მთავარი > სა-ქართველო, ჩაკეტილი სივრცე > დღევანდელი ახალგაზრდობის კატეგორიები

დღევანდელი ახალგაზრდობის კატეგორიები


დიდი ხანია, მინდოდა დამეწერა ამაზე. ვფიქრობდი, იყო თუ არა საჭირო ან ვის რას არგებდა. მაგრამ მაინც, ეს პირობითად დაყოფილი დღევანდელი თაობის შემადგენელი კატეგორიებია. თუ სადმე ვინმე საკუთარ თავს ამოიცნობს, მე ნუ მიწყენს, იქნებ, მართლაც დაინახოს რამე შესაცვლელი…

თანამედროვე „პატრიოტები“

ასეთები შეიძლება იყვნენ თავმოყვარეობადაკარგული ლოთებიც და, ერთი შეხედვით, „ღრმადპატივცემული“ სტატუსის მქონე პირებიც. ამ ორ, თითქოსდა განსხვავებულ, კატეგორიას ერთი მსგავსი სიტუაცია აერთიანებს – სუფრასთან გახსენებული პატრიოტიზმი, მეფისთვის და ერისთვის თავდადებული წინაპრები, ვაჟკაცობა და სხვა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები…

ზრდილობასახლშიდარჩენილი „მეტრომანები“

მეტროთი ვინც ხშირად მგზავრობთ, ალბათ არაერთხელ შეგხვედრიათ ახალგაზრდები, ვაგონში მყოფ მგზავრთა ყურადღების მიქცევას “გამორჩეული” ქცევით რომ ცდილობენ ხოლმე:

ბოლო „ლეველზე“ აღრიალებული მობილურიანი გოგო-ბიჭები, დიდი მონდომებით უმისამართოდ რომ დაღენციალობენ ვაგონის მასშტაბით… სკამზე განივად მიწოლილი, ჯინსებშემოფლეთილი (ჯინსებს არ ვაკრიტიკებ) კედებიანი არსებები, კუთხეში მდგომი მოხუცისკენ რომ არც იყურებიან – ვერ ვხედავთ და რა ჩვენი გადასახადია, წლებისგან დაუძლურებულ სხეულს ფეხზე დგომისას ძლივს თუ იმაგრებსო…

თითქოს ისინი მოხუცებად დაიბადნენ, ესენი კი მუდამ ახალგაზრდები დარჩებიან…

ძალით ორიგინალურნი

ასეთებს ხშირად შეხვდებით პარკებში, კლუბებში და სხვადასხვა ფართებზე, განსაკუთრებით კი სარდაფში მოწყობილ „ტუსოვკებზე“. მონდომებით ჩამოყალიბებული ჩაცმის სტილითა და ვარცხნილობით ცდილობენ თავიანთი „მე“-ს დამკვიდრებას. მათ აღენიშნებათ ინდივიდუალიზმის (ახლა ამის დაფიქსირება ხომ ძალიან მოდაშია) მკვეთრად გამოხატვის მძაფრი სურვილი.

ისინი ფიქრობენ, რომ აქვთ განსხვავებული ხედვა და ორიგინალური გემოვნება; თვლიან, რომ ფლობენ სწორად ჩამოყალიბებულ მსოფლმხევდელობას; ჯერათ, რომ არიან განსაკუთრებულნი. უბრალოდ, უნდათ, რომ იყვნენ სხვებისგან განსხვავებულნი საქართველოში; მაგრამ გამოდიან ყველას მსგავსნი მის საზღვრებს გარეთ…

ჯიპომანიით შეპყრობილნი

გაიხსენეთ: ჯიპებში მსხდომი მსუქანი ბიძების სიმსუყენარევი მზერა მშიერი მათხოვრების მიმართ; სანახევროდ ჩაცმული თუ თითქმის გახდილი ნაშების დანახვაზე ათრთოლებული ღიპები… რა შემაზრზენია!..

მანქანაზე მეოცნებე უფულო ახალგაზრდები – არა, განა ჭირდებათ, მაგრამ – აბა, ისე ნაშებს რა დაკერავს! დასაწყისისთვის თუნდაც რამე სედანი „იყოს, რას მიშლის, ეგდოს“-პონტში უნდა ყავდეთ; დიად მიზნად კი მაინც ჯიპი რჩება; ან რამე „მოჯიპო“😀

პირადად ვიცნობ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, რომლებიც მოზარდი ბავშვების სწორად კვებისთვის აუცილებელ მინიმუმზე ვერ ახერხებენ ზრუნვას… სამაგიეროდ, ვალით ნაყიდი ჯიპი უყენიათ ავტოფარეხში, რომლითაც მხოლოდ ხანდახან მგზავრობენ – იმიტომ, რომ საწვავის ფული ყოველთვის არ აქვთ…

„ვეჩნა ნიდავოლნი“ სახის მქონე ლამაზი გოგოები

ქუჩებში, ტრანსპორტში, ყველგან შეხვდებით… ძირითადად  „სვეცკ პონტებში“ ჩნდებიან, მათი სალაპარაკო თემები – ბიჭები, კაცის ფსიქოლოგია, „შოპინგი“, სხვადასახვა ბრენდები, აქსესუარები და კურორტებია. რატომღაც მუდამ უკმაყოფილო გამომეტყველება აკრიათ სახეზე, ტყუილად ეცდებით გაარკვიოთ, რაზე წუხან. უბრალოდ, ახლა ეს სახის გამომეტყველებაა მოდაში და „ვსოო“…

საოცრად წელავენ ქართულ სიტყვებს, ხშირად ურევენ „სლენგებს“ (მაგალითად, „ცვეტშია“ მოძველდა, ახლა უნდა გამოიყენოთ „ინ ქალარ“). ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღევანდელი ქართულის გამგონე აკაკი შანიძე, ალბათ, როგორი სასოწარკვეთით წამოიყვირებდა: „ვაიმე, ქართულო ენავ!..“ (არც ჩემი ქართულია გასაგიჟებელი, მაგრამ მაინც ვცდილობ, მახსოვდეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა“!..)

ყველაფერგანაკეთები „ქალიშვილები“

მათ არ აღენიშნებათ კიოტოფობია (სქესობრივი ურთიერთობის შიში) ან პარტენოფობია (ქალწულობის დაკარგვის შიში); თუმცა აქვე აღვნიშნავ, ეს ფობიები უცხო არაა ტრადიციულ ქართულ მენტალიტეტზე აღზრდილ-დამორჩილებული ქალიშვილებისათვის. ძნელად წარმოსადგენი, მაგრამ უკვე მრავალჯერნაღაღადები ჭეშმარიტებაა, რომ ზემოთ მითითებულ კატეგორიას სექსის გარდა ყველაფერგაკეთებული „ქალიშვილები“ წარმოადგენენ, საჭიროების შემთხვევაში მორალზე და ზენობრივ ღირებულებებზე თამამად მოსაუბრენი რომ ხდებიან🙂

საბოლოო ჯამში ორ უკიდურესობას ვიღებთ – ფარისევლურ მორალს ურცხვად ამოფარებულ (ყველანაირი ხერხითა და მონდომებით „ყოველი შემთხვევისთვის“ შემონახულ) ვაი-ქალიშვილობას და პოსტსაბჭოურ შაბლონურ აზროვნებაში ჩარჩენილ, ქორწინებამდე სექსის მგმობ ქალიშვილობას – „ფუი, ეშმაკს!“

რეიბანების თაობა

კედები და ჯინსებზე გადმოტანილი პერანგი, მხრებამდე ჩამოზრდილი, გვერდზე გადაყრილი აჩეჩილი თმა… „ძერსკად“ მოსიარულე მანერები… თვალებზე ჩამოყრილ თმებს მიღმა „მკვლელი“ მზერითა და სახეზე „მაჩოსებური“ ღიმით ცდილობენ, ხაზი გაუსვან თავიანთ „მეს“.

ესენი არიან ბიჭები, რომლებიც გოგოებზე მეტად თუ არა, არანაკლები სერიოზულობით უვლიან გარეგნობას, ზრუნავენ იმიჯზე, მონდომებით ქმნიან საკუთარ სტილს, საჭიროზე მეტ დროს უთმობენ ვარცხნილობას, არჩევენ ჰიგიენური თუ სხვა საშუალებების ბრენდებს…

საკუთარი გარეგნობისა თუ იმიჯის ხარჯზე, აღენიშნებათ ზედმეტი თავდაჯერებულობა და დამღუპველი თვითკმაყოფილება…

“წიგნიერი“ იდიოტები თუ უწიგნური “განათლებულები”  :-P

აი, ეს კატეგორია კი ბუნების ყველაზე დიდი შეცდომაა. ვინაიდან ორი განსხვავებული სიმძიმის მქონე ინტელექტის მფლობელთა შესახებაა საუბარი, თავიდანვე გავმიჯნოთ ისინი ერთმანეთისგან.

არსებობენ ბევრ-წიგნ-წანაკითხი „დამძიმებული“ არსებები, რომლებიც ვერ ახერხებენ ვერც საკუთარი თავის რეალიზებას და ვერც წაკითხულის რამეში გმოყენებას. ასეთები სამუდამოდ უნიათო და შნო-დაკარგულ (თუ თავიდანვე უქონელ) ადამიანებად რჩებიან. თუმცა, ერთ პლიუსს ფლობენ – რაც გინდა კითხე – ყველაფრის დაზუთხვის დიდოსტატობა აძლევთ საშუალებას, უმეტესწილად ჰქონდეთ პასუხი…

არსებობენ ცოდნადაუმძიმებელი არსებებიც, რომლებიც წიგნებს ფერებისა და სიდიდის მიხედვით ალაგებენ თაროებზე (თუკი მოეძებნებათ საერთოდ). აქვთ პრეტენზია იმაზე, რომ ბევრი (უფრო სწორად, ყველაფერი!) იციან და თითქმის არასოდეს სვამენ კითხვას, რომ რამის უცოდინრობა არ გამოაჩინონ. მათ საოცარი ნიჭი აქვთ ზევიდან დასცქეროდნენ ნებრისმიერს ან ისე ირწმუნებოდნენ რაიმეს ცოდნაში, რომ საკუთარი თავიც დააჯერონ…

  1. October 14, 2010 at 9:33 am

    კარგი პოსტია!

  2. October 14, 2010 at 3:22 pm

    გმადლობ, ზიზი:)

  3. March 5, 2011 at 10:18 pm

    ამ ბოლო დროს დამჩემდა ეს კითხვა… სხვა კატეგორია არ არსებობს? სულ ესა ვართ?

    • March 5, 2011 at 10:34 pm

      ცოტაა? ამდენი უარყოფითი კატეგორია (თანაც ასეთი მნიშვნელოვანი კუთხით), მგონი, ზედმეტიცაა. მე შეცვლას უფრო ვისურვებდი, ვიდრე კატეგორიების მომრავლებას.

  4. May 3, 2011 at 3:14 pm

    ჰაჰაჰა :დ ნამდვილად ეგრეეაა )) მე შენ გეთანხმებიი .. ძალიან მომეწონა . და საერთოდ ძალიან მომწონხარ🙂

    • May 4, 2011 at 2:51 pm

      კარგი იქნებოდა, ამ ყველაფრის აშკარად შემჩნევა შეუძლებელი ყოფილიყო, მაგრამ…

      • May 7, 2011 at 3:39 pm

        მაგრამ ??🙂

  5. ლელა
    May 4, 2011 at 12:10 pm

    “ენაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” არა “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”ა სწორი

    • May 4, 2011 at 2:50 pm

      გმადლობ, ლელა, მექანიკური შეცდომა იყო, შევასწორე😉

  6. Michele
    May 8, 2011 at 4:05 pm

    საინტერესო იქნებოდა ჩვენი თაობის დადებით მხარეებზეც დაგეწერა🙂

  7. Tamara
    May 15, 2011 at 1:15 pm

    kargi posti iyo, oRond “kiotofobia ” ki ara, aramed “koitofobia”, albat beWdvisas daSvebuli Secdomaa.

  8. ninia
    May 17, 2011 at 7:15 am

    kari postia, chemi tavic amovicani, tumca ar meckina, gamecina🙂

  9. rusa
    May 20, 2011 at 8:03 am

    shens blogs shemtxvevit cavackdi..🙂 momecona
    ar vici ramdeni clis xar da shen romel “kategorias” miekutvnebi, magram ismis mixedvit rac shen agcere (kategoriebi), max. 23 clis xar, dzalian ganatlebuli da nakitxi.. tumca.. chemo kargo, upro shemcknarebeli gaxdebi sxvadasxva “kategoriebshi” shemavali adamianebis mimart, rodesac sakutari tavis realizacias shedzleb da cta cxorebiseuli gamocdilebac mogemateba.. mashin, araferi adamianuri ucxo agar ikneba shnentvis🙂
    ketilis survilebit..
    rusa

  10. daft litter
    May 28, 2011 at 8:43 pm

    ჯერათ, რომ არიან განსაკუთრებულნი. უბრალოდ, უნდათ, რომ იყვნენ სხვებისგან განსხვავებულნი საქართველოში; მაგრამ გამოდიან ყველას მსგავსნი მის საზღვრებს გარეთ…<< უკვე შიგნითაც :დ:დ
    ამმ მე უფრო რეიბანების თაობაში ვიპოვე ჩემი თავი ოღონდ ჩაცმულობის მხრივ ცოტა,მაგრამ საქმე იმაშია,რომ გოგო ვარ :დ ხოო კიდევ ბეეევრი კატეგორიაა ,რომლებიც უარესები არიან…მე პირადად მეტს ვხედავ და ვყოფ.. თუნდაც ისინი ,ვინც "ჩემსიგძე" პროფესიონალებით დადიან და რომ სთხოვო გადაიღონ კადრი გაექცევათ…ან თუნდაც ისინი,ვინც "ორიჩემსიგძე" გიტარებით დადიან და დაკვრისას "დოს" და "რეს" ვერ გადაგიბამენ, სამაგიეროდ ასეთები "ინ ქალარში" არიან :დ…ნუ ბევრია რაა :დ მაგრამ სასირცხვილოდ ესეც საკმარისია :დ

  11. chinka gogo
    June 3, 2011 at 8:36 pm

    hm sainteresoa shen tviton romel katekorias miekutvnebi…. aq ro shemovdiodi ragac karg informaias velodi … yvelaferi gacvetili… medalionis meore mxarec unda agegwera… ukmayofilo var .. “ენაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” არა “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” :)))) shecdoma iyo vitom?😉

    • June 4, 2011 at 8:15 am

      chinka gogo, გასაგებია, რატომაც მოგხვდა აქ აღწერილი კატეგორიები გულზე:) საქმეც მაგაშია, რომ ეს ყველაფერი იმდენად გამჯდარია საზოგადოებაში, რომ უკვე “გაცვეთილად” და “ბანალურად” მიიჩნევა. ყველგან და ყველაფერში მხოლოდ ყურისთვის სასიამოვნოდ მოსასმენ “მედლის ლამაზ მეორე მხარეს” რატომ ვეძებთ? რეალობა ასე არაადეკვატურად რატომ აღიქმება?

      პოსტი რაც მეტ ადამიანში გამოიწვევს პროტესტის გრძნობას, მით უკეთესი – ე.ი. გადარჩენილები ვართ!:)) მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და მინდა, უკეთესები გავხდეთ😉

      პ.ს. რაც შეეხება შეცდომებზე ჩაძიებას და გამოკიდებას, ამ ბლოგზე კომენტარების რედაქტირება არ ხდება. მზად ვარ მოგისმინოთ და შეცდომებზეც ღიად ვისაუბროთ. ვინც არ წერს და არ აზროვნებს, ის არც შეცდომებს უშვებს🙂 თანაც, სხვისი კრიტიკა რომ თვითკრიტიკაზე უკეთ გამოგვდის, არახალია ჩამთვის :)))

  12. July 4, 2011 at 1:51 pm

    კარგია ამ თემას რომ ვეხებით. იქნებ ამ კატეგორიებში მოხვედრილ ახალგაზრდათათვის რჩევებიც ყოფილიყო. შეიძლება არავინ ვაღიაროთ თავი მათ რიგებში, თუმცა დარწმუნებული ვარ ამ პოსტის წაკითხვის მერე ვიღაც ადგილს დათმობს მეტროში, ვიღაც ჯიპს გაყიდის და შვილს საჩმელს აჩმევს… უფრო სწორად იმედია ასე მოხდება

  13. July 4, 2011 at 1:52 pm

    სტუმარი :
    კარგია ამ თემას რომ ვეხებით. იქნებ ამ კატეგორიებში მოხვედრილ ახალგაზრდათათვის რჩევებიც ყოფილიყო. შეიძლება არავინ ვაღიაროთ თავი მათ რიგებში, თუმცა დარწმუნებული ვარ ამ პოსტის წაკითხვის მერე ვიღაც ადგილს დათმობს მეტროში, ვიღაც ჯიპს გაყიდის და შვილს საჩმელს აჭმევს… უფრო სწორად იმედია ასე მოხდება

  14. me
    July 31, 2012 at 7:55 pm

    ძალიან დიდი შეცდომაა ახალგაზრდების კატეგორიებად დაყოფა, აქ ჩამოთვლილი “კატეგორიები” არის ცხოვრებისეული ფაზები, რომელსაც ყველა ადამიანი გადის მეტ-ნაკლებად, და ერთ მშვენიერ დღეს თვითოეული მათგანი იღვიძებს როგორც ნორმალური ადამიანი, რომელიც ალბათ დიდ და ძნელ გზას გაივლის ვიდრე ღიპი დაედება და ჯიპში ჩაჯდება…. ალბათ თავადაც ასე დაემართა ავტორს ისეთი დამაჯერებლობით აქვს აღწერილი თითოეული “კატეგორია”, და თუ მას ეპატია, მოდი სხვებსაც მივცეთ საშუალება თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ, ყველამ თავის თავში ჩაიხედოს და თქვას რომ ერთხელ მაინც აღმოჩენილა აქ ჩამოთვლილ კატეგორიაში. და თუ მაინცადა მაინც დიდი ილია გვინდა, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ ენის ფხანაა, ფხანა კი მოგეხსენებათ ქეცმა იცის……

  15. August 19, 2012 at 2:58 pm

    marto sakartveloshi ara aris msgavsi problemebi sxva kveknebshidacaa.kvelagan da koveltvis arseboben ama tu im kategoriis adamianebi ubralod kvela dros tavisi damaxasiatebeli chtrixebi gaachnia da adamianebic drois da garemoebebis mixedvit icvlebian…me mivesalmebi adamianebs chamokalibebuli azrovnebit da tavisuplebis scorad agtkmis unarit,tumca ver vitkvi rom asetebi mravlad mxvdebian,bevri ram magizianebs magram eg chemi problema mgonia upro vidre sxvisi amitomac vcdilob iset adamianebtan ar vimkopebode axlo urtiertobashi romlis ideebi an cxovrebis style chemtvis gamagizianebeli ikneba an miugebeli….mec xom koveltvis scorad ar vikceodi ,iseve rogorc tkven da nebismieri chvengani,sanam chemshi pirovneba chamokalibdeboda da movaxdendi paseulobebis dagarchevas manamde sakutar shecdomebic daushvi amit mivxvdi ra sheidzleba ikos migebuli da miugebeli chemtvis…magaizianeben suleli adamianebi ganurchevlad skesisa da asakisa magram kvelani adamienbi vart rogorebic ar unda vikot ,am samkaroshi kevlatvis moidzebneba adgili tu chevn amas mivxvdebit .icxovre ise rogorc shen gakvs amis survili magram sxvasac mieci amis shesadzlebloba
    gmadlobt

  16. n.g
    December 7, 2012 at 7:56 pm

    zemot chamotvlili tipebi vfiqrob ufro dgevandeli axalgazrda taobis naklovanebebis chamonatvalia. magram mata bevri kargi tvisebebic aqvt. es naklovanebebi ki axal gazrdobis nawilia da tu shen mati nawili mainc sakutar tavze ar gadagxdomia e.i. shen minimum 18 wlis dabadebulxar. ert mshvenier dilas gaogvidzeben dafiqrdebian gaanalizeben taviant cxovrebas da saboolood gardaitexebian. es bunebrivia rom titeulma mozardma garkveuli stadiebi unda gaiaros sanam chamokalibdeba. tu mati ckovrebis garkveulma wlebma ase gaiara es sulac ar nishnavs rom bolomde ase iqneba.

  17. August 31, 2013 at 12:13 am

    ბევრ რამეს დავამატებდი. არასრული ჩამონათვალია სამწუხაროდ..

  18. nati
    June 24, 2014 at 9:31 am

    sruli simartlea

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: