მთავარი > კაცი ან ქალი და ორივე > ი გ ი (პირველი ინსტინქტი)

ი გ ი (პირველი ინსტინქტი)


დილის სიგრილეს თავისი უნაზესი და ძლიერი ხელებით ებრძვის, უჩუმრად ებრძვის, შენს მძინარე სხეულს ელამუნება და ყურთან ახლოს აბურდულ თმებს მიღმა გაუთავებლად იმეორებს შენს სახელს…

ნუთუ სიზმარია?

როგორ არაფერი ეშლება?

როგორ ყველაფერი იცის?

როგორ შეუძლია უდრტვინველად აიტანოს ნებისმიერი შენი ახირება, მშვიდად გისმინოს, არასოდეს გაღიზიანდეს, არასოდეს აუწიოს ხმას?

ავაზასავით ფრთხილი ძლი აქვს – თითქოს ელის, როდის მოუხმობ… ზანტად მოიწევს შენი სუნთქვისკენ და დიდხანს, დიდხანს გეფერება. თითოეული შენი ნერვი ზეპირად იცის, შეუცდომლად ხვდება, როდის ხარ მზად… და კი არ ძალადობს, კი არ გაწვალებს… არამედ, ზუსტად ისე, ჩვენებური მორიდებული კორექტულობით რომ იტყვიან ხოლმე: ცხოვრობს შენთან, აუუჰ! რას ცხოვრობს…

იგი თვალებით იყიდება საკუთარ გრძნობებში. მის გვერდით მუდამ შიშველი გგონია თავი, თანაც ულამაზესი შიშველი, რადგან რაც არ უნდა წონაში მოიმატო, რაც არ უნდა ასაკმა დაგატყოს ხელი… მის თვალებში არაამქვეყნიურ აღფრთოვანებას ხედავ ყველგან, ყოველ წამს, სადაც არ უნდა იყოთ ერთად.

იქაც კი, სადაც ეტიკეტი თავშეკავებას მოითხოვს, მისი თვალების ეშმაკური ციმციმი გკოცნის, გეთამაშება…

ზოგჯერ შენს წინ ჩაიმუხლებს, ხელებს თავზე შემოგაჭდობს და დიდხანს მდუმარედ გიყურებს თვალებში, იმდენად იდხანს, იმდენად დიდხანს – ლამის სუნთქვის შეგუბებამდე, და მერე გეტყვის – “მე შენ მიყვარხარ” ისე გეტყვის, თითქოს არასოდეს უთქვამს. ეს არასოდეს უსასრულოდ მეორდება…

იგი ხშირად იმეორებს: “რა სულელი ვარ!”- თუ უნებლიედ გული გატკინა. ისეთი ბავშვური პატიებით შემოგხედავს, გულს დაგიოკებს, ტკენას გააქრობს, გააქარწყლებს…

იგი არასოდეს გაბრალებს რამეს. საერთოდ ვერ იტანს, როცა რაღაცაზე დამნაშავედ გრძნობ თავს. შენ ყველაფერი გეპატიება.

ზოგჯერ ეჭვი გეპარება, კაცია თუ ღმერთი? გეშინია, არ გაცივდეს, რამე არ დაემართოს, აგური არ დაეცეს, ვინმეს არ შეშურდეს შენი…

შენ შეგიძლია, მანქანაში მის გვერდით მჯდომმა, აუღელვებლად წაისვა ფრჩხილებზე ლაქი, სიტყვას არ იტყვის, უფრო მეტიც -გაფაციცებით ეცდება, სავალ გზაზე ორმოებს მოერიდოს.

იგი ეჭვიანობს შენზე, როგორც ებრაელი თავის ფულებზე. ღალატისთვის მზად არის, დაუფიქრებლად მოგკლას და მერე არასოდეს მოსცილდეს შენს საფლავს.

მან შენზე უკეთ იცის შენი კრიტიკული დღეები. მოთმინებით ელის უმიზეზო ბუზღუნის ბოლოს. იღიმება, როცა ბრაზობ, ოღონდ ისე იღიმება, რომ ვეღარ ბრაზდები, და კიდევ – ისე იღიმება, რომ გრძნობ, როგორ გინდა იგი…

იგი ჩაძინებამდე, სიზმრებამდე მიგაცილებს ზურგზე ფერებით, ვერასოდეს აფიქსირებ მის დაძინებას, რადგან დილით, ყურთან ახლოს, აბურდული თმების მიღმა ისევ შენი სახელი გესმის. პატარა მაგიდიდან ცხელი ყავის არომატი გიღიტინებს ცხვირში, ორმაგი არომატი – მისი ყავა შენს ყავას ელოდება…

არ გაეცინება თუ კითხავ, ვინ არის ლე კორბუზიე. თუ უნებლიე შენიშვნა მოგცა, თავადაც სასწრაფოდ რაღაც უაზრობას ჩაიდენს, ჯავრი რომ გაყრევინოს. სამაგიეროდ, კრეტინულ ფიზიონომიას კერავს, როცა ცდილობ, კოცნის ხმის სიხშირეში გაწვრთნა – მაიმუნივით იმანჭება. მისი საყვარელი ვარჯიშია შენი პირიდან ღვინის დალევა. პირიქით არასოდეს შემოგთავაზებს, რადგან იცის, რომ არაჰიგიენურია.

შენ კი ლოგინში ჩამთბარს შეგიძლია, გაყინული ფეხები შემოაწყო წელზე და რომ გგონია, ჰა ახლა აყვირდება… ფიქრიანი თვალებით გამოგხედავს იღლიის ქვეშიდან და თბილ ხელებსაც შეგაშველებს გასათბობად.

შენი ყველაფერი აინტერესებს. ისეთი ყურადღებით უსმენს შენს მონათხრობს თანამშრომლის დედამთილის ნეიროდერმატიტზე, თითქოს “ნათლიმამას” გაგარძელებას უყვებოდე. და მზადაა ყველა შენს კითხვას პასუხი გასცეს, თუნდაც გათენებამდე, საკუთარ ძლიერ მეკრდზე მინებებული შენი თავითა და ცალი ხელით.

და შენთვის სექსი მხოლოდ იგია, სექსს შენთვის სხვა გაგება არ აქვს. იგი, მხოლოდ იგი!

ისიც მხოლოდ შენზე ფიქრობს და ერთგული მამაკაცის სახელი ეამაყება. თუმცა, სისულელეა – ერთგულების გამოცდამდე არც არასოდეს მიუყვანია საქმე. მაგისთანებს “შემთხვევები” არ ემთხვევათ.

შენ ეს იცი! ჩიტმა მოგიტანა ამბავი!..😉

მას ერთადერთი უდიდესი პრობლემა აქვს – ი გ ი  არ არსებობს. 

  1. meusito
    May 3, 2011 at 12:39 pm

    arsebobs da is chems gverditaa

    • May 3, 2011 at 1:23 pm

      meusito, ბედნიერი ვარო, შენ უნდა თქვა!😉
      მე კი ამ ჩანახატის ავტორს ვეძებ:)

  2. inguli
    May 5, 2011 at 10:03 pm

    samcuxarod ar arsebobs :((((((

  3. Myra Lester
    May 17, 2011 at 7:12 pm

    მას ერთადერთი უდიდესი პრობლემა აქვს – ი გ ი არ არსებობს. – es fraza momewona🙂

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: