მთავარი > მწვანე ქოხში მომწყვდეული აზრები > დანაკარგი და მონაპოვარი

დანაკარგი და მონაპოვარი


რა უპირატესობები აქვს სამსახურის დაკარგვას, აქამდე არასოდეს მიგემია. მსგავსი წარუმატებლობების დროს ნამდვილად შვებისმომგვრელია იმის გააზრება, რომ ცხოვრების ასეთ მომენტებში ყველაზე მთავარი (შეიძლება ითქვას, გადამწყვეტიც კი) ჩვენი დამოკიდებულებაა სამყაროსადმი.

თავიდან ძალიან დავიბენი. საკუთარ თავშიც კი შემეპარა ეჭვი… ვხვდებოდი, რომ გარემოება უკვე მჯაბნიდა.

გავიაზრე თუარა ეს მდგომარეობა, იმ მომენტიდან ავმოქმედდი. რამდენიმე მეთოდი ვცადე: უპირველეს ყოვლისა, სამქე გავიჩინე – დავიწყე ენების გახსენება და ინტენსიურ კურსებზე სიარული, რომ დღისით მაქსიმალურად დატვირთული ვყოფილიყავი; გავხდი ბლოგერი და ბლოგოსფერო გახდა ჩემი ღამის თავშესაფარი; გავიჩინე ახალი ჰობი და თავში უგზო-უკვლოდ მოხეტიალე ფიქრები შორს გავყარე. ამ გზით წარუმატებლობით გამოწვეულ განცდებს რამდენიმე დღეზე მეტხანს ჩაგვრის გაგრძელების უფლება არ მივეცი. კიდევ რა?.. ხო, ყველაზე მთავარი – დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ძალიან მალე ჩემი პროფესიული მიზნებისთვის ყველაზე საინტერესო და სასურველ ადგილას დავიწყებდი მუშაობას… სამსახურის შოვნაზე ხშირად დასმულ კითხვებზე საკუთარი თავის მიმართ ერთგვარი სარკაზმით ვხმურობდი კიდეც: მალე დავიწყებ, ჩემნაირ პროფესიონალს დიდხანს უსაქმოდ არავინ გააჩერებს-მეთქი…:-)😛

მოკლედ, შევცავალე უსაქმურად ბოდიალი საინტერესო აქტივობებით, ტვინის მბურღველი ფიქრები გამოვცვალე საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენით, წყნარი დღეები – ძილით და, შესაბამისად, ღამის გააქტიურებით… ეს იმიტომ, რომ არ მეგრძნო – ჩემს გარშემო ყველას დაკავებულობა და ის, რომ მხოლოდ მე ვიყავი უსაქმური😉. ერთი სიტვით, მთლიანად შევატრიალე ჩემი დამოკიდებულება სამყაროსადმი…

კადრი ორი თვის შემდეგ – ვდგავარ უმნიშვნელოვანეს შენობაში, ოთახის სარკმელში ფართოდ გადაშლილ თბილისის ხედს გადავცქერი და მთლიანად შევიგრძნობ, როგორ ეფინება შემოდგომის მზის სხივები ჩემს ნაცრისფერ, მრავალჭირნახულ, საყვარელ ქალაქს…

გარინდებულ სიჩუმეში ოთახის სივრციდან  გაისმის ფრაზა: “ყველა პირობას შეგიქმნით, რაც თქვენი მუშაობისთვისაა საჭირო, ამაზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა!..

ჩარლს სვინდელი ამბობდა: “მე მჯერა, რომ ცხოვრების 10% ისაა, რაც მემართება. 90% კი ის თუ როგორ ვრეაგირებ მე ამაზე.”

  1. November 25, 2010 at 7:19 pm

    მეც მასწავლე რამე გზა სამუშაოს საშოვნელად, თორემ ბლოგზე პოსტების მესამედი უმუშევრობაზე წუწუნს ეძღვნება😀

    • November 25, 2010 at 7:42 pm

      ეგ მეც შევამჩნიე:) რატომღაც მგონია, რომ წუწუნი მხოლოდ უარყოფით ენერგიას უბრუნებს მის გამჟღერებელს😛 ამიტომ ვცდილობ, მოვერიდო…

      სამუშაოს შოვნის პირდაპირი რეცეპტი არ არსებობს, თუმცა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა (ჩემი მოსაზრებით) პოსტში მივუთითე – “დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ძალიან მალე ჩემი პროფესიული მიზნებისთვის ყველაზე საინტერესო და სასურველ ადგილას დავიწყებდი მუშაობას…” ანუ – მთავარია თვითრწმენა (შეიძლება უაზრობად მოგეჩვენოს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს), საკუთარი შესაძლებლობების რეალურ დონეზე შეფასება და გარესამყაროსადმი შენეული დამოკიდებულება (ამ უკანასკნელზე პოსტის ბოლო წინადადებაშია ჩაქსოვილი:))😉

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: