მიწა მარტო მიწა არაა


მიწა… მიწა მიწაა, მაგრამ ზოგჯერ არც მარტო მიწა. ალბათ, უაზროდ მოგეჩვენა? აი, შეხედე – ეს ქართული მიწაა და არა უბრალოდ მიწა. ან როგორ შეიძლება მიწა იყოს, როცა აქ ყოველი გოჯი თუ მტკაველი წარსულში მყოფი ადამიანების სისხლია…

და ოფლი…

და კიდევ ძვლები – საუკუნეებმა ფერფლად რომ აქციეს და ჩვენ მიწას ვუწოდებთ!

ეს მიწა არ გამშრალა, დღესაც სველია. გაჟღენთილია წარსულის ადამიანების ტანჯვითა და წამებით. საუკუნეების განმავლობაში ეწვეთებოდა შვილების სისხლი და მორევივით ტრიალებდა მის გულში… ნიაღვრებად ჩაედინებოდა დედათა ცრემლი…

და გუბდებოდა…

გუბდებოდა საუკუნეთა ტკივილი.

ხმა გესმის? დუდუნებს მიწა… მისი გულიდან ცხელი ორთქლი ამოდის, ცხადად შეიგრძნობა მასში გამჯდარი მიწის შვილთა სისხლის სურნელი, თაობებს რომ მოუხმობს:

„იმოქმედეთ“… „დაიცავით“… „გადაარჩინეთ“… „დაიბრუნეთ“…

ეს მიწა საუკუნეების გაუსაძლისი თუ გაძლებული ტკივილია, ცრემლებია… სულის სიმწარეა… ღაღადია… გოდებაა… წყევლა-კრულვაა… ლოცვაა…

ასწლეულების განმავლობაში მილიონობით ყვავილი ხარობდა მის გულზე. ამდენივე ახალგაზრდა სიცოცხლე ქრებოდა და მის ზედაპირზე სულს ღაფავდა, ჭრილობებისგან ხრიალებდა… ცხოვრების უკანასკნელ წუთებს ითვლიდა… ზეცას საბოლოოდ შესცქეროდა ბრძოლის ველზე ეულად დაგდებული… მრავლისმთქმელი სევდიანი ღიმი უთქმელად აკვდებოდა ბაგეზე….

საუკუნეების მანძილზე შვილების სისხლით იკვებებოდა მისი გული… მიწა კი ტიროდა!.. მკვდარ შვილებს გულში იკრავდა… გამალებით იწყებდა ბრუნავას ტკივილის მორევი… ცოხცხლებს კი ბრძოლისკენ, შემართებისკენ მოუწოდებდა…

ეს მიწა ისევ რაღაცას ბუტბუტებს, მისი გულიდან კვლავ მოისმის კივილი და მოთქმა-გოდება… შავ მანდილსა და ძაძას განუწყვეტლივ მოაქროლებდნენ ჟამთა ქარტეხილები… ათი ათასობით დაუნდობელი ფლოქვი გულზე უვლიდა…

თელავდნენ, ქელავდნენ, ჯიჯგნიდნენ…

„არ დანებდეთ, არ დამორჩილდეთ!“ – ყველაფერი გაჰკივის ირგვლივ…

ამ მიწას გლეჯდნენ… ნაწილ-ნაწილ ფლეთდნენ… ინაწილებდნენ…

როდემდე, ხალხო!? სადამდე!..

სადღაც სიღრმეში ჭრილობები იხსნება, ტკივა და კვნესის… „გამამთელეთო, – ჩაგვჩურჩულებს, – ჭრილობები მომიშუშეთო, ეს ტკივილი მომირჩინეთო…“

მომეფერეთო, იხვეწება მიწა, ნუ დამკარგავთო…

ჩვენ არ გვესმის.

ჭრილობებით სავსე მის გულზე მივდივართ, მოვდივართ, ტკივილისაგან გული ჭრაჭუნობს… ჩვენ არ გვესმის!..

… იმ ფალავნების ნაცვლად ყოველ საღამოს მიწა გულის სიღრმიდან ყაყაჩოებს გზავნის. მათი ფურცლებიდან სისხლი მოჟონავს… გაზაფხულის მზეზე ბრწყინავენ სისხლის წვეთები… ყაყაჩოები წითელ ლაქებად ამჩნევია დასერილ გულზე…

მის ზედაპირზე უწყვეტად მოედინებიან ცივი და ანკარა ნაკადულები, ჩვენ რომ ასე გვიყვარს მათ სიცქრიალეში გაგრილება… აბა, დაფიქრდი – ეს ქართველი ერის ცრემლებია, ბრძოლის ველზე შენი მომავლისთვის თავგანწირულ მებრძოლთა დედების სიმწრით დანადენი ცრემლი!.. ამ ცრემლებით ვიბანთ სახეს, ამ ცრემლებით ვიგრილებთ გულს…

გული უნდა ხურდებოდეს, ჩქეფდეს და გადმოდუღდეს…

ჩვენ კი – ვიგრილებთ!..

დავფიქრდეთ, როცა კვლავაც არაერთგზის შევსვამთ ერის ცრემლებს…

მაშინ მივხვდებით, რომ მიწა მარტო მიწა არაა!

  1. fofortxobani bodozi
    August 30, 2010 at 2:11 pm

    იმაში გეთანხმებით რომ მიწაზე ბევრი ვაჟკაცის გმირულად დაღვარილი სისხლია, მაგრამ რომ დავფიქრდეთ… რისთვის??? მასჰინ ალბათ აზრიანად, მაგრამ ახლა რომ დაუკვირდე, უაზროდ… იმის მაგივრად რომ გმერთისგან ბოძებული სიცოცხლე ხეირიანად გამოიყენო და მიიღო სიამოვნება, მიდიხარ და თავს იკლავ. თავდაცვისთვის კიდევ გასაგებია, სხვა გზა არ გაქვს, მაგრამ ვიღაცა მეფე რომ დაგიძახებს, წავიდეთ მიწები უნდა დავლაშქროთო, რა გინდა, სად მიდიხარ?! :))) ემსახურები საქართველოს ხო?! ჰოდა რა მოგიტანა მაგან კი ხედავთ მიწას რომ ჩიჩქნით მაშინ🙂

    • October 14, 2010 at 3:38 pm

      იმ დროს, რომელზეც ამ პოსტშია დაწერილი, მეფე უფრო მეტი იყო ხალხისთვის, ვიდრე “ვიღაც”. აქ არც სხვისი მიწების დალაშქვრაზეა საუბარი; საკუთარის მიხედვაზე და დაცვაზეა მინიშნებები…🙂

      ერთ იუმორით სავსე პოსტში ვკითხულობდი ამასწინათ კახელების მიერ ლუდით ნათქვამ სადღეგრძელოს:
      ” იმასა გაუმარჯოი ჰერეთი რო შაჰაბასს მიცა და თავისთვინ კიდე შიბლიანი დაიტოვაო”.

      ჩამეღიმა და თან გულის ტკივილი ვიგრძენი…😦

  2. September 2, 2010 at 8:17 pm

    კარგი იყო….

    ,,ვინ იცის მიწავ,როგორ გტკივა ფეხს რომ გაბიჯებთ…”

    • October 14, 2010 at 3:40 pm

      მართლა ძალიან სტკივა… ამაზე მინდოდა, დავფიქრებულიყავით…

  3. May 2, 2012 at 3:00 pm

    შესანიშნავი პოსტია : *

  4. fausti10
    August 4, 2012 at 12:59 pm

    გამარჯობა კითხვის დროს გამაჟრჟოლა ძალიან მომეწონა შენი ნაწერი.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: