Archive

Archive for სექტემბერი, 2010

ზოგი რამ მამაკაცებზე

სექტემბერი 24, 2010 13 comments

ქალსა და კაცზე უამრავი თქმულა და დაწერილა. მგონია, რომ არაერთხელ ამოწურული ეს თემა ყოველთვის აქტუალური იქნება და მუდმივად ახლადაღმოჩენილის მოლოდინში იარსებებს… ამ პოსტით მოგაწვდით იმ ინფორმაციას, რისი მოძიებაც ამ ეტაპზე შევძელი. გაგრძელება, სავარაუდოდ, მალევე იქნება 😉

სასიყვარულო ურთიერთობების დასრულებას მამაკაცი უფრო განიცდის, ვიდრე ქალი.

მამაკაცები თვითმკვლელობისკენ უფრო არიან მიდრეკილნი, რადგან სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ მამაკაცები უფრო ხშრად ამთავრებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით, ვიდრე ქალები.

მეხის მსხვერპლთა შორის 80% მამაკაცია.

ისინი უფრო ნელა თვრებიან ვიდრე ქალები, რადგან მათი ორგანიზმი უფრო მეტ წყალს შეიცავს.

მამაკაცის ორგანიზმში ყოველდღიურად გამომუშავდება 200 მლნ სპერმატოზოიდი.

მამაკაცებს გაცილებით ხშირად უყვარდებათ და უფრო ემოციურები ხდებიან.

მამაკაცები სექსზე დღეში სამჯერ უფრო მეტად ფიქრობენ, ვიდრე ქალები.

მამაკაცებს კვირა დრეს, ვახშმის შემდეგ სექსის სურვილი განსაკუთრებით უმძაფრდებათ.

მამაკაცები თავიანთი ბუნებით უფრო მიდრეკილნი არიან ღალატისაკენ, ვიდრე ქალები.

ქალები სერიოზულდებიან მაშინ როდესაც ხვდებიან შესაფერის მამაკაცს. მამაკაცები კი სერიოზულდებიან ნებისმიერთან, რომელსაც ხვდებიან შესაფერის დროს.

მამაკაცი პირველ კოცნას ყოველთვის იპარავს, მეორეს იხვეწება, მესამეს მოითხოვს, მეოთხეს უკითხავად იღებს, მეხუთეს იღებს როგორც აუცილებლობას!..

“როცა პირველად ნებდება ქალი, იგი ფიქრობს, რომ მისცა მთელი სამყარო, მამაკაცს კი ჰგონია მიიღო სათამაშო… ქალი ფიქრობს, რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს ჰგონია მიიღო წუთი.: /სტენდალი/

მამაკაცი და ქორწინება

მამაკაცთა დიდი ნაწილი ქორწინებას უფრო პოზიტიურად უყურებს, ვიდრე ქალები.

მამაკაცთა მხოლოდ 10% ეხმარება ცოლს საოჯახო საქმეებში, 90% კი ოჯახის ბიუჯეტს აკონტროლებს.

ცოლიან მამაკაცებს გაცილებით ნაკლები პრობლემები აქვთ ჯანმრთელობის მხრივ, ვიდრე უცოლოებს, თუმცა ცოლიანი მამაკაცები მიდრეკილნი არიან შაკიკის, ჰიპერტონიისა და გასტრიტის მიმართ.

მამაკაცთა დიდი ნაწილი ცოლის სიკვდილის შემდეგ სტრესში ვარდება და ხშირად დარდისაგან იღუპება კიდეც, რასაც ქალებთან მიმართებაში ვერ ვიტყვით.

მამაკაცები ასაკის მატებასთან ერთად ჭირვეულნი ხდებიან. გაუთავებლად წუწუნებენ იმის გამო, რომ ცოლები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.

მამაკაცებს ეშინიათ:

რომ მათი სხეული ქალებს არ მოეწონებათ;

რომ საწოლში ფიასკო არ განიცადონ;

რომ არ იციან სასიყვარულო თამაშების ნაირსახეობები;

რომ ქალი ფრიგიდული აღმოჩნდება;

რომ ქალს არ შეუყვარდება.

სხვადასხვა ეროვნების მამაკაცები

იაპონელი მამაკაცები თვლიან, რომ ქალის ყელი და სახე უფრო მიმზიდველია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილი.

ინგლისელი მამაკაცები თავისუფალი დროის გამონახვისთანავე საყვარელ ქალთან გარბიან.

ამერიკელი მამაკაცები მომაბეზრებელ ქალებს ერიდებიან.

ნორვეგიელებს განსაკუთრებით მოსწონთ მიამიტი, მაღალი და ქერა, სპორტული ქალები. ესპანელებს ქალებში ყველაზე მეტად თვალები ხიბლავთ.

ფრანგებს კი ისეთი ქალები უყვართ, რომლებიც კარგად ერკვევიან სამზარეულოს საქმეებში, ბავშვებსაც უვლიან და კარგადაც გამოიყურებიან.

იტალიელ მამაკაცებს, მგრძნობიარე, ვნებიანი ქალები იზიდავთ, რომლებსაც ამაღელვებელი, მომრგვალო სხეულის ნაწილები აქვთ.

ქართველი მამაკაცების ძირითად ნაწილს მოწონთ ქალები, რომლებიც არიან ულამაზესები და უჭკვიანესები; რომლებსაც მუდამ გააჩნიათ საკუთარი აზრი, მაგრამ შეუძლიათ კარგად შეინახონ თავისთვის; არიან კარგი მსმენელნი და საუკეთესო შემსრულებელნი; გიჟდებიან დღის ბოლომდე სადილების მზადებაზე, არიან წარმატებულები მრავალი ქვაბის ხეხვასა და ტაფის ფხეკვაში, მუდამ ღიღინით რეცხავენ სარეცხს და არასდროს იღლებიან;  ამ ყველაფრის შემდეგ კი საღამოს მოუთმენლად ელოდებიან ქმრებს, რომ ჰქონდეთ ვნებიანი სექსი…

ვირტუალური დღიური

სექტემბერი 14, 2010 დატოვე კომენტარი

ჩემს ცხოვრებაში ახალი არსება გაჩნდა. ადრეც არსებობდა, მაგრამ სხვა ფორმით და სხვა შინაარსით.

უბის წიგნაკი პირველად მარკ ტვენმა გამოიგონა 1873 წელს. ალბათ, ამას მოყვა დღიურის წერის კულტურაც. უამრავი ადამიანის პირად ცხოვრებაში არსებულ ემოციებსა თუ ფიქრებს გასაქანი მიეცა – აშრიალდა მილიონობით ფურცელი… გაჩნდა ბატის ბუმბულიანი საწერი კალმიდან გადმოსული მელნით გაჟღენთილი ათასობით გვერდი, ემოციურად წაშლილი თუ მძაფრი განცდებისგან დაშვებული შეცდომების გამო გადაჯღაბნილი პირადი ჩანაწერები…

ახლა სულ სხვაა.

თუ მაშინ კალამი და უამრავი ფურცელი იყო მასთან საურთიერთოდ საჭირო, ახლა ვირტუალური სივრცე და თითების წკაპუნი კმარა…

ეს ჩემი ბლოგია – ჩემი ვირტუალური დღიური! 😉

მისმენს.

მისმენს და რაღაცეებს იწერს, ინიშნავს…

მეც ვუყვები.

სასიამოვნოა, როცა უჩვეულო სიმყუდროვეს ქმნიან შენთვის…

 

საინტერესოა, როცა ასეთ მრავალფეროვან სამყაროში გახედებენ…

 

მომხიბვლელია, როცა მზად არიან გისმინონ…

 

მომნუსხველია, როცა გაწვდიან სივრცეს შენი თავისუფლებისთვის…

პ.ს. ერთი თვეც არაა, რაც მე ბლოგერი გავხდი 🙂

18 ცნობილი ცაცია

სექტემბერი 13, 2010 დატოვე კომენტარი

კარლ ფილიპ ემანუელ ბახი – გერმანელი კომპოზიტორი (იოჰან სებასტიან ბახის ვაჟიშვილი);

ალფონს ბერტილიონი – ფრანგი ანთროპოლოგი და კრიმინალისტი;

თომას კარლაილი – შოტლანდიელი ესეისტი და ისტორიკოსი;

ჩარლი ჩაპლინი – ინგლისელი რეჟისორი და მსახიობი;

ჯიმი კონორსი – ამერიკელი ჩოგბურთელი;

ლეონარდო და ვინჩი – აღორძინების დროის იტალიელი მხატვარი, მოაზროვნე;

ჯერალდ ფორდი – აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი;

ჯეიმს გარფილდი – აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი;

ჰარი ტრუმენი – აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი;

ჯუდი გარლანდი – ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ქალი;

ჯორჯ II – ინგლისის მეფე;

რექს ჰარისონი – ბრიტანელი მსახიობი;

პოლ-მაკარტნი – ბრიტანელი როკ-კომპოზიტორი და მომღერალი;

მიქელანჯელო ბუონაროტი – იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე;

ჰორაციო ნელსონი – ბრიტანელი ადმირალი;

კიმ ნოვაკი – ამერიკელი კინოვარსკვლავი;

კოულ პორტერი – ამერიკელი კომპოზიტორი;

ტიბერიუსი – რომის იმპერატორი

ალექსანდრე მაკედონელის კითხვები და ინდოელი ბრძენის პასუხები

სექტემბერი 12, 2010 1 comment

1. ქვეყანაზე ვინ უფრო მეტია, მკვდარი თუ ცოცხალი? – ცოცხალი, რადგან მკვდარი უკვე აღარ არის.

2. რა უფრო მეტ საკვებს იძლევა, მიწა თუ ზღვა? – ზღვა, რადგან მიწა თავად არის მხოლოდ კუნძული მსოფლიო ზღვაში.

3. რომელი ცხოველია ყველაზე ეშმაკი? – ის, რომელიც ადამიანს ჯერ არ დაუჭერია.

4. რატომ ურჩევდით მეფე ფეროსს (ინდოეთის მეფე), ებრძოლა ჩემს წინააღმდეგ? – იმიტომ, რომ ის სახელოვნად მეფობდა, ცხოვრობდა და სიკვდილიც სახელოვანი უნდა ჰქონოდა.

5. რა უფრო მეტი იყო, დღე თუ ღამე? დღე იყო ადრე, ერთი დღით. (“ძნელი პასუხია”, უთხრა ალექსანდრემ. “ძნელ კითხვაზე”, უპასუხეს ბერებმა).

6. როგორ დავიმსახურო სიყვარული? – იყავი ყველაზე ძიერი, მაგრამ არა საშინელი.

7. როგორ გავხდე ღმერთი? – გააკეთე ის, რაც არ ძალუძს ადამიანს.

8. რა უფრო ძნელი და ძლიერია, სიცოცხლე თუ სიკვდილი? – სიცოცხლე, მასში მეტი ტანჯვაა.

9. როდის უნდა მოკვდეს ადამიანი? – როდესაც სიკვდილი ჯობია, ვიდრე სიცოცხლე.

… მეათე კითხვა ისტორიკოსებს ვერ დაუმახსოვრებიათ.

ი გ ი (პირველი ინსტინქტი)

სექტემბერი 10, 2010 4 comments

დილის სიგრილეს თავისი უნაზესი და ძლიერი ხელებით ებრძვის, უჩუმრად ებრძვის, შენს მძინარე სხეულს ელამუნება და ყურთან ახლოს აბურდულ თმებს მიღმა გაუთავებლად იმეორებს შენს სახელს…

ნუთუ სიზმარია?

როგორ არაფერი ეშლება?

როგორ ყველაფერი იცის?

როგორ შეუძლია უდრტვინველად აიტანოს ნებისმიერი შენი ახირება, მშვიდად გისმინოს, არასოდეს გაღიზიანდეს, არასოდეს აუწიოს ხმას?

ავაზასავით ფრთხილი ძლი აქვს – თითქოს ელის, როდის მოუხმობ… ზანტად მოიწევს შენი სუნთქვისკენ და დიდხანს, დიდხანს გეფერება. თითოეული შენი ნერვი ზეპირად იცის, შეუცდომლად ხვდება, როდის ხარ მზად… და კი არ ძალადობს, კი არ გაწვალებს… არამედ, ზუსტად ისე, ჩვენებური მორიდებული კორექტულობით რომ იტყვიან ხოლმე: ცხოვრობს შენთან, აუუჰ! რას ცხოვრობს…

იგი თვალებით იყიდება საკუთარ გრძნობებში. მის გვერდით მუდამ შიშველი გგონია თავი, თანაც ულამაზესი შიშველი, რადგან რაც არ უნდა წონაში მოიმატო, რაც არ უნდა ასაკმა დაგატყოს ხელი… მის თვალებში არაამქვეყნიურ აღფრთოვანებას ხედავ ყველგან, ყოველ წამს, სადაც არ უნდა იყოთ ერთად.

იქაც კი, სადაც ეტიკეტი თავშეკავებას მოითხოვს, მისი თვალების ეშმაკური ციმციმი გკოცნის, გეთამაშება…

ზოგჯერ შენს წინ ჩაიმუხლებს, ხელებს თავზე შემოგაჭდობს და დიდხანს მდუმარედ გიყურებს თვალებში, იმდენად იდხანს, იმდენად დიდხანს – ლამის სუნთქვის შეგუბებამდე, და მერე გეტყვის – “მე შენ მიყვარხარ” ისე გეტყვის, თითქოს არასოდეს უთქვამს. ეს არასოდეს უსასრულოდ მეორდება…

იგი ხშირად იმეორებს: “რა სულელი ვარ!”- თუ უნებლიედ გული გატკინა. ისეთი ბავშვური პატიებით შემოგხედავს, გულს დაგიოკებს, ტკენას გააქრობს, გააქარწყლებს…

იგი არასოდეს გაბრალებს რამეს. საერთოდ ვერ იტანს, როცა რაღაცაზე დამნაშავედ გრძნობ თავს. შენ ყველაფერი გეპატიება.

ზოგჯერ ეჭვი გეპარება, კაცია თუ ღმერთი? გეშინია, არ გაცივდეს, რამე არ დაემართოს, აგური არ დაეცეს, ვინმეს არ შეშურდეს შენი…

შენ შეგიძლია, მანქანაში მის გვერდით მჯდომმა, აუღელვებლად წაისვა ფრჩხილებზე ლაქი, სიტყვას არ იტყვის, უფრო მეტიც -გაფაციცებით ეცდება, სავალ გზაზე ორმოებს მოერიდოს.

იგი ეჭვიანობს შენზე, როგორც ებრაელი თავის ფულებზე. ღალატისთვის მზად არის, დაუფიქრებლად მოგკლას და მერე არასოდეს მოსცილდეს შენს საფლავს.

მან შენზე უკეთ იცის შენი კრიტიკული დღეები. მოთმინებით ელის უმიზეზო ბუზღუნის ბოლოს. იღიმება, როცა ბრაზობ, ოღონდ ისე იღიმება, რომ ვეღარ ბრაზდები, და კიდევ – ისე იღიმება, რომ გრძნობ, როგორ გინდა იგი…

იგი ჩაძინებამდე, სიზმრებამდე მიგაცილებს ზურგზე ფერებით, ვერასოდეს აფიქსირებ მის დაძინებას, რადგან დილით, ყურთან ახლოს, აბურდული თმების მიღმა ისევ შენი სახელი გესმის. პატარა მაგიდიდან ცხელი ყავის არომატი გიღიტინებს ცხვირში, ორმაგი არომატი – მისი ყავა შენს ყავას ელოდება…

არ გაეცინება თუ კითხავ, ვინ არის ლე კორბუზიე. თუ უნებლიე შენიშვნა მოგცა, თავადაც სასწრაფოდ რაღაც უაზრობას ჩაიდენს, ჯავრი რომ გაყრევინოს. სამაგიეროდ, კრეტინულ ფიზიონომიას კერავს, როცა ცდილობ, კოცნის ხმის სიხშირეში გაწვრთნა – მაიმუნივით იმანჭება. მისი საყვარელი ვარჯიშია შენი პირიდან ღვინის დალევა. პირიქით არასოდეს შემოგთავაზებს, რადგან იცის, რომ არაჰიგიენურია.

შენ კი ლოგინში ჩამთბარს შეგიძლია, გაყინული ფეხები შემოაწყო წელზე და რომ გგონია, ჰა ახლა აყვირდება… ფიქრიანი თვალებით გამოგხედავს იღლიის ქვეშიდან და თბილ ხელებსაც შეგაშველებს გასათბობად.

შენი ყველაფერი აინტერესებს. ისეთი ყურადღებით უსმენს შენს მონათხრობს თანამშრომლის დედამთილის ნეიროდერმატიტზე, თითქოს “ნათლიმამას” გაგარძელებას უყვებოდე. და მზადაა ყველა შენს კითხვას პასუხი გასცეს, თუნდაც გათენებამდე, საკუთარ ძლიერ მეკრდზე მინებებული შენი თავითა და ცალი ხელით.

და შენთვის სექსი მხოლოდ იგია, სექსს შენთვის სხვა გაგება არ აქვს. იგი, მხოლოდ იგი!

ისიც მხოლოდ შენზე ფიქრობს და ერთგული მამაკაცის სახელი ეამაყება. თუმცა, სისულელეა – ერთგულების გამოცდამდე არც არასოდეს მიუყვანია საქმე. მაგისთანებს “შემთხვევები” არ ემთხვევათ.

შენ ეს იცი! ჩიტმა მოგიტანა ამბავი!.. 😉

მას ერთადერთი უდიდესი პრობლემა აქვს – ი გ ი  არ არსებობს. 

დღევანდელი ახალგაზრდობის კატეგორიები

სექტემბერი 9, 2010 23 comments

დიდი ხანია, მინდოდა დამეწერა ამაზე. ვფიქრობდი, იყო თუ არა საჭირო ან ვის რას არგებდა. მაგრამ მაინც, ეს პირობითად დაყოფილი დღევანდელი თაობის შემადგენელი კატეგორიებია. თუ სადმე ვინმე საკუთარ თავს ამოიცნობს, მე ნუ მიწყენს, იქნებ, მართლაც დაინახოს რამე შესაცვლელი…

თანამედროვე „პატრიოტები“

ასეთები შეიძლება იყვნენ თავმოყვარეობადაკარგული ლოთებიც და, ერთი შეხედვით, „ღრმადპატივცემული“ სტატუსის მქონე პირებიც. ამ ორ, თითქოსდა განსხვავებულ, კატეგორიას ერთი მსგავსი სიტუაცია აერთიანებს – სუფრასთან გახსენებული პატრიოტიზმი, მეფისთვის და ერისთვის თავდადებული წინაპრები, ვაჟკაცობა და სხვა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები…

ზრდილობასახლშიდარჩენილი „მეტრომანები“

მეტროთი ვინც ხშირად მგზავრობთ, ალბათ არაერთხელ შეგხვედრიათ ახალგაზრდები, ვაგონში მყოფ მგზავრთა ყურადღების მიქცევას “გამორჩეული” ქცევით რომ ცდილობენ ხოლმე:

ბოლო „ლეველზე“ აღრიალებული მობილურიანი გოგო-ბიჭები, დიდი მონდომებით უმისამართოდ რომ დაღენციალობენ ვაგონის მასშტაბით… სკამზე განივად მიწოლილი, ჯინსებშემოფლეთილი (ჯინსებს არ ვაკრიტიკებ) კედებიანი არსებები, კუთხეში მდგომი მოხუცისკენ რომ არც იყურებიან – ვერ ვხედავთ და რა ჩვენი გადასახადია, წლებისგან დაუძლურებულ სხეულს ფეხზე დგომისას ძლივს თუ იმაგრებსო…

თითქოს ისინი მოხუცებად დაიბადნენ, ესენი კი მუდამ ახალგაზრდები დარჩებიან…

ძალით ორიგინალურნი

ასეთებს ხშირად შეხვდებით პარკებში, კლუბებში და სხვადასხვა ფართებზე, განსაკუთრებით კი სარდაფში მოწყობილ „ტუსოვკებზე“. მონდომებით ჩამოყალიბებული ჩაცმის სტილითა და ვარცხნილობით ცდილობენ თავიანთი „მე“-ს დამკვიდრებას. მათ აღენიშნებათ ინდივიდუალიზმის (ახლა ამის დაფიქსირება ხომ ძალიან მოდაშია) მკვეთრად გამოხატვის მძაფრი სურვილი.

ისინი ფიქრობენ, რომ აქვთ განსხვავებული ხედვა და ორიგინალური გემოვნება; თვლიან, რომ ფლობენ სწორად ჩამოყალიბებულ მსოფლმხევდელობას; ჯერათ, რომ არიან განსაკუთრებულნი. უბრალოდ, უნდათ, რომ იყვნენ სხვებისგან განსხვავებულნი საქართველოში; მაგრამ გამოდიან ყველას მსგავსნი მის საზღვრებს გარეთ…

ჯიპომანიით შეპყრობილნი

გაიხსენეთ: ჯიპებში მსხდომი მსუქანი ბიძების სიმსუყენარევი მზერა მშიერი მათხოვრების მიმართ; სანახევროდ ჩაცმული თუ თითქმის გახდილი ნაშების დანახვაზე ათრთოლებული ღიპები… რა შემაზრზენია!..

მანქანაზე მეოცნებე უფულო ახალგაზრდები – არა, განა ჭირდებათ, მაგრამ – აბა, ისე ნაშებს რა დაკერავს! დასაწყისისთვის თუნდაც რამე სედანი „იყოს, რას მიშლის, ეგდოს“-პონტში უნდა ყავდეთ; დიად მიზნად კი მაინც ჯიპი რჩება; ან რამე „მოჯიპო“ 😀

პირადად ვიცნობ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, რომლებიც მოზარდი ბავშვების სწორად კვებისთვის აუცილებელ მინიმუმზე ვერ ახერხებენ ზრუნვას… სამაგიეროდ, ვალით ნაყიდი ჯიპი უყენიათ ავტოფარეხში, რომლითაც მხოლოდ ხანდახან მგზავრობენ – იმიტომ, რომ საწვავის ფული ყოველთვის არ აქვთ…

„ვეჩნა ნიდავოლნი“ სახის მქონე ლამაზი გოგოები

ქუჩებში, ტრანსპორტში, ყველგან შეხვდებით… ძირითადად  „სვეცკ პონტებში“ ჩნდებიან, მათი სალაპარაკო თემები – ბიჭები, კაცის ფსიქოლოგია, „შოპინგი“, სხვადასახვა ბრენდები, აქსესუარები და კურორტებია. რატომღაც მუდამ უკმაყოფილო გამომეტყველება აკრიათ სახეზე, ტყუილად ეცდებით გაარკვიოთ, რაზე წუხან. უბრალოდ, ახლა ეს სახის გამომეტყველებაა მოდაში და „ვსოო“…

საოცრად წელავენ ქართულ სიტყვებს, ხშირად ურევენ „სლენგებს“ (მაგალითად, „ცვეტშია“ მოძველდა, ახლა უნდა გამოიყენოთ „ინ ქალარ“). ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღევანდელი ქართულის გამგონე აკაკი შანიძე, ალბათ, როგორი სასოწარკვეთით წამოიყვირებდა: „ვაიმე, ქართულო ენავ!..“ (არც ჩემი ქართულია გასაგიჟებელი, მაგრამ მაინც ვცდილობ, მახსოვდეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა“!..)

ყველაფერგანაკეთები „ქალიშვილები“

მათ არ აღენიშნებათ კიოტოფობია (სქესობრივი ურთიერთობის შიში) ან პარტენოფობია (ქალწულობის დაკარგვის შიში); თუმცა აქვე აღვნიშნავ, ეს ფობიები უცხო არაა ტრადიციულ ქართულ მენტალიტეტზე აღზრდილ-დამორჩილებული ქალიშვილებისათვის. ძნელად წარმოსადგენი, მაგრამ უკვე მრავალჯერნაღაღადები ჭეშმარიტებაა, რომ ზემოთ მითითებულ კატეგორიას სექსის გარდა ყველაფერგაკეთებული „ქალიშვილები“ წარმოადგენენ, საჭიროების შემთხვევაში მორალზე და ზენობრივ ღირებულებებზე თამამად მოსაუბრენი რომ ხდებიან 🙂

საბოლოო ჯამში ორ უკიდურესობას ვიღებთ – ფარისევლურ მორალს ურცხვად ამოფარებულ (ყველანაირი ხერხითა და მონდომებით „ყოველი შემთხვევისთვის“ შემონახულ) ვაი-ქალიშვილობას და პოსტსაბჭოურ შაბლონურ აზროვნებაში ჩარჩენილ, ქორწინებამდე სექსის მგმობ ქალიშვილობას – „ფუი, ეშმაკს!“

რეიბანების თაობა

კედები და ჯინსებზე გადმოტანილი პერანგი, მხრებამდე ჩამოზრდილი, გვერდზე გადაყრილი აჩეჩილი თმა… „ძერსკად“ მოსიარულე მანერები… თვალებზე ჩამოყრილ თმებს მიღმა „მკვლელი“ მზერითა და სახეზე „მაჩოსებური“ ღიმით ცდილობენ, ხაზი გაუსვან თავიანთ „მეს“.

ესენი არიან ბიჭები, რომლებიც გოგოებზე მეტად თუ არა, არანაკლები სერიოზულობით უვლიან გარეგნობას, ზრუნავენ იმიჯზე, მონდომებით ქმნიან საკუთარ სტილს, საჭიროზე მეტ დროს უთმობენ ვარცხნილობას, არჩევენ ჰიგიენური თუ სხვა საშუალებების ბრენდებს…

საკუთარი გარეგნობისა თუ იმიჯის ხარჯზე, აღენიშნებათ ზედმეტი თავდაჯერებულობა და დამღუპველი თვითკმაყოფილება…

“წიგნიერი“ იდიოტები თუ უწიგნური “განათლებულები”  😛

აი, ეს კატეგორია კი ბუნების ყველაზე დიდი შეცდომაა. ვინაიდან ორი განსხვავებული სიმძიმის მქონე ინტელექტის მფლობელთა შესახებაა საუბარი, თავიდანვე გავმიჯნოთ ისინი ერთმანეთისგან.

არსებობენ ბევრ-წიგნ-წანაკითხი „დამძიმებული“ არსებები, რომლებიც ვერ ახერხებენ ვერც საკუთარი თავის რეალიზებას და ვერც წაკითხულის რამეში გმოყენებას. ასეთები სამუდამოდ უნიათო და შნო-დაკარგულ (თუ თავიდანვე უქონელ) ადამიანებად რჩებიან. თუმცა, ერთ პლიუსს ფლობენ – რაც გინდა კითხე – ყველაფრის დაზუთხვის დიდოსტატობა აძლევთ საშუალებას, უმეტესწილად ჰქონდეთ პასუხი…

არსებობენ ცოდნადაუმძიმებელი არსებებიც, რომლებიც წიგნებს ფერებისა და სიდიდის მიხედვით ალაგებენ თაროებზე (თუკი მოეძებნებათ საერთოდ). აქვთ პრეტენზია იმაზე, რომ ბევრი (უფრო სწორად, ყველაფერი!) იციან და თითქმის არასოდეს სვამენ კითხვას, რომ რამის უცოდინრობა არ გამოაჩინონ. მათ საოცარი ნიჭი აქვთ ზევიდან დასცქეროდნენ ნებრისმიერს ან ისე ირწმუნებოდნენ რაიმეს ცოდნაში, რომ საკუთარი თავიც დააჯერონ…