შემოდგომისფერი დღე


მოგზაურობა ისაა, რასაც ჩემი ცხოვრების გზაზე დიდი ნაწილი დაეთმობა, რადგან ამაზე ფიქრით ვსაზრდოობ:). საზღვარგარეთ ხანგრძლივი ტურებით აქამდე ვერ ვისარგებლე (თუ თურქეთს არ ჩავთვლით, სადაც გაურკვეველი “რჯულის” ქართველებთან ერთად ამოვყავი თავი და მაშინ თვალზეცრემლმოსადენი, ამ გადასახედიდან კი – სასაცილო ისტორიები გადამხდა თავს), ამ ეტაპზე ჩვენი პაწაწინა ქვეყნის კუნჭულებში ხეტიალით ვტკბები, მითუმეტეს, რომ ვთვლი – მომავალ დიდ მოგზაურს ჯერ თავისი ქვეყანა უნდა ქონდეს მოვლილი.

ასე იყო თუ ისე, გავუდექით გზას საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბევრი თვალსაზრისით საინტერესო ადგილისა და იქ არსებული ლამაზი სამონასტრო კომპლექსის სანახავად. ძირითადად ფოტოებით გადმოგცემთ იქ არსებულ სინამდვილეს.

მართალია, ნელ-თბილი ნოემრბის ნისლიანი დილა იყო და დაისამდე იმ იმედით ვიარეთ, რომ შუადგისას ნისლი გადაიკრეფდა, მაგრამ საბოლოოდ აღმოვაჩინეთ, რომ იმ დღის მთელი ხიბლი ნისლის ღრუბლებში იმალებოდა🙂

წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოში ასეთი ფერების ქანები არსებობს? რომ ასეთ მშვენიერ ალაგას დაახლოებით 16 კილომეტრზე გადაჭიმული სამონასტრო კომპლექსი არსებობს, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორიები და დიდი ღირებულება აქვს! ამჯერად ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობ დავით-გარეჯზე ვისაუბროთ.

სულ თავიდან ამ მხარეში სამონასტრო ცხოვრების ისტორია ასე დაიწყო:VI საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში შემობრძანდნენ წმ. ასურელი მამები. მათ შორის იყო წმ. დავითიც, რომელიც მოწაფესთან წმ. ლუკიანესთან ერთად საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთში განმარტოვდა. ივრის ზეგანი, რომელზეც ძირითადად განლაგებულია გარეჯის მონასტერთა უმრავლესობა, საქართველოში ყველაზე უწყლო, მცენარეულ საფარს მოკლებული მხარეა. წმ.მამებს სასწაულებრივად მოვლენილი ირმების რძითა და ბალახით გაჰქონდათ თავი.

ასწლეულების მანძლზე მამა დავითის მიერ დაარსებული ლავრის გარშემო იქმნებოდა სამონასტრო ცხოვრების ახალი კერები -დოდოს რქა, იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, უდაბნოს მონასტერი, ბერთუბანი, საბერეები, თეთრი უდაბნო, ჩიჩხიტური და ა.შ.

შაჰ-აბასის შემოსევისას 6000 გარეჯელი ბერი აღდგომის ბრყინვალე დღესასწაულზე წამებით ამოწყვიტეს. გარეჯაში სამონასტრო ცხოვრება შეწყდა… მას შემდეგ რამდენჯერმე განახლდა, თუმცა საბოლოოდ წმ.დავითის ლავრაში XX საუკუნის 20-იან წლებში შეწყვეტილი სამონასტრო ცხოვრება 1990 წელს განახლდა…

მივდიოდით უდაბნოს ნისლიან ბილიკებზე და იდუმალი ძალა რაღაც სასწაულ განცდას გვაძლევდა… არ ვიცი, ეს შემოდგომის ფერების ბრალი იყო, ნისლის უჩვეულო გუნდების თუ უზარმაზარ ტერიტორიაზე კლდეებში გამოკვეთილი ლავრებისა და კელიების; უბრალოდ მივდიოდით და გვიხაროდა! დანარჩენს კი, თუ გაინტერესებთ, სურათებიდან შეიტყობთ😉

ბალახისფერი თმა
  1. November 27, 2010 at 4:44 pm

    მანდ ვიყავი ექსკურსიაზე მეც, ძალიან მაგარია :))
    წარმატებებს გისურვებ მოგზაურო და რიდერში გამატებ თქვენის ნებართვით

    • November 27, 2010 at 4:49 pm

      გმადლობ სურვილისთვის. მეც გამატებ ჩემთვის საინტერესოდ საკითავი ბლოგების სიაში🙂

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: