიქრობს, რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს ჰგონია მიიღო წუთი.: /სტენდალი/

მამაკაცი და ქორწინება

მამაკაცთა დიდი ნაწილი ქორწინებას უფრო პოზიტიურად უყურებს, ვიდრე ქალები.

მამაკაცთა მხოლოდ 10% ეხმარება ცოლს საოჯახო საქმეებში, 90% კი ოჯახის ბიუჯეტს აკონტროლებს.

ცოლიან მამაკაცებს გაცილებით ნაკლები პრობლემები აქვთ ჯანმრთელობის მხრივ, ვიდრე უცოლოებს, თუმცა ცოლიანი მამაკაცები მიდრეკილნი არიან შაკიკის, ჰიპერტონიისა და გასტრიტის მიმართ.

მამაკაცთა დიდი ნაწილი ცოლის სიკვდილის შემდეგ სტრესში ვარდება და ხშირად დარდისაგან იღუპება კიდეც, რასაც ქალებთან მიმართებაში ვერ ვიტყვით.

მამაკაცები ასაკის მატებასთან ერთად ჭირვეულნი ხდებიან. გაუთავებლად წუწუნებენ იმის გამო, რომ ცოლები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.

მამაკაცებს ეშინიათ:

რომ მათი სხეული ქალებს არ მოეწონებათ;

რომ საწოლში ფიასკო არ განიცადონ;

რომ არ იციან სასიყვარულო თამაშების ნაირსახეობები;

რომ ქალი ფრიგიდული აღმოჩნდება;

რომ ქალს არ შეუყვარდება.

სხვადასხვა ეროვნების მამაკაცები

იაპონელი მამაკაცები თვლიან, რომ ქალის ყელი და სახე უფრო მიმზიდველია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილი.

ინგლისელი მამაკაცები თავისუფალი დროის გამონახვისთანავე საყვარელ ქალთან გარბიან.

ამერიკელი მამაკაცები მომაბეზრებელ ქალებს ერიდებიან.

ნორვეგიელებს განსაკუთრებით მოსწონთ მიამიტი, მაღალი და ქერა, სპორტული ქალები. ესპანელებს ქალებში ყველაზე მეტად თვალები ხიბლავთ.

ფრანგებს კი ისეთი ქალები უყვართ, რომლებიც კარგად ერკვევიან სამზარეულოს საქმეებში, ბავშვებსაც უვლიან და კარგადაც გამოიყურებიან.

იტალიელ მამაკაცებს, მგრძნობიარე, ვნებიანი ქალები იზიდავთ, რომლებსაც ამაღელვებელი, მომრგვალო სხეულის ნაწილები აქვთ.

ქართველი მამაკაცების ძირითად ნაწილს მოწონთ ქალები, რომლებიც არიან ულამაზესები და უჭკვიანესები; რომლებსაც მუდამ გააჩნიათ საკუთარი აზრი, მაგრამ შეუძლიათ კარგად შეინახონ თავისთვის; არიან კარგი მსმენელნი და საუკეთესო შემსრულებელნი; გიჟდებიან დღის ბოლომდე სადილების მზადებაზე, არიან წარმატებულები მრავალი ქვაბის ხეხვასა და ტაფის ფხეკვაში, მუდამ ღიღინით რეცხავენ სარეცხს და არასდროს იღლებიან;  ამ ყველაფრის შემდეგ კი საღამოს მოუთმენლად ელოდებიან ქმრებს, რომ ჰქონდეთ ვნებიანი სექსი…

About these ads
  1. fofortxovani bodozi
    January 13, 2011 at 4:12 pm | #1

    frang kacebs kargi gemovneba qoniat, mec masetebi momcons :) rac sheexeba qalebs… qartvel qalebs… saqartveloshi bevria iseti, romlebsac sazrvargaret “butherface” ebs edzaxian :)))) tani kargi, saxe…. :)))) gonebit namdvilad gamchriaxebi da chkvianebi arian, aba sxvas vis mouva azrad, romeli erovnebis qals rom saqalcule apki gaikeros :P :))) axla ityvit magas kacebis kompleqsebis gamo aketebeno, magram me rom qali viyo, iset kacs ar gavyvebodi colad vinc chemshi 1sm qsovilis naglejs patiosnebas daudzaxebda:) da kidev, colian kacebs ratom acuxebt shakiki, gastriti da cnevebi magas advilad mixvdebit: 1) bevri laparaki 2)cudi kveba 3)suleluri qcevebi. es aris 3 mizezi ratomac ar unda moiyvanos kacma coli:) mag fasad qals daiqiraveb, romelic dagirecxavs, dagapurebs, mogivlis da dagamushavebs :)))) ufro iafi dajdeba :))))

    • January 14, 2011 at 9:59 am | #2

      ფრენსის ბეკონის სიტყვებით გიპასუხებ: “ყმაწვილთათვის ცოლი საყვარელია; მოწიფული მამაკაცისთვის – ცხოვრების მეგზური, ხოლო მხცოვანისთვის – მხოლოდ და მხოლოდ მომვლელი”.

      ასე რომ, შენი მესმის – ალბათ, ხანშიშესული მამაკაცების უმეტესობა ასე ფიქრობს :) :P

  2. fofortxovani bodozi
    January 14, 2011 at 10:46 am | #3

    scored magitom amboben ufrosebs daujereto!:) gamocdileba aqvt da bevri ram ician. vigaca asakshi mixvda rom coli mxolod momvlelia, me kidev axla mivxvdi(23clis asakshi) da vamayob amit :)

    • January 14, 2011 at 11:10 am | #4

      იმედი მაქვს, რომ ხუმრობ:))) მე მართლა მეცოდებიან კაცები, რომლებიც ცოლში მომვლელისა და მზარეულის მეტს ვერაფერს ხედავენ! ისე, ეს არა გლობალური, არამედ ქართველი კაცების ფსიქოლოგიური მდგომარეობის პრობლემაა, რაც პოსტის ბოლო აბზაცში კარგად ჩანს…

  3. N1K
    May 6, 2011 at 8:12 am | #5

    :) :) :) ქართველებს რა უყვართ რომელიმე მარკეტინგული გამოკვლევის შედეგად გაირკვა ? :)
    “გიჟდებიან დღის ბოლომდე სადილების მზადებაზე, არიან წარმატებულები მრავალი ქვაბის ხეხვასა და ტაფის ფხეკვაში, მუდამ ღიღინით რეცხავენ სარეცხს და არასდროს იღლებიან; ამ ყველაფრის შემდეგ კი საღამოს მოუთმენლად ელოდებიან ქმრებს, რომ ჰქონდეთ ვნებიანი სექსი… ” ეს ყველაფერი ვის უყვარს ? მემგონი პოსტი 20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის დასაწყისში უნდა დაგედო თათული. თუმცა ვიხალისე მაგრად :) ცოლის მნიშვნელობა ბევრად ღრმა არის პირადად ჩემთვის. ცოტა ნერვები მომეშალა პარალელები რომ გავავლე ჩემ ცოლთან.

    • May 6, 2011 at 8:30 am | #6

      N1K, კარგია, რომ იხალისე, ამ ნაწილზე მეც ვხალისობ:) ქართველებზე პარალელის გავლება სწორედ იუმორ-ნარევ ხასიათს ატარებს, თუმცა არც რეალობასაა მოკლებული, რამდენად წარმოუდგენლადაც არ უნდა ჟღერდეს, დღესაც უამრავ ქართულ ოჯახში ქალი უუფლებო რჩება! განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. ამაზე მინიშნება ვცადე აღნიშნული ჩანაწერით. ძალიან გამიხარდება თუ ეს ჩანაწერი უამრავ ქართველ მამაკაცში პროტესტის გრძნობას გამოიწვევს! ;)

      • N1K
        May 6, 2011 at 10:05 am | #7

        “სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ყავის მოსადუღებელი, მკლდ გამოძახებით, პოპულის მზა საჭმელები. ” რაღათ მინდა ცოლი ?! :)))) აი თბილისელი რეგიონელების ფიქრი კიდე… ამასაც ვერ ვიტან :)

  4. May 6, 2011 at 10:42 am | #8

    N1K, მგონი, ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესაცვლელი ქართველი მამაკაცების ქალისადმი აღქმასა და დამოკიდებულებებში:);)

  5. N1K
    May 6, 2011 at 10:51 am | #9

    და იმ დასკვნამდეც მივალთ, რომ ეს ყველაფერი გარკვეულწილად ქალის ბრალია )))

    • May 6, 2011 at 10:59 am | #10

      მეორე მხარისთვის დაბრალება ყოველლთვის უფრო ადვილი და მარტივია, ვიდრე მიზეზების საკუთარ თავში ძიება:)

  6. N1K
    May 6, 2011 at 11:11 am | #11

    და საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა ანუ პოსტი ბლოგში :)

  7. SAN
    March 9, 2012 at 3:35 pm | #12

    ქალი სანამ ცოლია ვერ უგებს კაცს,და როცა საყვარელი ხდება ძალიან კარგად ესმის მისი…ეგოისტია ქალის გუნება ზოგადად::)

  8. Lorena
    March 12, 2012 at 1:31 pm | #13

    “მეხის მსხვერპლთა შორის 80% მამაკაცია” – Yessss…..

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 94 other followers

%d bloggers like this: