ნომინირებული ბიბლია – კი თუ არა?!


ერთი პერიოდი უამრავ ბლოგზე აქტიურად განიხილებოდა პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!“, დაიწერა არაერთი მიმოხილვითი პოსტი და  მხოლოდ ამ თემით აჭრელდა ბლოგოსფერო. მინდოდა მეც დამეწერა, რას ვფიქრობდი პროექტის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე, თუმცა ახლადგამოჩეკილი ბლოგერი ვიყავი და ბევრი არაფერი გამეგებოდა ბლოგინგზე, ამიტომ თავი შევიკავე.

ამჯერად საკითხი საკმაოდ საკამათო თემას ეხება და არ შემიძლია რაიმე მიზეზით დავაიგნორო და უყურადღებობის ჩრდილში დავტოვო – უნდა შევიდეს თუ არა ბიბლია იმ წიგნების სიაში, რომლებიც პროექტის ფარგლებში გამოიცემა?

მოდით, ჯერ გავერკვეთ პროექტის მიზანში, ხოლო შემდეგ – ბიბლიის არსში. პროექტის ფარგლებში გამოიცემა 50 ნაწარმოები, რომელსაც გამოკითხვაში აქტიურად ჩართული საზოგადოება შეარჩევს. მართლა ძნელია მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარი საგანძურიდან 50 ყველაზე ღირებული შედევრის შერჩევა, თანაც ისე, რომ ყველას სურვილს აკმაყოფილებდეს და გემოვნებას ემთხვეოდეს. ასეთ შემთხვევაში ხმების უმრავლესობით შერჩევის პრინციპი ბევრ პრობლემას ხსნის. მაგრამ როცა საქმე ლიტერატურულ ნაწარმოებს კი არა, ერის სულიერი სამყაროს უმთავრეს წმინდა წიგნს ეხება, პასუხი ცალსახაა.

რა არის ბიბლია? – ესაა მხატვრული ლიტერატურა, რომელიც კონკრეტულ ჟანრს მიეკუთვნება, ესაა რაიმე ტიპის ნაშრომი თუ წიგნი, რომელიც მართლმადიდებელ ქრისტიანებს გვთავაზობს უდიდეს სიბრძნესა და სწავლებას? ბიბლია არ უნდა შევიდეს სიაში და გეტყვით რატომ – ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე 50–ეულში შესული და შეუსვლელი წიგნები! მას სხვა ღირებულება გააჩნია, რადგან არაა ჩვეულებრივად შექმნილი ნაწარმოები. პროექტში მის შეტანას ქართველი მოსახლეობის უმეტესობა უფრო მკრეხელურ ქმედებად მიიჩნევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ ქრისტიანული სამყაროს უმთავრეს სულიერ საგანძურს ჩვეულებრივ ლიტერატურულ შედევრებს ვუტოლებთ…

ნებისმიერ წიგნზე შეგვიძლია ვიკამათოთ, უნდა დაიბეჭდოს თუ არა 50–ეულში, მითუმეტეს, როცა საზოგადოების აზრი თითქმის თანაბრად იყოფა. ამიტომაც ბუნებრივი იყო კითხვის დაკონკრეტება – დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ თუ „ძმები კარამაზოვები“? ერთი შეხედვით, უხერხულად ჟღერს ბიბლიასთან დაკავშირებით იგივე ფორმით შემოთავაზებული პრობლემის გადაჭრის გზა, თითქოს რომელიმე “ბესთსელერზე” მსჯელობდნენ… მაგრამ რადგან ისევ ორად გაყოფილი საზოგადოების თემა დგას დღის წესრიგში, განუხილველად დატოვებას კითხვის დასმა სჯობს: “ბიბლია“ – კი თუ არა?! სხვების არ ვიცი, პირადად მე კი მართლა უხერხულობას მიქმნის ის, რომ ბიბლია სიაში შეტანა–არშეტანის მსჯელობის საგნად იქცა და მოქალაქეთა ნაწილმა ერის ღირსების საქმედ მიიჩნია გამოსაცემი წიგნების სიაში ბიბლიის რიგით წიგნად შეტანა. თუ დადებით ხმათა უმრავლესობით მაინც გადაწყდებოდა გამოცემა,  პროექტის პირველ წიგნად უნდა დაებეჭდათ და არა, ვთქვათ, 23–ე ან 37–ე, მითუმეტეს 50–ე წიგნად, როგორც „დამაგვირგვინებელი“ წიგნთა წიგნი (ასე ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა ერთ-ერთმა რესპოდენტმა). უკაცრავად და, რას აგვირგვინებთ? სხვადასხვა ჟანრის და ამქვეყნიური ცოდვებით გაჯერებულ ლიტერატურულ შედევრებს რელიგიურ თემაზე შექმნილი წმინდა წიგნით?..

პ.ს. შევა თუ არა ჩამონათვალში ბიბლია, დაინტერესებული ადამიანებისათვის ის ყოველთვის იქნება აუცილებლად წასაკითხი წიგნი და ამისთვის მათ არ უნდა დასჭირდეთ სხვადასხვა პროექტებში ბიბლიის მოხვედრა.

  1. fofortxovanibodozi
    February 17, 2011 at 8:55 am

    getanxmebi rom biblia ar unda shevides siashi, ogond kidev erts davamatebdi, saqartvelos mosaxleobis 10% musulmania, 10%ateisti da 10% sxvadasxva agmsareblobisa da seqtis carmomadgeneli. mag logikit tu dabechdaven cignebs, mashin yuranic unda dabechdon da iehovelebis literaturac🙂

    p.s. saertodac es ambavi imitom gaabuqes rom meti mkitxveli charton da meti cigni gayidos gamomcemlobam, da damijeret rom mainc dabechdaven, imitom rom biblia yvela drois yvelaze gayidvadi cignia msoflioshi😉

    • February 20, 2011 at 7:52 pm

      ბიბლია ყოველთვის იქნება წიგნი, რომელსაც ყველანაირი რეკლამისა და პროექტის გარეშე მუდმივად გამოსცემენ სხვადასხვა ენაზე. იმედს ვიტოვებ, რომ გონიერების ფარგლებში მიიღებენ გადაწყვეტილებას, თორემ პროექტის 50 წიგნისთვის დათმობილ ჩემს ერთ-ერთ თაროზე მხოლოდ 49 წიგნი დაიდებს ბინას…

  2. February 17, 2011 at 10:48 pm

    აი მეც მაგ აზრზე ვარ, პირველივე კომენტარი ჩემი იყო მგონი და მეც ეგ დავწერე რაც შენ პ.ს.–ში, ვიღაცამ კი მიმიწერა რატომ აღიქვამთ ყველაფერს შეჯიბრადო მაგრამ აღარ მიპასუხია, აზრი არ ჰაქონდა:) რა თქმა უნდა არ უნდა შევიდეს, პირველ რიგში კი იმიტომ რომ ამით არ დაიჩაგრონ სხვა, არა ნაკბლებ რელიგიური ფასეულობების მქონე წიგნები, და მეორეც უბრალოდ არაეთიკურია ამაზე საუბარი…

    • February 20, 2011 at 7:47 pm

      ასეთ შემთხვევაში პროექტი აზრს დაკარგავს და, ლიტერატურული შედევრების ნაცვლად, რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი წმინდა წიგნების კრებულს მივიღებთ. ამის საწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს, ოღონდ მგონია, რომ ეს სხვა პროექტის საგანი უფრო უნდა იყოს.

  3. March 4, 2011 at 5:26 pm

    გარკვეულწილად გეთანხმები იმაში, რომ საერთოდ ამ კითხვის დასმა ,,უნდა შევიდეს თუ არა ბიბლია” უკვე ძალიან არასასიამოვნოა და ამაზე მსჯელობა და აზრის ფრქვევა მართლმადიდებელი თუ არამართლმადიდებლების მხრიდან ასევე მიქმნის დისკომფორტს:(
    მაგრამ თუ ეს არის პროექტი ,,50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”, მაშინ ბიბლია წიგნთა წიგნი ნამდვილად უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ. დარწმუნებული ვარ საქართველოში 80% წაკითხული არ აქვს და იქნებ ამ პროექტის ფარგლებში მაინც წაიკითხონ .
    ბევრი ყიდულობს ამ წიგნებს თუნდაც ყდების გამო, ნუმერაცია რომ არ აირიოს და თაროზე კარგად გამოჩნდეს, (ქართული მარაზმი). სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა გამოცემულიყო ბიბლია პირველ ტომად და არა მე–15 ან 27–ე სადღაც შუაში. რადგან პირველი ტომი არ იყო ამიტომ მხარს ვუჭერ ბოლო წიგნად გამოიცეს.

  4. March 4, 2011 at 8:58 pm

    ვისაც ინტერესი აქვს, პროექტში შეუსვლელად ისედაც მიიჩნევს ბიბლიას აუცილებელ წასაკითხ წიგნად. თუმცა, ესა უბრალოდ წასაკითხი წიგნიც არაა, მას ფსიქოლოგიური და შინაგანი მზაობა სჭირდება, რომ მკითხველი ჩაწვდეს. რამდენიმეჯერ ვისაც აქვს წაკითხული, მათაც კი არ აქვთ ბოლომდე აღქმული ყველაფერი, რაც მასში წერია…

    პ.ს. თუ პირველ წიგნად არ გამოიცა, ბოლოს გამოცემა მითუმეტეს გაუგებარია პირადად ჩემთვის.

  5. giorgi
    June 24, 2011 at 6:57 am

    მეტი სურათი ვერ ნახე ეს რო არ დაგედო? ra ari

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: