ერთი ხელოვანი ადამიანი


რამდენიმე თვის წინ ჩემზე საკმაოდ უფროსი ასაკის თანამშრომლის რჩევით და მის მიერვე მოწოდებული წიგნებით დავიწყე რეზო გაბრიაძის შემოქმედების გაცნობა. ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ ძველი ქართული ფილმები – „შერეკილები“ და „ფეოლა“ – მისი რომანების მიხედვით ყოფილა გადაღებული. ვკითხულობდი მის მოთხრობებს და გულიანად ვიცინოდი მის მიერ შექმნილი გმირების ტიპაჟებზე: ზოგი “ჭკუოსანია”, ზოგი „სამაკატკით“ დაჰქრის, ზოგი ბალს ნემსით მიირთმევს; ზოგი ამტკიცებს – ოჯახი ხრამია, ვერ ამოავსებო; ზოგი ბიბლიოთეკაში წიგნების საკითხად ჩუმად დაიპარება, რომ სირისტიანობა არ დასწამონ და ამის გამო არ ცემონ, იქვე დაძვრება მწვანე კუდიანი ვირთხა სახელად იპოლიტე, რომელიც ძირითადად კლასიკოსებითაა დაინტერესებული – ყდებს უღრღნის; მარგალიტა მთელი რომანის განმავლობაში ყველას არწმუნებს „იმნაირი არ გეგონოო“ და თან ყველასია. უსმენ მათ და შენც მათთან ერთად ცხოვრობ სამყაროში, სადაც სიგრძე უდრის სიყვარულს, სიგანე – რწმენას, სიმაღლე – იმედს!..

ერთ დღესაც იგივე თანამშრომელმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა და პირადად გამაცნო უკვე ხანშიშესული მრავალმხრივ ხელოვანი ადამიანი, რომელიც ერთდროულად არის მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი, მხატვარი, მარიონეტების თეატრის დამააარსებელი (1981 წელი, თბილისი). ის პარალელურად ძერწავს, მუშაობს ქვაში და ლითონში, ქაღალდსა და ტილოზე. მისი ცნობილი სპექტაკლებია „ალფრედი და ვიოლეტა“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა“, „ხეივნის ბოლო – სევდის სადგური“ (1993, ლოზანა), „ტრაპეზუნდის იმპერატორის ქალიშვილი“, „სტალინგარდის ბრძოლა“ (პრემიერა შედგა 1996 წელს საფრანგეთის ქალაქ დიჟონში). საფრანგეთში, გერმანიასა და რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა ფაიფურის ფიგურებით გახორციელებულმა მისმა წარმოდგენებმა. რეზო გაბრიაძის სურათების კოლექცია არაერთხელ იქნა გამოფენილი პეტერბურგში, პარიზში, ბერლინში, ლოზანასა და მოსკოვში. მისი ნახატები დაცულია აშშ–ის, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, რუსეთის, ისრაელის სახელმწიფო მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

ძველი თბილისის უბანში მის მიერ აშენებული კოშკი მთელი თავისი მოხდენილობით ტანწერწეტად დგას, რომელიც ყოველი დღის 12 საათზე მნახველებს წუთ–ნახევრიან თოჯინების სპეკტაკლს აჩვენებს. როცა კოშკი პირველად ვნახე, გახსნიდან 1 თვე იყო გასული და მაინც იმდენ ხალხს მოეყარა თავი, გავვოცდი. პატარები თოჯინების გამოჩენის მოლოდინში კისერმოღრეცილები ინტერესით შესცქეროდნენ კოშკის ზედა ნაწილს, სადაც ზუსტად 12 საათზე ფანჯრები იხსნება, ანგელოზი გამოდის და 1500 წელზე მეტხანს არსებულ, მხცოვან ქალაქს საათის 12–ად შესრულებას აუწყებს, შემდეგ კი არმოდგენა სპეკტაკლით გრძელდება. იქვე, კოშკის გვერდით თეატრია, სადაც რეზო გაბრიაძის მიერ დადგმული სპეკტაკლების ჩვენება იმართება ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას. იქვეა მისი ბარი, რომელიც მალე გაიხსნება. ბარის თითოეული მაგიდა რეზო გაბრიაძის მიერვეა მოხატული თავისი რომანების გმირებისა და სიუჟეტების მიხედვით. ჩემმა თანამშრომელმა მაშინ გაგვაცნო ერთმანეთს, როდესაც ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ბარში დეტალებს ამუშავებდა. საინტერესო და სასიამოვნო მოსაუბრეა ბატონი რეზო, თვითონაც მშვიდად და ყურადღებით უსმენს ახალგაზრდებს… მასთან საუბრისას მიხვდებით, რომ იგი უდავოდ ღრმა და მრავალფეროვანი ნიჭით დაუჯილდოვებია დედაბუნებას…

  1. June 1, 2011 at 8:33 am

    ძველი პოსტია, არადა არ წამიკითხავს… გლობალ დაშბორდში გამოჩნდა.

    ვერი ნაის🙂

    • June 1, 2011 at 8:15 pm

      მოლი, მაშინ ერთმანეთს ჯერ არ ვიცნობდით და, ალბათ, ამიტომ არ გქონდა წაკითხული🙂

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: