მთავარი > სა-ქართველო > ზარმაცის 10 მცნება

ზარმაცის 10 მცნება


გამეორება ცოდნის დედააო, სკოლაში გვასწავლიდნენ. ხოდა, ჩვენც გავიხსენოთ ერთ დროს გავრცელებული ეს სახალისო ჩანაწერი, რომელშიც ჩვენი – ქართველების ბუნება ასე კარგად ჩანს. ტყუილად არ მომინიშნავს კატეგორიებშიც “საქართველო”😛 აქვე ერთი ძველი ქართული ფილმიდან გავიხსენოთ ფრაზა – “უკუღმა, ასინეთა, უკუღმააა!” თუ პირიქით შევასრულებს ამ მცნებას, მგონი რაღაც ნამდვილად ეშველება ჩვენს ქვეყანას და საერთო შედეგსაც მალე ვნახავთ. რა ვიცი, ასე მგონია… თქვენ რას ფიქრობთ?

1. დაბადებისთანავე ადამიანი უკვე დაღლილია, ამიტომ უნდა იცხოვრო იმისთვის, რომ დაისვენო.

2. შეიყვარე საწოლი, როგორც საკუთარი თავი.

3. თუ ხედავ, რომ ვინმე ისვენებს, დაეხმარე მას დასვენებაში.

4. დაისვენე დღისით, რათა ღამით შეძლო დაძინება.

5. სამუშაო წმინდა რამ არის, ნუ შეეხები მას.

6. თუ შეგიძლია საქმე ხვალ გააკეთო, ნუ გააკეთებ მას დღეს.

7. იმუშავე რაც შეიძლება ნაკლები, სხვასაც დაუტოვე სამუშაო.

8. დაწყნარდი, დასვენებისგან არავინ მომკვდარა, მუშაობისგან – რამდენიც გინდა.

9. თუ გრძნობ, რომ მუშაობა გინდა, დაჯექი და ყველაფერი გაგივლის.

10. თუ მუშაობა ჯანმრთელობაა, დაე ავადმყოფებმა იმუშაონ.

 

“უკუღმა, ასინეთა, უკუღმაა!”😉

კატეგორიები:სა-ქართველო
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: