ეს საინტერესოა…

ინდოელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ დედამიწას აქვს სფეროსებური ფორმა და ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო.

სპარსეთის მრისხანე მეფე ქსერქსე, რომელმაც მიწასთან გაასწორა ბაბილონი და სხვა უამრავი ქალაქი, ხარხარის დროს გარდაიცვალა.

თამბაქო შეიცავს ნიკოტინს. 200 გრამი ნიკოტინი უკვე ადამიანს კლავს. მას სახელი ეწოდა ფრანგი დიპლომატის – ჟორჟ ნიკოს სახელწოდების მიხედვით. 1500 წელს მან პირველად შემოიტანა თამბაქო ევროპაში.

უძველესი დროის ყველაზე გამოჩენილმა მოქანდაკე ფიდიასმა გამოკვეთა ღმერთთა ღმერთის – ზევსის უზარმაზარი ქანდაკება, რომლის სიმაღლეც 14 მეტრი იყო. ზევსის თავს ზეთისხილის რტოებისგან დაწნული გვირგვინი ამკობდა. სახე, ხელები, მკერდი მას სპილოს ძლისა ჰქონდა; მოსასხამი, წვერი და გვირგვინი კი – ოქროსი. (ეს ქანდაკება “მსოფლიოს 7 საოცრებაში” შევიდა)

ყვითელი ზღვა ჩინეთში მდებარეობს, როსის ზღვა – ანტარქტიდაში.

შემდეგი სიტყვები ეკუთვნის ბეთჰოვენს: “მუსიკა უფრო დიდი ზეშთაგონებაა, ვიდრე სიბრძნე და ფილოსოფია”

ოსინტოლოგია არის ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც ფრინველებს სწავლობს.

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – ავსტრიელი კომპოზიტორი – გარდაიცვალა 35 წლის ასაკში. მას ეკუტვნის 700-მდე ნაწარმოები.

პარლამენტი პირველად მსოფლიოში 1265 წელს, ინგლისში შეიქმნა. საქართველოში მისი შექმნის ცდა იყო 1185 წელს (ყუთლუ-არსლანის მეთაურობით)

სახელწოდება “ლუვრი” ნიშნავს მგლების ტყეს. მუზეუმის ადგილას თავდაპირველად ყოფილა საფრანგეთის მეფეთა სანადირო კოშკი და მხოლოდ შემდეგ აუშენებიათ სასახლე, რომელშიც დღეს ლუვრის მუზეუმია.

რეჟისორი ვუდი ალენი დაქორწინდა თავის ნაშვილებ შვილზე.

კაბადოკია – ნიშნავს ლამაზი ცხენების ქვეყანას (სპარსულად)

ბაბ-ელ-მანდების სრუტე – არაბულად ეს სახელწოდება ნიშნავს “ცრემლების ბჭეს”.

დიოფიზიტები ანუ მართლმადიდებელნი აღიარებენ ქრისტეს ორ ბუნებას – ადამიანურს და ღვთაებრივს, ხოლო მონოფიზიტები ანუ კათოლიკოსები – მხოლოდ ღვთაებრივს. კათოლიკურ ეკლესიას იმორჩილებდა მეფე, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია – მეფეს.

სკაროზი – არის რომბული მოყვანილობის თევზი.

იაპონიას ჰყავდა 2 იმპერატორი ქალი.

იყო დრო, როცა შავი ზღვა და კასპიის ზღვა ერთმანეთთან კუმამანიჩის სრუტით იყო დაკავშირებული.

ასურეთი მდებარეობდა დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე.

ალექსანდრე დიდი მაკედონელი (ფილიპე მაკედონელის შვილი)  ქრ.შ-მდე 356 წ. დაიბადა. იგი იყო სამი ტიტულის მქონე: მაკედონიის მეფე, ეგვიპტის ფარაონი, სპარსეთის დიდი მეფე, რომელმაც საბერძნეთში მოიპარსა წვერი. მისი უსაყვარლესი ცხენი – ბუცეფალი – მხოლოდ აპელასმა დახატა.

კონსტანტინოპოლი იყო აღმ. რომის იმპერიიის დედაქალაქი 330 წლიდან 1453 წლამდე, მას შემდეგ ჰქვია სტამბული. კოსტანტინოპოლამდე დედაქალაქი იყო რომი (753-330)

მხოლოდ ერთ ბერძენ ოსტატს – პირგოტელის -ჰქონდა უფლება, ქვაზე ამოეკვეთა ალექსანდრე მაკედონელის გამოსახულება.

ლურსმული დამწერლობის გაშიფვრა პირველად 1802 წ. გერმანიის ქალაქ გეტინგენის გიმნაზიის ახალგაზრდა მასწავლებელმა – გეორგ ფრიდრიხ გროტეფენდმა შეძლო.

ეგვიპტური იეროგლიფები პირველად გაშიფრა 1822 წელს 32 წლის მეცნიერმა, ფილოსოფოსმა ჟან ფრანსუალ შამპოლიონმა.

მენესი – ერთიანი ეგვიპტის პირველი ფარაონი და მისი დედაქალაქის – მემფისის – აღმშენებელი იყო.

მასტაბი ეწოდება დიდებულთა ძვალშესალაგს, წაკვეთილი პირამიდის მსგავს აკლდამას.

ძველ ეგვიპტელებს კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული ავსტრალიასთან. მუმიფიცირებისათვის საჭირო ბალზამების შემადგენლობაში შედიოდა იმ ევკალიპტის ზეთი, რომელიც მხოლოდ ავსტრალიის ჩრ.აღმ. ნაწილში ხარობდა.

იმპოტეპმა (ინჟინერი) შექმნა პირამიდის პროექტი ქრ.შ-მდე XXVIII საუკუნეში.

ფარაონ ჯოსერს ეკუთვნის პირველი პირამიდა.

“ყოველივეს დედამიწაზე ეშინია დროისა, მაგრამ დროს ეშინია პირამიდებისა”, თქვა არაბმა მწერალმა.

კლეოპატრა არ იყო ეგვიპტელი, მას მაკედონური, ბერძნული და არაბული სისხლი ჰქონდა.

მსოფლიოში უდიდესი ხეოფსის პირამიდა 2 300 000 ლოდისაგან შედგება, რომელთაგან თითო 2,5 ტონას იწონის.

მე-11 საუკუნეში რომის პაპად 11 წლის ბენედიქტ IX აკურთხეს.

კომუნიზმის ფუძემდებელი კარლ მარქსი რუსეთში არასოდეს ყოფილა. იგი გერმანიაში დაიბადა, ხოლო კომუნიზმის თეორია საფრანგეთსა და ინგლისში ცხოვრების პერიოდში დაწერა.

რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ პუტინს სუკ-ში მუშაობისას ჰქონდა მეტსახელი “ჩრჩილი”.

1957 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი დიზაინერი კრისტიან დიორი, რომელმაც გარდატეხა მოახდინა მოდის განვითარების ისტორიაში.

პაბლო პიკასოს (ფრანგი მხატვარი) სრული სახელი და გვარი იყო – პაბლო დიეგო ხოზე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუკენო კრისპინ კრისპიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუიზ ი პიკასო.

  1. merilin
    May 4, 2011 at 11:38 am

    თქვენი ნებართვითერთ შესწორებას შევიტან: “მონოფიზიტები ანუ კათოლიკოსები” არ არის სწორი.
    მონოფიზიტური არის სომხური ეკლესია , ისინი არ აღიარებენ ქრისტეს ორბუნებოვნებას,რაც შეეხება კატოლიკებს, მართმადიდებლობისგან სხვა რამ განასხვავებს,მაგალითად საეკლესიო კალენდარი, ჯვარცმა, ხატწერა და ა.შ.

  2. May 4, 2011 at 7:37 pm

    ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს ,გეტყობა ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ, წარმატებებს გისურვებ
    P.S მომავალში შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ჩვენც ვაპირებთ საიტის შექმნას საინტერესო თემებზე სიამოვნებით ვითანამშრომლებდი შენთან

    • May 5, 2011 at 10:40 am

      გიორგი, მიხარია, რომ ბლოგმა ასე დაგაინტერესა.
      რაღა თქმა უნდა, საინტერესო თემებზე თანამშრომლობა შესაძლებელია😉
      შენც წარმატებები:)

  3. merilin
    May 5, 2011 at 6:44 am

    ძალიან საინტერესოდ წერ, ლაკონურად– მოკლე დროში შეიძლება ბევრი ინფორმაციის მიღება შენი ბლოგიდან. დიდი მადლობა!

    • May 5, 2011 at 11:16 am

      merilin, მადლობა შენ, გამიხარდება, თუკი აქ არსებული ინფორმაცია დაგეხმარებათ რამეში😉

  4. May 13, 2011 at 4:25 pm

    სპარსეთის მრისხანე მეფე ქსერქსე, რომელმაც მიწასთან გაასწორა ბაბილონი : es qserqse ar iyo es iyo kiros 2 :D:D :*:*:*

  5. May 13, 2011 at 4:27 pm

    tanac 539 wels :* :D:D

  6. May 14, 2011 at 8:08 pm

    გამარჯობა tatatatuli,გახსოვს თანამშრომლობაზე რომ ვსაუბრობდით საიტი მზად მაქვს და ახლა მჭირდება ლამაზი და ჭკვიანური აზრები და პარტნიორები შემოიარე მერე როცა მოიცლი და დაათვალიერე ,თუ დაგაინტერესებს თანამშრომლობა სკაიპში მომწერე Gia-it საიტია shors.me

    • May 16, 2011 at 7:05 am

      გიორგი, საიტი ვნახე და დამაინტერესა. ჭკვიანური იდეებით და საინტერესო პოსტებით კარგი რამე გამოვა ცოტა ხანში🙂 მალე შეგეხმიანები და მოსაზრებებსაც მოგაწვდი😉

  7. May 16, 2011 at 1:45 pm

    ძალიან კარგი🙂 დაგელოდები

  8. May 24, 2011 at 8:19 pm

    რატომ , მომატყუე ?🙂 შენის ნებართვით და ისევ შენი ბლოგი და შენი სახელით დავდებ ჩემ საიტზე რამოდენიმე შენს თემას უბრალოდ მომეწონა და ასი წელი არ მოვიპარავ ,მხოლოდ და მხოლოდ თუ უფლებას მომცემ

    • May 24, 2011 at 9:24 pm

      არ მომიტყუებიხარ, გეტყვი მოგვიანებით🙂 ოკ, ოღონდ რომელ სტატიასაც ატვირთავ, მისი ლინკი მიუთითე პოსტის დასაწყისშივე😉

  9. May 25, 2011 at 6:07 am

    არ გეწყინოს ,არ გინდა ჩვენი გუნდის წევრი გახდე? და შენ ბლოგზეც გადმოიტანე რაც მოგეწონება , ადმინისტრატორის უფლებას მოგცემ ჩვენს საიტზე ,წყალივით გვჭირდება ჭკვიანი ხალხი . თუ დაინტერსდები დარეგისტრირდი საიტზე და იქ ჩატია და მოგვწერე , იმედია შემოგვიერთდები

    • May 25, 2011 at 6:27 am

      გმადლობ,გიორგი, მაგრამ ჩემს ბლოგზე მხოლოდ ჩემს მიერ მომზადებული პოსტები იდება😉 გუნდის წევრი რომ გავხდე, რაღაც საკითხები უნდა დავაზუსტო და ამაზე მინდა გაგესაუბრო. დღეს უკვე მოვახერხებ.

  10. May 25, 2011 at 6:50 am

    კი ბატონი ,მზათ ვარ ყოველთვის

  11. May 26, 2011 at 7:34 pm

    izvini tu yuradgeba ver mogaqiet chven saitze , magram icode rom shen mnishvnelovani wvri xar , administratoris ufelebas mogcxem es marto 2 kacs gvaqvs

    • May 26, 2011 at 8:35 pm

      არაუშავს, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან მოვიცლი და შენც თუ გეცლება, შევხმიანდეთ:)

  12. May 26, 2011 at 8:46 pm

    axlac mcalia she tu gcalia 🙂

  13. June 14, 2013 at 1:37 pm

    tatuli amden inpormacias marto edzeb?

    • June 19, 2013 at 9:06 pm

      ძველ რვეულებში გაკეთებული ჩანაწერები და ინტერნეტი მეხმარება🙂

  14. matenato
    January 2, 2014 at 3:30 pm

    მომწონს კარგია საიტია
    უბრალოდ რაღაც რაღაცეები შეცდომაა მაგალითად მონოფიზიტობაზე როდესაც ამბობთ რომ კატოლიკები არიან… ისიც რომ ნიაგარას ჩანჩქერი ათას ცხრას რაღაც წელს გაჩერდა… და ა.შ

  15. UNA
    February 27, 2014 at 5:00 pm

    kARGIA

  16. მარინა
    April 24, 2015 at 9:06 am

    თათა,ბარემ პელეს სახელიც დაწერე- მგონი პიკასოზე ვრცელია

  17. R&B
    July 20, 2016 at 7:05 pm

    ორნიტოლოგია არის ზოოლოგიის ნაცილი და სწავლობს ფრინველებს და რა ოსინტოლოგია

  1. January 17, 2012 at 5:58 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: