მთავარი > Art/მოდა > რა ჩავიცვა? – ყველა გოგოს პრობლემა

რა ჩავიცვა? – ყველა გოგოს პრობლემა


ყოველ დილას მაღვიძარას მაგივრად ჩემი დის კითხვა მაღვიძებს – რა ჩავიცვა? ნამძინარევ თვალებს ძალით ვახელ და ამ მეათასედ წარმოთქმულ წუწუნს ნაპერწკლებს ვაყრი. საცვლების ამარა ტუჩებმოკუმული დგას, მერე თვალებს ეშმაკური ღიმილი უნათებს, კარადიდან გადმოყრილ ტანსაცმლის გროვას უკანვე ტენის და ჩემს გარდერობში იწყებს ქექვას…

მერე რა პრობლემაა? – გაიკვირვებდით ალბათ, – იქნებ შენთან იპოვოს რამე… ვთვლი, რომ ჩემი ტანსაცმელი მე გამომხატავს და ვერ ვიტან, როცა სხვის ტანზე ინაცვლებს – კი ბატონო, წიკია! რა ვუყოთ მერე? ავდგეთ და ჩვენი გარდერობი შევიქმნათ. თანაც ისე, რომ რაიმე ახლის ყიდვისას აუცილებლად გავითვალისწინოთ უკვე ნაყიდი ნივთები, აქსესუარები და სამოსი. სწორედ ესაა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, როცა უამრავი ტანსაცმლიდან კონკრეტული დღისთვის ვერ ხერხდება მაისურის ქვედაბოლოსთან შეხამება, ფეხსაცმელები არ მიდის შარვალზე, ქამრის ფერი არ უხდება ჩანთისას და სხვა უამრავი ჩვენთვის (გოგოებისთვის) მნიშვნელოვანი წვრილმანი…

ზემოთხსენებული არაა ნორმა და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამოსის შერჩევისას ყველაფერი იდეალურად უნდა შეუხამოთ ერთმანეთს. აი, თუნდაც ეს ჩაცმულობა შეაფასეთ:

როგორც ხედავთ, სხვადასხვა სტილისა და ფერის (თუმცა უმეტესწილად “მონათესავე” ფერის) ტანსაცმელი და აქსესუარებია შერწყმული. არაა აუცილებელი ფერი ფერს და სამოსის ერთი ნაწილი მეორეს “აკვდებოდეს”. დეტალების არაორდინალური შეხამებით შეძლებთ განსხვავებულად გამოიყურებოდეთ😉

ჩაცმასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ, იქნებ გამოგადგეთ:

 

პ.ს. ერთმა ჭკვიანმა ებრაელმა თქვა: “მე ისეთი მდიდარი არ ვარ, რომ იაფიანი ვიყიდოო”

ასე, რომ ტანსაცმლის გამოუყენებლ გროვაზე პრაქტიკული რამდენიმე ხელი ხარისხიანი და გემოვნებიანი სამოსია!😉

კატეგორიები:Art/მოდა
  1. February 16, 2011 at 5:23 pm

    აჰაა თითქმის ყველა გოგონას დილა ეგრე იწყება😀 მართ შორის ჩემიც. ყოველდღე იმაზე ფიქრი რა ჩავიცვა ხანდახან სურვილს მიჩენს საერთოდ ტანისამოსის გარეშე გავიდე გარეთ😀 თან ისეთი როჯა ვარ ყოველ დღე რაგაც ახალი შეხამების ტანისამოსი უნდა მეცვას😀 მაგრამ ამოჩემებაც ვიცი 😀😀

    • February 20, 2011 at 7:59 pm

      ამოჩემება მეც ვიცი, ძალიან ცუდი თვისება კია😛

  2. fofortxovanibodozi
    February 17, 2011 at 5:23 pm

    gogoebs kidev araushavs, es mati movaleobaa rom kargad gamoiyurebodnen:) magram bichebi…. am bolo dros bichebi ufro ipranchebian mgoni😛

    dafasdnen bichebi, 13:1 gogoebi:bichebi shefardeba saqartveloshi:) ase rom tavs ushvelet gogoeboooo :D:D:D

    • March 5, 2011 at 4:43 pm

      ბიჭები კი არ დაფასდნენ – განაზდნენ, გაცისფერდნენ და გადაგვარდნენ:P:P:P

      7სასიძოდან 2 კაცია და იქიდან ერთ-ერთი მაინც ლოთი ან ნარკომანი:(:P

  3. May 14, 2013 at 12:55 pm

    მე ისეთი ვარ თუ გავბრაზდი ყველაფერს დავხევ ნერვები მესჰლება როცა ტანსაცმელს ვერ ვარჰევ რა ჰავიცვა;)

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: