მთავარი > საინტერესო > ახალი კატეგორია საჩუქრად ჩემს ბლოგს და კოლეგებს :)

ახალი კატეგორია საჩუქრად ჩემს ბლოგს და კოლეგებს :)


შაბათ-კვირა კვირის ის პერიოდია, როცა სრულად ვახერხებ იმ საქმეებისთვის დროის დათმობას, რისთვისაც მთელი კვირის განმავლობაში ვერ ვიცლი. ხან ძალიან დატვირთულია აქტიური დასვენებებითა და მეგობრებთან ერთად ხეტიალით, ხან კი თავიდან ბოლომდე მყუდროა, რა დროსაც ჩემს თავთან განმარტოვებით ვივსებ სულიერ მოთხოვნილებებს ძველ ნივთებში და დღიურებში ქექვით, წიგნების კითხვით, ფილმების ყურებით და ა.შ. ამისთვის კი აუცილებელია სახლში თბილად და მყუდროდ მოკალათება.

და აი, სწორედ ამ შაბათ-კვირას ახალი კატეგორია ემატება ჩემს ბლოგს, რომელიც ვიცი ჯერ არც თუ ისე პოპულარულია და ამ ეტაპზე ამის პრეტენზია მე და ჩემს ბლოგს არც გაგვაჩნია, რადგან ამჯერად ორივე საკუთარი თავის განვითარებით ვართ დაკავებული, თუმცა არც ჩვენით დაინტერესებულ საზოგადოებას ვივიწყებთ და ვინაიდან შემჩნეული გვაქვს  იურისტების ხშირი სტუმრობა, გადავწყვიტეთ შევთავაზოთ რუბრიკა – სამართალი/Law – მითუმეტეს, რომ ეს ჩემი პროფესიული საქმიანობის სფეროა.

ამ კატეგორიაში შემოგთავაზებთ საკითხებს, რომლებიც აქტუალურობის მიხედვით თავის დროზე დავამუშავე, მიმოვიკვლიე და შეძლებისდაგვარად ვსრულყვე მოძებული ინფორმაციის შეჯერებით, თან საკუთარი თვალთახედვით ცოტაოდენი ანალიზიც მოვაპკურე. თემატიკა არანაირი კანონზომიერიებით არ იქნება დალაგებული, ვინაიდან აქ შეგხვდებათ სამართლის სხვადასხვა დარგის განსხვავებული საკითხების მიმოხილვითი და ინფორმაციის მომწოდებელი მასალები, რომლებიც შევიდნენ ან მომავალში შევლენ ჩემს პროფესიულ ინტერესებში. სულ ესაა, რაც მინდოდა მეთქვა ჩემი ბლოგის ახალი კატეგორიის შესახებ, იმედია თქვენს ინტერესებს რამდენადმე დააკმაყოფილებს😉

კატეგორიები:საინტერესო
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: