მთავარი > სა-ქართველო > 18 წლის მოხუცი პოეტის შესახებ

18 წლის მოხუცი პოეტის შესახებ


“გზად დაიღვარა ეს ნაოჭები,

მოგონებათა მტვრიან ალბომზე…”

დათა გულუა უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე გავიცანი.  მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩვენ ერთ კურსზე მოვხვდებოდით. არც ის ვიცოდი, რამხელა ადამიანი ცხოვრობდა ერთი შეხედვით ბავშვურ–ყმაწვილური გარეგნობის მიღმა… ეს მოგვიანებით გავიგე და კიდევ უფრო მოგვიანებით მისი შემოქმედების გაცნობისას ბოლომდე გავიაზრე…

ყოველთვის გამოირჩეოდა, ყველგან ყველასაგან ყველაფერში! ჭკვიანი, თავმდაბალი, მრავალმხრივ ნიჭიერი, თბილი, კეთილი… საოცრად ნაკითხი და ერუდირებული, სულით ინტელიგენტი, უამრავი ღირსებით აღსავსე (ეს სიტყვები მის დასახასიათებლად ძალიან სუსტია)!..  განსხვავებულად აზროვნებდა და მსჯელობდა. ამას ყველა გრძნობდა. გამაოგნებელი იყო მისი ანალიზისა და შეფასების უნარი. იურისტობაზე რომ არაფერი ვთქვათ, მისგან მსახიობიც უძლიერესი დადგებოდა. მის იუმორსაც კი დიდი ერუდიცია ემჩნეოდა. როცა ის საუბრობდა, ხუმრობდა, რაიმე საკამათო საკითხზე თავისი არგუმენტი მოჰყავდა, გარინდებულ სიჩუმეში ისმოდა მისი მომნუსხველი ხმა და ჩამოყალიბებული აზრი, რომელიც ბოლომდე ინტერესით ტოვებდა მსმენელს თავისთან…

როცა ვკითხავდით: როგორ ხარო, დათა? ღიმილით გვპასუხობდა: თქვენ იყავით კარგად, ახალგაზრდებიო. თითქოს მხიარული იყო, მაგრამ ფიქრებით დამძიმებული, რაღაც იდუმალი დაჰყვებოდა თან. ამაზე მისი ღრმა და შინაარსიანი სახის ნაკვთები მეტყველებდნენ. “მე ვიცინოდი? ასე ცრუობდნენ ჩემი ნაკვთები…”-ვკითხულობდი შემდგომში მის ნაწერ სტროფებს. მაშინ მხოლოდ 18 წლისები ვიყავით… მისი ლექსების კითხვისას ახლაღა ვხვდები, რომ 18 წლის ბიჭის სხეულში მრავალჯერ დაბერებული და დაბრძენებული ადამიანი ცხოვრობდა…

“წუთი იქით, წამი აქეთ გავიდა და სიკვდილიც კართან აიტუზა…”

“მე აღვესრულე წუხელ ღამით თეთრ ტიანშანზე… და ჩვენ დაგვკრძალეს: სიყვარული, მე, მარტოობა”…

“და სიხარულის ლამაზი წლები მიმომიფანტეს საფლავის ქვებზე”…

19–ის რომ გავხდი, აღარაფერი მიხაროდა. სრულიად დამახინჯდა ჩვენი სტუდენტური ცხოვრება, სულებდალეწილები დავრჩით… მახსოვს, იმ დაბადების დღეზე დიდხანს ვიჯექი დათას საფლავთან მარტო. სულის ტკივილი მახრჩობდა იმის გააზრებით, რომ წესით ისიც 19–ის უნდა ყოფილიყო! მაგრამ… “ქვიშის საათს ამოუშრა მუცელი ლუწი და ჟამი – ხვლიკი გადაიქცა მარადისობად”

დღეს დათას 26-ე დაბადების დღეა…

ის წერდა. და ძალიან ცოტამ იცოდა ამის შესახებ. ყველაფერს გრძნობდა, იცოდა, რომ “ჟამი ულმობელი თლიდა შავ ფანქარს”… თანატოლებისგან განსხვავებით ყველაფერს თურმე განსაკუთრებულად აღიქვამდა – ეს მისი ლექსებიდან ჩანს. იმ დღემდე 1 თვით ადრე შექმნა “რექვიემი”:

“ოცი ავაზა აფრენილი მოჰყვება კუბოს,

დღე ფარშევანგის ბუმბულივით ამიპრიალდა,

მაშ, ბოლო ვალსი, ბოლო ალტის სიმები უხმო?

თუ, მეუფეო, ევერესტზე დამაგვიანდა?!

*****

ამ რექვიემზე იზეიმებს, ალბათ, სიკვდილი

და ეს იქნება ნელი ვარდნა, კვლავ წამიერი.

არ გამაგონოთ პარტიტურა ბოლო ტირილის,

თქვენში უჩუმრად ცოცხალია ჰერ სალიერი.

*****

მოდით, დამხედეთ, გარდაცვლილმა როგორ ვიბრძოლე,

ნუ შეგაშინებთ თალხისფერი ჩემი სხეულის.

მე არ მოვმკვდარვარ,

არ მოვმკვდარვარ, მხოლოდ ვიცოცხლე,

ამაოებით არ მივსია სულის რვეული.

*****

და მე დამკრძალეს შაბათის დილას,

მზის ნიჟარიდან დღე მოძვრებოდა

და იქვე, ხესთან ეძინა მოცარტს,

გაიღვიძეო? – მეკითხებოდა.

*****

მე წუხელ მოველ ვერცხლის წვიმად,

მე მოველ თოვლით,

თქვენ ისევ ყოფის ბორბლებს დასდევთ ლურჯ ბილიკებზე.

კვლავ დაგავიწყდათ ‘მოდერატო’, ტკივილი შორი,

ისევ ალეგრო თქვენს სისხლშია და თქვენს ღიმილზე. “

 

 

კატეგორიები:სა-ქართველო
  1. January 2, 2011 at 5:50 pm

    ,,მე მოველ თოვლით
    თქვენ ისევ ყოფის ბორბლებს დასდევთ ლურჯ ბილიკებზე”

    ღმერთთან იყოს ცაში… სილურჯეში…

  2. ცა_მეტი 13
    April 16, 2011 at 10:08 pm

    დათა :(((

  3. May 10, 2011 at 3:54 pm

    ნათელში იყოს მისი სული.
    ძალიან შემძრა.
    ასეთი ახალგაზრდა და ასეთი ნიჭიერი.. ((

  4. June 16, 2011 at 11:33 pm

    ვაიმე😦 თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში…😦
    ღმერთმა აცხოვნოს….

  5. gigi
    October 28, 2011 at 8:47 am

    me mesmis sheni… ar vici vin xar, magram mesmis sheni sulis tkivili … arc is vici vin iyo, magram me mainc mesmis sheni … mec davkarge … zustad 8 wlis won…. da mec minda reqviemi amis magvari… yvelaferi chamwyda… ai guli shemigonda da kidev ertxel davamdzime miwa vajkacis mwiri da dzunwi cremlebit….

  6. gigi
    October 28, 2011 at 8:55 am

    da ikneb mitxrat vinmem, sad aris dakrdzaluli data gulua?

    • October 31, 2011 at 7:10 am

      ნარიყალაზე, ეკლესიის გვერდით…

  7. tami
    November 16, 2011 at 7:34 pm

    ra daemarta? am photoze mis gamoxedavshi ramxela sevda chans..me aset shtabechdilebas mitovebs yovelshemtxvvashi:(((

  8. gigi
    January 31, 2012 at 6:05 am

    tatuli madloba! sul maintersebda vin iyo is biji, nariyalaze…. axla ukve vici! …. da ra mouvida? shegidzliat mitxrat sad sheidzleba misi istoriis naxva?

  9. gigi
    January 31, 2012 at 6:54 am

    უკვე გავიგე! (( რა უსამართლობააა…. უუუუუუუუუუუუ

  10. tea ckitishvili
    July 26, 2012 at 7:02 am

    გული ჩამწყდა. სამწუხაროდ ასეთი ადამიანები მოვლენისთანავე განწირულები არიან ნაადრევი სიკვდილისთვის, მათ იციან რომ ამ ქვეყნად ყოფნის მცირე დრო აქვთ. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა ისინი ტოვებენ კვალს. ის უფრო უბედურია ვინც დიდხანს ცოცხლობს, არაფერს ქმნის (ცუდის გარდა) მხოლოდ ამძიმებს დედამიწას. დათამ თავისი ხანმოკლე სიცოცხლით მეტი რამ გააკეთა, ვიდრე ზოგიერთი აკეთებს თავისი ასი წლის სიცოცხლით. ამ ქვეყნად ყოფნის ხომ ყველას ჩვენ-ჩვენი დრო გვაქვს.

  11. ivditi
    August 12, 2012 at 9:01 am

    cremlebi wamomivida da gamichnda kitxva ratom?ra mouvida aset lamaz adamians.ra moxda?ram gamouwvia misi sikvdili?gmert ratom kvdebian kargebi ase male…

  12. maestro
    November 5, 2012 at 12:06 pm

    გუშინ, ნარიყალაზე წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოსალოცად ვიყავით და რატომღაც ტაძარში გული არ გაგვიჩერდა, მყუდროდ ვერ ვიგრძენით თავი და დათას საფლავთან დავდექით და იქ აღვავლინეთ წმინდა ნიკოლოზის პარაკლისი და დაუჯდომელი. მიუხედავად ხალხის მიმოსვლისა, მაინც სიმყუდროვე იყო მის საფლავთან. ერთი-ორმა გამვლელმა კიდეც გვკითხა ახლობლები ხომ არ ვიყავით, მათაც აინტერესებდათ დათას ვინაობა.

    მაშინ საერთოდ არც ვიცოდი დათა ვინ იყო. ტაძრის ეზოში ყოველი მეორე ადამიანი არ არის დაკრძალული. ამიტომ დავინტერესდი და მოვნახე ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია და მისი ლექსებს როცა გავეცანი, ისეთივე სიმშვიდე და მყუდროება ჩაიღვარა ჩემს გულში, როგორც ეს გუშინ მის საფლავთან ლოცვისას მოხდა.

    როგორც ჩანს ასე სურდა უფალს რომ გამეცნო ეს ადამიანი. შეეწიოს გუშინდელი ჩვენი ლოცვა ზესთასოფელში.

  13. ვახტანგ ტივაძე
    October 29, 2013 at 11:29 am

    მისი თუნდაც ერთი ლექსის წაკითხვის შემდეგ მარადისობასთან შეხების შეგრძნება გეუფლება. რომელი ეპოქის ადამიანსაც არ უნდა წაეკითხა ეს ლექსები, ისინი აუცილებლად გახდებოდნენ მისი შთაგონების წყარო. მისი პოეზია რაღაც დიდის და შორეულის განცდას გიტოვებს. გათბობს, გიზიდავს, მაგრამ იცი, რომ შეიძლება ვერასოდეს მიუახლოვდე. თურმე ასეთი ადამიანი ჩვენს გვერდით დადიოდა. მისი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის სირცხვილი შეაწუხებს მუდამ ადამიანს…

  14. გარიყული
    October 29, 2013 at 11:32 am

    ვახტანგ ტივაძე :
    მისი თუნდაც ერთი ლექსის წაკითხვის შემდეგ მარადისობასთან შეხების შეგრძნება გეუფლება. რომელი ეპოქის ადამიანსაც არ უნდა წაეკითხა ეს ლექსები, ისინი აუცილებლად გახდებოდნენ მისი შთაგონების წყარო. მისი პოეზია რაღაც დიდის და შორეულის განცდას გიტოვებს. გათბობს, გიზიდავს, მაგრამ იცი, რომ შეიძლება ვერასოდეს მიუახლოვდე. თურმე ასეთი ადამიანი ჩვენს გვერდით დადიოდა. მისი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის სირცხვილი შეაწუხებს მუდამ ადამიანს…

  15. ნინო
    November 10, 2013 at 6:31 am

    ….”
    მე შენ გაჩუქე თვე გაზაფხულის,შენ კი დამითმე ბილიკი ზამთრის….”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: