დე!


ზუსტი და საჭირო სიტყვების პოვნა ყველაზე ძნელი მაშინაა, როცა ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის გინდა რაიმე მნიშვნელოვანის თქმა. მაშინ იციან სადღაც გადაკარგვა და ჭიანჭველებივით აფუთფუთებული გრძნობების ამარა მიტოვება!..

უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ უზომოდ ბედნიერი ვარ, შენ რომ დამბადე და ჩემს ცხოვრებას მნიშვნელოვან ხაზად მოყვები! უბრალოა ყველანაირი სიტყვა, იმის აღსაწერად, რას ნიშნავ ჩემთვის! იმას არ ვამბობ, დედამიწაზე ყველა შვილზე მეტად მიყვახარ მეთქი, ვის გაუგია სხვისი გრძნობების გაზომვა… მაგრამ იმას კი ხშირად ვიაზრებ ხოლმე, რომ დიდი შანსია, იმის მეათასედაც ვერ ვაფასებ ჩემს გვერდით შენს არსებობას, როგორც ეს უნდა იყოს…

მინდა, მადლობა გითხრა იმისთვის, რომ ასეთად გამზარდე! მხოლოდ შენი დამსახურებაა ის, რომ დღეს Me, Myself and I are all proud to be who we are :)) შენ ყოველთვის იყავი და დარჩები ჩემთვის ძალიან ძლიერ და გონიერ ადამიანად, რომელმაც მასწავლა, როგორი უნდა ვიყო, რომ ამით არამარტო მე, სხვებმაც იამაყონ, ვინც ჩემს გარშემო იტრიალებენ! პირველი კლასიდან საკუთარ თავზე მუშაობას მიმაჩვიე, თავისუფალი აზროვნების წყარომდე მიმიყვანე და მერე დამოუკიდებლობა მომეცი! ასაკის მიხედვით ფრთხილად მირჩევდი ლიტერატურულ შედევრებს, რომ ნელ-ნელა სულის დამოუკიდებლობისთვის საჭირო სამყაროსთვის სიყვარულით გეზიარებინე! მერე კი, როცა ერთად მიმოვიხილავდით წაკითხულს, ღიმილით ისმენდი ჩემს ნააზრევსა და ნაფიქრალს… მახსოვს, როგორ მეუბნბეოდი:   წერა რომ შეძლო, ამისთვის ძალიან ბევრი უნდა გქონდეს წაკითხული და კიდევ უფრო მეტი ნანახიო!..

გმადლობ იმისთვის, რომ ჩემი თანატოლების დედებისგან განსხვავებით, ყოველთვის ჩემი მეგობარი იყავი! რომ 12-13 წლისას უკვე ისე მექცეოდი, როგორც ჩამოყალიბებულ პიროვნებას! რომ ბევრი ისეთი თვისება ჩამომიყალიბე, რის გამოც ხშირად უპირატეს მდგომარეობაში თავისთავად აღმოვჩენილვარ! გმადლობ ყველაფრისთვის, რაც მაქვს და რაც ვარ!

დე, დაბადების დღეს გილოცავ!..  ♥

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: