მთავარი > ჩაკეტილი სივრცე > ასეთი ‘პაწაწინები’

ასეთი ‘პაწაწინები’


ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მონდომებით და ერთგულებით შრომას არაპროფესიონალიზმი უწოდეს. ალბათ ამით, კიდევ ერთხელ სცადეს თავისი პიროვნებადაცლილი პროფესიონალიზმის გაპიარება…

უსამართლობის მძაფრი განცდისგან ემოციების პირველმა ტალღამ გადამიარა… მალევე დავუბრუნე თავს ჩვეული სიმშვიდე. ღიმილით ნათქვამ ჩემს პირდაპირობაზე თავჩაღუნული მდუმარებით მიპასუხა და უხერხულობისგან ნივთების გადაადგილება დაიწყო…

წამოვედი.

ისიც კი გაუკვირდათ, რომ იმ პირფერობისა და მლიქვნელობის ჭაობიდან შორს წასვლის სურვილი გამიჩნდა.

თუმცა იქ დარჩნენ ადამიანები, რომლებისთვისაც დედამიწისფერ ღირებულებებში მთავარი ადამიანური ურთიერთობებია, რომლებიც ჯერ პიროვნებას აღიარებენ და შემდეგ მის პროფესიონალიზმსა თუ მდგომარეობიდან გამომდინარე დროებით მინიჭებულ სტატუსს.

ზოგმა კითხვაც კი დასვა – სულ მიდიხარო? ალბათ, სანახევროდ დარჩენაც არსებობს მათთვის.

პასუხმა, დროის ამაოდ ხარჯვა მებრალება-თქო, მოსალოდნელი და უშინაარსო მდუმარება გამოიწვია მათში…

ალბათ, თავს გამოყენებულად და გადაგდებულად უნდა ვგრძნობდე?

მე კი მეღიმება – ისინი ხომ ასეთი პაწაწინები არიან.

კატეგორიები:ჩაკეტილი სივრცე
  1. August 19, 2010 at 7:51 pm

    აუცილებლად გამოსცდიან სხვები საკუთარ თავზე…
    არ იდარდო!

  2. August 20, 2010 at 1:19 pm

    ვაი.. მეც პაწაწინა ვარ?😦

    • October 14, 2010 at 3:56 pm

      გააჩნია, რა გააკეთე😛
      (დაგვიანებული პასუხი:)))

  3. October 6, 2010 at 6:12 pm

    სულაც არ მინდა რომ გამოსცადონ. თუ მიხვდებიან, ეს იქნება კარგი…

    პ.ს. რა ოპერატიულად გიპასუხე, არა? :)))))))😛

  4. October 14, 2010 at 3:28 pm

    ნელ-ნელა ვერკვევი რაღაც-რაღაცეებში და მაგის ბრალია😛 :)))

  5. October 14, 2010 at 7:55 pm

    შენთან საუბარი არ მაწყენდა… ცხელი წითელი ჩაის თანხლებით…

    • October 15, 2010 at 5:13 pm

      მმმმმ, მყუდრო ადგილას ჩაის თანხლებით… სიამოვნებით;-) თანაც იმდენი მოსაყოლი დაგროვდა:)

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: