რატომ გავხდი ბლოგერი


ეს, ალბათ, ჩემი პირველი პოსტი უნდა ყოფილიყო. ბლოგი რომ გავხსენი, აქაურობაზე არაფერი გამეგებოდა, არც რომელიმე ბლოგერის მკითხველი ვყოფილვარ მანამდე. მათ შესახებ, უბრალოდ, არ ვიცოდი. ვიცი, ამას „ჭურში ჯდომა“ ქვია, მაგრამ რაღა შეიცვლება. სამაგიეროდ, მას შემდეგ ძალიან ბევრი საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე და მათი პატრონების ნააზრევს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი (მათ შესახებ მოგვიანებით ცალკე პოსტში დავწერ).

იმ პერიოდში სამსახური დავკარგე, ორი თვე ისე გავიდა, ახალი ვერაფერი მოვძებნე. არაფერს ვიმჩნევდი, მაგრამ ჩემმა თანამშრომელმა-მეგობარმა კარგად იცოდა, რასაც ვგრძნობდი. გადაწყვიტა, რამენაირად დამხმარებოდა. ასე გაჩნდა მისი დაძალებით +1 ბლოგი.

საერთოდ, რაზეც თუ ვიზეც ზრუნავ, ეჩვევი და გიყვარდება. ასეთი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა ჩემი ბლოგის მიმართაც. ერთგვარი დღიური გახდა, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ. აღმოჩენილ ბლოგერებთან ისეთ საინტერესო პოსტებს გადავაწყდი, თვალებს არ ვუჯერებდი🙂 ბევრი მათგანი გასართობია, ბევრი კი იმდენად ინფორმატიული, რომ მთლიანად ჩამითრია. ზაფხულის ღამეებს პოსტების კითხვაში ვათენებდი.

მართალია, ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ, ბევრი რამ ისევ სასწავლი მაქვს, მაგრამ ბლოგზე შემოსული თითოეული სტუმარი (search word-ებით იქნება ეს თუ ლინკებით) მაძლევს სტიმულს, რომ წერა განვაგრძო და უფრო განვვითარდე. აუცილებლად უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ბლოგი ერთგვარი რეალიზების საშუალებაა, რაც ასე გვესაჭიროება საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს. აქ იმ ყველაფერს ვქმნით, რაც ჩვენი ინტერესების სფეროს გამოხატავს, იმაზე ვსაუბრობთ, რაც გვაწუხებს და ჩვენს შიგნით ბუყბუყებს :-))))

შენ რატომ გახდი ბლოგერი?

  1. May 22, 2011 at 8:35 pm

    ყველაზე მაგარი ბლოგერი ხარ . ყველაზე მაგარი პოსტები გაქ და ეტყობა რამდენ დროსაც უთმობ ბლოგს და დაგიფასდა პირველ ადგილზე ხარ personal page ში , გეკუთნის ნამდვილად მაგის დაბლა არც უნდა იყო

  2. May 22, 2011 at 8:36 pm

    მართლა არ მჯერა, ძალიან მაგარი ბლოგი გაქ აქამდე რატო არ ვიცოდი ?🙂

  3. May 23, 2011 at 6:38 am

    misanthrope, ასეთი სიტყვები დიდ სტიმულს მაძლევს😉 personal page-ზე რეიტინგის ამბავი შენგან გავიგე და გმადლობ, სასიამოვნო ნიუსია🙂 თუმცა საკმაოდ ბევრი ძალიან საინტერესო სხვა ბლოგი არსებობს😉

  4. March 16, 2013 at 9:43 pm

    martlac rom kargi blogia.rogor minda piradad gicnobde da ertic
    shennairi sainterso megobari myavdes

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: