მთავარი > პოეზია ჩემებურად > აპრილის წვიმის ტანაქერცლილი ფიქრები

აპრილის წვიმის ტანაქერცლილი ფიქრები


ქუჩაში წვიმა თავს იგიჟებს, თრთოლვით ტანს ინგრევს,

გრძნობის მორევში ჩათრეული აპობს სივრცეებს,

ცეკვისას თმებში ტანაქერცლილ ფიქრებს ჩაიბნევს,

კალთებს დააგლეჯს შემოპარულ ცისფერ სიბნელეს.

გაოცებული ვუყურებდი გიჟმაჟურ წვიმას,

თავგაგიჟებით რომ ცეკვავდა გადაღებისას,

მსგავსი არასდროს მიფიქრია რატომღაც წინათ –

ეს მე ვიყავი, მე ვიყავი გიჟური წვიმა!

მე ვიღვრებოდი მონატრების უთვალავ წვეთად,

თავდავიწყებით მაცეკვებდა დარდი და სევდა,

წვიმადქცეული დაგეძებდი წუხელ სუყველგან,

გრძნობის წვეთები იღვრებოდა ციდან ამქვეყნად.

შენთვის ვაწვიმდი დედამიწას, მოვრბოდი შენთან,

გზააბნეული შევუერთდი წვეთების ცეკვას,

ვეფერებოდი ფიქრადქცეულ ღრუბლების რწევას,

თან მოვყვებოდი ბობოქარი ტალღების ღელვას.

2004 წლის 20 აპრილი

19 წლის

კატეგორიები:პოეზია ჩემებურად
  1. February 16, 2011 at 5:26 pm

    მმმმმმმმმმმმმ მაგარიიაა

    • February 16, 2011 at 8:36 pm

      მიხარის:) გმადლობ😉

  2. ruska
    April 6, 2011 at 6:24 am

    momcons sheni leqsebi da ai cvimis suni xom magijebs:)))mmmmm:X:X:X:X

    • April 7, 2011 at 8:07 am

      დიდი მადლობა:) მიხარია შეფასებები, რადგან მეგონა, პოეზია აღარ იყო აქტუალური :პ:)

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: