მთავარი > კაცი ან ქალი და ორივე > ქალი მამაკაცის თვალით

ქალი მამაკაცის თვალით


ჩემს ძველ დღიურში წავაწყდი და იქნებ ცოტათი თქვენც გაგამხიარულოთ. დღევანდელ დღეს ქალის ასეთი აღქმა თითქმის აღარ არსებობს და მსგავსი სიტყვები უკვე ზე-მაღალფარდოვანებად ხვდება ყურს:

ქალი მამაკაცის შემდეგ შექმნა ღმერთმა – მიჰგვარა ადამს ღრმა ძილი, გამოუღო გვერდიდან ნეკნი, დაუმატა მზის სხივთა კონა, მთვარის მელანქოლია, ჯეირანის ალერსიანი გამოხედვა, ფურ-ირმის თრთოლვა, გედის სილამაზე, ბულბულის ხმა, ფარშევანგის სიდინჯე, მტრედის უწყინარობა, ლერწმის ტანადობა, ვარდის სურნელება, თაფლის სიტკბო, მაგნიტის მიმზიდველობა, წყაროს სისპეტაკე და ჰაერის სიმჩატე. ერთმანეთში აურია ყველაფერი, მაგრამ ძალიან მსუყე რომ არ გამოსულიყო, სხვა თვისებებიც დაუმატა:მელიის ეშმაკობა, გველის შხამი, ზვიგენის სიხარბე, ვეფხვის მრისხანება, კაჭკაჭის ენა, ღრუბლის ცრემლთა დენა, ქარის ცვალებადობა, კურდღლის შიში. ამ მასალისგან ღმერთმა მშვენიერი არსება შეაზავა, შთაბერა მას სული, მისცა კაცს და უთხრა: გაუფრთხილდი, უკეთესს მე ვერ შევქმნიო. მერე აკურთხა ორივე და დალოცა: აღორძინდით, გამრავლდით, აავსეთ ქვეყანა და უგალობეთ მას ზედაო.

მას შემდეგ არსებობს ქალი – სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარი მამაკაცისა…

ქალი – სიცოცხლის საწყისი და ოცნების სათავე…

ქალი – სურვილი და ფარული სევდა…

ქალი – სიყვარული… ქალი -სილამაზე… ქალი…

მოკლედ, ქალზე ყოველთვის შეიძება რაღაც ახალის თქმა, ამოუწურავია ქალის საიდუმლო. ისე, რაც არ უნდა თქვან, ნურც ერთ ქართულ ანდაზას დაივიწყებენ: “ქალის გაბედნიერებული კაცი ღმერთმა ვერ გააუბედურა და ქალის გაუბედურებული ღმერთმა ვერ გააბედნიერაო”.😉

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: