Home > საინტერესო > ბერძნული მითოლოგიის ‘სელებრითი’ ღმერთები და ქალღმერთები

ბერძნული მითოლოგიის ‘სელებრითი’ ღმერთები და ქალღმერთები


ზევსი

ბერძნულ მითოლოგიაში ოლიმპო ეწოდებოდა იმ მთას, რომელიც საბერძნეთის ჩრდილოეთში მდებარეობდა და სადაც ღმერთები ცხოვრობდნენ. ამიტომაც, ყველა ღმერთის ადგილსამყოფელი ოლიმპიური პანთეონია.

ზევსი – მიწისა და ცის გამგებელი, ადამიანისა და ღმერთების მბრძანებელი, ოლიმპის მთის მმართველი, ამინდის, ჭექა-ქუხილის,  კანონისა და სამართლიანობის ღმერთი. ის იყო კრონუსისა და რეას შვილი.

ზევსის ძმები: პოსეიდონი – ზღვათა მბრძანებელი, და აიდი – ქვესკნელის მბრძანებელი. ამ უკანასკნელს ცოლად ჰყავდა პერსეფონე, რომელიც ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ქალღმერთის – დემეტრას ქალიშვილი იყო.

აპოლონი (ზევსის ძე) – მზის სხივის, სინათლისა და ხელოვნების ღმერთი იყო. აპოლონის ტყუპისცალი, მშვენიერი არტემიდა – ნადირობის ქალღმერთი, ტყის ცხოველებისა და ნადირთა ქალღმერთი. ზევსის ვაჟებიდან ყველაზე მხიარული და ხმაურიანი დიონისე იყო -ღვინის, მევენახეობის, გართობის, ფესტივალების, თეატრისა და სიამოვნების ღვთაება.

მუზები – ზევსისა და მნემოსინას (გონებისა და მეხსიერების ქალღმერთი) ცხრა ქალიშვილი – სიმღერის, ცეკვის, პოეზიის, ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგების მფარველი ქალღმერთები იყვნენ. მათ შორის იყო ისტორიის მფარველი მუზაც – კლიო.

ცხრა მუზა: Clio, Thalia, Erato, Euterpe, Polyhymnia, Calliope, Terpsichore, Urania, Melpomene

ზევსის ქალიშვილი - ათენა სიბრძნის მოყვარეულებს, ხელოვნებას, ქალაქებს მფარველობდა, ხოლო ომების დროს, სამართლიანობისათვის მებრძოლ ადამიანებს ეხმარებოდა.

ათეანასაგან თავისი ხასიათით სრულად განსხვავდებოდა ზევსის ვაჟი არესი – მუხანათური, უსამართლო ომის ღმერთი.

ჰადესი – ქვესკნელის ღმერთი.

ჰელიოსი – მზის ამოსვლა-ჩასვლის ღმერთი.

ზევსს ჰყავდა მომხიბვლელი ასული, ზღვის ქაფიდან შობილი აფროდიტე – სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი და კოჭლი, ულამაზო ძე ჰეფესტოსი – ცეცხლისა და მჭედლების მფარველი ღვთაება.

ამალთეა იყო თხა, რომელმაც კუნძულ კრეტაზე ზევსს რძე აწოვა, სანამ დედა მას კრონოსისაგან მალავდა.

საინტერესოა, რომ ქართულ მითოლოგიაშიც არის ნადირთმფარველი ღვთაება, რომელიც სატირის მსგავსად, ნახევრად ვაცი (ანუ მამალი თხა) და ნახევრად ადამიანია – ოჩოკიჩი.

ბერძნული მითოლოგიის თორმეტი ტიტანიდან ერთ-ერთი ტიტანია ატლანტი, რომელიც საკუთარი მხრებითა და ხელებით აკავებს ცის თაღს.

ზევსი ღმერთებსა და ადამიანებს თავის ნება-სურვილს ატყობინებდა სიმპატიური ვაჟიშვილის, სპეციალური შიკრიკის – ჰერმესის მეშვეობით. ჰერმესი ადამიანებს ყველა საქმის კეთილად დამთავრებაში ეხმარებოდა. იგი ასევე იყო ვაჭრების მფარველი ღმერთი.

ტაროსი იყო ადამიანისა და ღრუბლების ღმერთი.

სტიქსი - მიწისქვეშა მდინარე, რომელზეც ხარონს მიცვალებულთა სულები გადაჰყავდა.

ლეთა – ძვ. ბერძნულ მითოლოგიაში მიწისქვეშეთის მდინარე დავიწყებისა. მისი წყალობით მიცვალებულების სულებს ავიწყდებოდათ დედამიწაზე გადატანილი ტანჯვა.

მარმარილოს სარკოფაგზე გამოსახული პროცესი, რომელიც დიონისეს ყოფასა და მისი განკარგვის სფეროს გამოსახავს

პ.ს. ბერძენული მითოლოგიის რომელ ღმერთად/ქალღმერთად ყოფნას ისურვებდით? :-) ;-)

About these ads
  1. dekemberiusi
    April 12, 2011 at 5:06 pm | #1

    აპოლონად ვისურვებდი. ძალიან საყვარელია <3
    :))

  2. September 29, 2011 at 11:00 am | #2

    მე აფროდიტე ვიქნებოდი :) ან ათენა

  3. gio
    April 3, 2013 at 3:03 pm | #3

    me bebiachemi minda viyoo :P

  4. anaana
    December 25, 2013 at 7:43 am | #4

    ეს, ბერძნული კი არა წინარებერძნულია პელაზგურია. ბერძენი, ჰეროდოტეც; ამბობდა! მითოლოგია, მითი, ბერძნული არ არსებობს, არის მხოლოდ პელასგური.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 93 other followers

%d bloggers like this: