მთავარი > მწვანე ქოხში მომწყვდეული აზრები > მინდა კიდევ ერთი დაბადების დღე?

მინდა კიდევ ერთი დაბადების დღე?


არა, ნამდვილად არ მინდა! ვერ ვხდები, რა საჭიროა!.. არ შეიძლება, ადამიანებს სხვა დანარჩენ არჩევანთან ერთად კიდევ ერთის საშუალება ჰქონდეთ? – აი, მაგალითად, 20 წლის შემდეგ ყველას შეეძლოს, იმ ასაკში შეჩერდეს, რომელშიც ყველაზე მეტად უნდა ცხოვრება, სანამ იმქვეყნად სამოგზაუროდ საგზალს წაიღებდეს:-) მე 25 წელს ავირჩევდი (ანუ დღევანდელ დღეს გამოვაკლებდი და აღარ გავხდებოდი 26-ის). მწვანე ქოხში მომწყვდეული აზრები მკარნახობენ, რომ ეს იდეალური ასაკია – ჩამოყალიბებულიც ხარ, შენი პროფესია და სამსახური გაქვს, ერთი-ორი შეყვარებულიც გამოცვლილი😀😛, შენთვის საყვარელი მეგობართა წრეც გყავს და სხვა მხრივ განვითარებას და წინსვლას კიდევ ბევრს მოასწრებს კაცი, მხოლოდ ასაკი იქნებოდა უცვლელი:-) ვიცხოვრებდი სულ ამ ასაკის, თუნდაც შვილიშვილები მყოლოდა:-) ვითომ ცუდია ასეთი არჩევანის ქონის შესაძლებლობა?..

საღამოს ბარში მეგობრები მელოდებიან, ისინი ჩემს ცხოვრებას თავიანთი განსხვავებულობით და თავისებური დამოკიდებულებებით მართლაც რომ ავსებენ. არცერთი ერთმანეთს არ ჰგავს და მითუმეტეს – მე. ალბათ, თითოეულში რაღაც ერთ ჩემეულს ვხედავ და იმიტომ მოვუყარე თავი ერთად, რომ მათი ყურებით, ჩემს თავს ვუყურო.

რას ამხელს “თხის რქა” საკუთარ თავზე?

მე არ ვარ სპრინტერი, არც გუნდში მორბენალი. მე მარათონელი ვარ.
მე მარტო ვარ ბრძოლის ველზე.
ნუ დაარღვევ კანონს, სხვას შერჩება, შენ კი – დაგიჭერენ.
ჩემთვის ძალიან ცოტა მჭირდება. ჩემი ქონება – ეს უბრალოდ ჩემი წარმატებების სარკეა.
ცხოვრება მატარებელივითაა, რომელიც ყოველ სადგურზე ზუსტად განრიგის მიხედვით ჩერდება.
სასიამოვნოა შორეულ ქვეყნებზე მსჯელობა, როცა სახლში ზიხარ.
ნამდვილი თხის რქა კონიაკივითაა – ხასიათით გამოირჩევა.
ღირს მთელი ცხოვრება მწვერვალისაკენ ისწრაფო, რომ ერთხელ მაინც გადმოაფურთხო იქიდან დაბლა.
მხოლოდ მე ვვახალგაზრდავდები წლებთან ერთად.
ჩუმად მივდივარ, არავის ვაწუხებ, მაგრამ როგორც კი შანსი მომეცემა, ჩემსას არ გავუშვებ.

ცნობილი “თხის რქები”

ა.ტოლსტოი,

ჟანა დარკი,

ელვის პრესლი,

დავიდ ბოუი,

ჯ.გოლზუორთი, და ა.შ.

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: