“გრაფი” ზამთარი
“გრაფი” ამაყი და თავდაჭერილია, საზოგადოებაში უმეტესწილად თეთრი ფერის მუნდირებით ჩნდება, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და მის ირგვლივ შემოკრებილი ადამიანების ჟრიამული. ცივი ჩანს, მაგრამ თუ ახლოს გაიცნობთ, მალევე მიხვდებით, რომ ხასიათით საკმაოდ რბილია, თუმცა გარეგნულად ამას არ ავლენს. ესთეტიური გემოვნება აქვს და გრაციოზული მანერები. თუმცა მკაცრი გაბრაზებაც იცის, ასეთ დროს გრგვინვას იწყებს და მაშინ უმჯობესია მოერიდოთ…
“გრაფი” ზამთარი დაქორწინებულია. მისი მეუღლე უმშვენიერესი “გრაფინია” შემოდგომაა…
კატეგორიები:გზირი, საგზური, მოგზაური, ფოტოგრაფია
აუფ, რა მაგარი ფოტოებია. ჩემი საყვარელი წელიწადის დროა ზამთარი 🙂