“დაჯამება” პოსტი


წინსაფარი არა მაქვს აფარებული, თორემ სამზარეულოდან ნაჩქარევად გამოვარდნილი კი ვწერ ახლა🙂 იყოს მაინც წლის ბოლო პოსტი, ჩემი ბლოგის ისტორიას შემორჩება. წლების მერე, თუ სადმე გადავაწყდები, ერთს მაინც ხომ გამაცინებს… ხოდა რა იყო და რა ხდებოდა ამ წელ:

საერთო ჯამში არაუშავდა – დავიწყე სერიოზული და სტაბილური (ასე თუ ისე) სამსახური, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს, პროფესიული თვალსაზრისითაც და თავისი სტაბილურობის განცდისებრი რაღაც გრძნობითურთ:))

გავიცანი საინტერესო ადამინები, ამის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია ცხოვრება. რაც უფრო მეტ განსახვავებულ და თავისებურ პიროვნებას ვიცნობ, მით მეტად მრავალფეროვანი და მიმზიდველი მეჩვენება დედამიწისეული ყოფა. ისინი თავიანთი ინდივიდუალიზმითა და დამოუკიდებლობით სრულყოფენ ცხოვრებას. ამიტომაც ახლადგაცნობილი ადამინი მალევე ხდება ჩემი კვლევის ობიექტი, თუმცა სირთულისა და მრავალფეროვნების მიხედვით ინარჩუნებს ასეთად ყოფნის ხანგრძლივობას…

წელს ბლოგერი გავხდი! დიდი ამბავიო, მეტყვით! ჩემთვის ეს ამბავი მნიშვნელოვანია, მანამდე ბლოგოსფეროს არ ვიცნობდი (კიდევ კარგი მეგობარი დამძალებელი აღმოჩნდა). ამგვარად, ჩემი დიდი ხნის წინათ მიტოვებული ურთიერთობა ფურცლებით შეკრულ დღიურებთან ელექტრონული სახით აღდგა. მას შემდეგ ძალიან ბევრი საინტერესო ბლოგის სტუმარი გავხდი. სხვებს თუ 20 ტოპ პოსტი აქვს, მე ჯერ მთლიანობაში არ დამიწერია ამდენი. ჯერ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი, რომ კითხვადი გავხდე. აქედან გამომდინარე, ვასკვნი – დოდკას ტრეინინგები სოციალურ მედიაში ნამდვილად მესაჭიროება, მაგრამ მანამდე ჩემთვის ვფართხალებ:))😛

კიდევ რა… თანამედროვე ლიტერატურას მივეძალე და კითხვის გამძაფრებული სურვილი წელს ისევ აღმიდგა:)) რამდენიმე პოპულარული მწერლის წიგნი უკვე მიემატა წაკითხულს, ხოლო უფრო მეტი წასაკითხი წიგნების თაროს შეემატა. ბოლო თვეებია, ჩემი ხელფასის მეოთხედი მთლიანად წიგნებს ეთმობა. მარტო ნოემბერ-დეკემბერში ოცამდე ახალი წიგნი შევმატე ჩემს საკითხავთა სამეგობროს, რომლებსაც ერთადერთი დავალება აქვთ – 2011 საინტერესო, ღირებული, განახლებული მოსაზრებებით სავსე და კიდევ უფრო თავისუფალი გახადონ ჩემთვის!..

სულ ესაა, რაც ახლა გამახსენდა. თუ კიდევ რამემ მომიკაკუნა, იმასაც ჩავამატებ.

ნახვამდის, 2010-ო!

გამარჯობა, 2011-ო!

  1. January 2, 2011 at 5:46 pm

    2011 წელს გისურვებ რაც შეიძლება ბევრი საინტერესო წიგნის წაკითხვას:)

    • January 2, 2011 at 5:58 pm

      სალომეა, ნამდვილად საჭირო სურვილია ჩემთვის! მითუმეტეს, დეკემბერში შეძენილი 18 ახალი წიგნი მელოდება😉 შენ კი წინსვლებს გისურვებ შენს საყვარელ საქმიანობაში, ძალიან საინტერესოდ წერ!

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: