Archive

Archive for მარტი, 2011

ფოტოკოლაჟი ერთ სევდიან ამბავზე

მარტი 27, 2011 13 comments

გრძნობები რომ ჩიტებსაც გააჩნია, ამ ფოტოკოლაჟით ნამდვილად მტკიცდება. ფრინველების მოყვარული/სპეციალისტი ადამიანები ხშირად წაწყდომიან ჩიტებისგან გამოვლენილ მსგავს სასწაულებს. ამ ფოტოების ნახვისას, შეიძლება ბუნების უცნაურობამ კიდევ ერთხელ მოგნუსხოთ. დაუჯერებელი აქ არაფერია, ისინიც განიცდიან, მათაც გრძნობები აკავშრებთ ერთმანეთთან და გარესამყაროსთან…

თავზეხელაღებული ფოტოგრაფები

მარტი 25, 2011 5 comments

ნამდვილი ფოტოგრაფები პროფესიონალიზმს სხვადასხვანაირად ავლენენ. დროში წამის შეჩერებისა და საჭირო კადრის მოპოვებისთვის ხშირად ფოტოგრაფს ბევრ რამეზე უწევს წასვლა, ზოგიერთი კი სიცოცხლესაც გააზრებულად დებს სასწორზე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფოტოგრაფი თავისივე გადაღებული სურათის მსხვერპლი გამხდარა, რადგან გარემოებები, რომელშიც მათ მუშაობა უწევთ, ცხოვრების ბოლომდე ფსიქოლოგიურ დაღს ასვამენ, ხოლო ფოტოები მოგონებებს ღია ჭრილობებად უტოვებენ.

ამ პოსტში კი ზემოთქმულის წარმოჩენას მხოლოდ იუმორის კუთხით შევეცდები. იმედია, ეს ფოტოები თქვენს განწყობაზე მართლა შესაბამისად იმოქმედებს 😉

კატეგორიები:ფოტოგრაფია

პასუხი ჰექსეს:)

მარტი 21, 2011 4 comments

დღეს გადავაწყდი ჰექსეს დაწერილ პოსტს, სადაც ის ხარისხიანად წერისკენ დელიკატურად მოუწოდებს გუდიანი კაცის გამოჩენის შემდგომ ახლადგამომცხვარ “ჟურნალისტებსა” და “არაჟურნალისტებს”.

რატომ ვპასუხობ პოსტით და არა კომენტარით? – არაერთხელ გამიგია ამ საკითხით შეწუხებული ადამიანების მსგავსი შენიშვნები და უნდა ვაღიარო, აქამომდე გამოუხმაურებლად ვუერთდებოდი მათ; მაგრამ ვინაიდან ამირანის გულში ნამღერის გამომცნობი ჯერ არ ყოფილა ჩემს პრაქტიკაში, ჯობია, გავხსნა ბაგენი ჩემნი საღაღადებლად და დავარღვიო დუმილი ოქროი ესრეთ (ამჯერად) არამიზანშეწონილი 😀 ამისთვის კი, სავარაუდოდ, კომენტარის მოცულობის გონივრული ფარგლები მაინც არ მეყოფოდა… 😛

ბლოგერობის ამბიციამ ბოლო დროს საქართველოში, ისევე როგორც თავის დროზე ყველაფერმა ახალმა ყველაფერში, ამჯერადაც ზღვრულ ნორმას გადააჭარბა. ვინაიდან ამ ყველაფრისთვის დემოკრატიული პრინციპები ფართო ასპარეზს ქმნიან, ბლოგინგს–მოწყურებულნიც წერენ, წერენ და წერენ… ვინღა დარდობს ტექსტის გამართულობაზე, პუნქტუაციის დაცვაზე თუ შინაარსის ხარისხზე! ამ საკითხით შეწუხებულ ადამიანებს კი მინდა აზრნი ჩემნი რამდენადმე დამამშვიდებელად მოვუვლინო: 🙂

რას ვაკეთებთ, როცა ვხედავთ, რომ პოსტის ავტორს “მინიმუმ წერის და მაქსიმუმ ქართულის ცოდნა ესაჭიროება?”

პირველ რიგში: ნვხურავთ ბლოგს და თავს არ ვაძლევთ უფლებას, ბოლომდე ჩავყვეთ პოსტს – მითუმეტეს, ამას არავინ გვაძალებს.  

მეორე: ინტერესების შესაბამისად ვირჩევთ რამდენიმე ბლოგს, რომლებსაც ვკითხულობთ სისტემატიურად და ხანდახან “ვატარებთ” არც თუ ისე ჩვენთვის აქტუალურ თემაზე მომზადებულ პოსტებს.  მთავარია, ვიცოდეთ, როგორი ნაწერის შემოთავაზება გველის ავტორისაგან.  

მესამე: მუდმივად ვზრუნავთ საკუთარ განვითარებაზე, რითაც მინიმუმამდე დაგვყავს იდიოტური  წინადადებებისათვის – თვალისა და დამახინჯებული ფრაზებისათვის – ყურის შეჩვევის შანსი.  

მეოთხე: თუ წერა წერის წესების უცოდინარმა დაიწყო, მაშინ მის ამბიციებს ვერაფერი შეაჩერებს, სანამ თვითონ არ მოექცევა საკუთარი უცოდინრობის ჩიხში. თანაც, ამის უფლებას არც დემოკრატიულ საწყისებზე მოაზროვნე (ასეთის შემთხვევაში) ჩვენი გონება მოგვცემს.  

მეხუთე: ნუ დაგვავიწყდება ბლოგინგის ერთი წესი – ბლოგერი წერს, წერს შეუწყვეტლივ და, საბოლოოდ, რაოდენობა გადაიზრდება ხარისხში.

პ.ს. როგორც ქუხს, ისე არ წვიმსო, ხომ გაგიგიათ? 😉

100 ფოტო, რომელმაც შეძრა მსოფლიო

მარტი 21, 2011 264 comments

ფოტოგრაფიის ძალა მსოფლიომ მაშინ აღიარა, როცა ამ სურათების შემყურე ადამიანებმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ სისატიკეს ჩახედეს თვალებში. ფოტოებმა ბევრი რამ შეცვალეს! მათ აჩვენეს მსოფლიოს, რა მოაქვს ომს, შიმშილს, ძალადობას, ბუნებრივ კატაკლიზმებს, როგორია, ერთი შეხედვით, მშვიდობის მიღმა არსებული რეალობის სისასტიკე.

ფოტოების ნუმერაციას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რადგან რიგითობას მხოლოდ პირობითი დატვირთვა აქვს.

1. ფოტოგრაფიის პირველი პირმშო 1826 წელს ფრანგმა ჟოზეფ ნიკიფორ ნიეფსიმ – Joseph Niépce – მისი სტუდიის ფანჯრიდან შექმნა ხედის რეპროდუქცია, რომელზედაც წარმოდგენილი იყო ფარდულის დაქანებული სახურავი, მსხლის ხე, რომლის ტოტებს შორის ცის კამარა მოჩანდა და მტრედის სახლი. ეს უხეში და გაურკვეველი გამოსახულება კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში პირველ წარმატებულ ფოტოსურათს წარმოადგენდა. ნიეფსიმ ამ სურათს ჰელიოგრაფია (მზე-მხატვრობა) უწოდა.პირველი ფოტოს გამჟღავნებას 8 საათი დასჭირდა. ასე გაჩნდა ფოტოგრაფია.

1793 წელს ფრანგმა ნიკიფორემ და მისმა ძმამ – კლაუდმა წარმოიდგინეს ფოტოგრაფიული პროცესი. მომდევნო წლების განმავლობაში ნიკიფორე ექსპერიმენეტებს ატარებდა სინათლეზე მგრძნობიარე სხვადასხვა მოწყობილობებსა და კამერებზე.

2. შესვენება ლანჩზე. ცნობილი ფოტო ნიუ-იორკის ფოტოკოლექციიდან ებრაულ-სლავური წარმოშოფის ფოტოგრაფის – ჰაინ ლუისის ტრიუმფად ნიუ-იორკის 443-მეტრიანი Empire State Building-ის მშენებლობის ამსახველი კადრები იქცა. ცნობილია, რომ 3000-მდე ევროპელი ემიგრანტი ყოველგვარი სადაზღვევო აღჭურვილობის გარეშე აშენებდა მსოფლიოში იმ დროისთვის ყველაზე მაღალ შენობას. წაიკითხე მეტი…

კითხვასმოწყურებულნი

მარტი 17, 2011 2 comments

“წიგნის არ წაკითხვა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მათი დაწვა”Joseph Brodsky

“კითხვის გარეშე ცხოვრება სახიფათოა: არსებული რეალობით უნდა დაკმაყოფილდე, ეს კი დიდად სარისკო რამაა”. – მიშელ უელბეკი/Michel Houellebecq

1833 წელს იტონში საჯარო ბიბლიოთეკის გახსნისას, სერ ჯონ გერშელმა ასეთი სიტყვა წარმოთქვა: “მითხარი რას სთავაზობ წასაკითხად შენს მკითხველს და გეტყვი ვინა ხარ შენ.” წაიკითხე მეტი…

სანამ პირში სული მიფართხალებს

მარტი 13, 2011 8 comments

სათაურის მეტ-ნაკლები სარკაზმულობით ხაზი ესმევა ჩვენი ყოფიერების ხანმოკლეობას.

მსგავსი შინაარსის პოსტის დაწერას ვაპირებდი სახელით – “მინდა” 😛 პირველად “სანამ ცოცხალი ვარ” წავიკითხე ანას ბლოგზე და ბევრი საერთო სურვილი აღმოგვაჩნდა. სურვილები შეიძლება განმეორებადი იყოს იმათთანაც, ვინც შემდგომში დაწერს რამე ამდაგვარს, მაგრამ მე მაინც გავაკეთებ ჩემეულ სიას 😉

სანამ პირში სული მიფართხალებს, მინდა, რომ:

  • მქონდეს დიდი სახლი, სხვადასხვანაირად მოწყობილი ოთახებით, რომელიც შაბათ-კვირაობით სავსე იქნებოდა დივნებზე ჩაძინებული მეგობრებითა და იატაკზე დაყრილი ლუდის ბოთლებით
  • მოვაწყო კაბინეტი – წიგნებით სავსე და თანამედროვე ტექნიკით “აბჯარასხმული”
  • სხვენში მქონდეს ძირს დაგებული მატრასი, კუთხეში ჩამოკიდებული ჰამაკი და ფართო ფანჯარასთან მდგარი ტელესკოპი
  • მყავდეს 3 შვილი, განსხვავებული ხასიათებისა და მისწრაფებების მქონე
  • ვნახო, როგორ ბრუნდებიან ქართველები საქართველოში და ყველანი ერთად იწყებენ ქვეყნის აბსოლუტურ გაძლიერებას
  • საკუთარ კუნძულზე ვფლობდე რანჩოს, სადაც არაბული ჯიშის ულამაზესი და ძლიერფეხება ცხენები/ კვიცები მეყოლებოდა
  • მყავდეს ფუმფულა თეთრი ბაჭია და გონიერი ძაღლი
  • ვისწავლო ცურვა, მანქანის ტარება და ცხენზე ჯირითი
  • დავწერო ერთი და ძალიან ძლიერი რომანი, რომელიც ყველა დროის აუცილებლად საკითხავ წიგნთა შორის მოხვდება ყოველთვის
  • დავაარსო მოხუცთა და უსინათლოთა თავშესაფარი
  • გავხსნა მსოფლიოში ყველაზე დიდი უფასო ბიბლიოთეკა და საკითხავი “კარცერები” თავისი ყავა/ჩაი შესვენებით 🙂
  • შევძლო პარაშუტიდან გადმოხტომა და რამდენიმე სხვა “გიჟური” რამის ჩადენა
  • 30 წლამდე მოვასწრო ესპანური და ფრანგული ენების სწავლა, რუსული ენის გაუმჯობესება
  • მოვხვდე რიოს კარნავალზე
  • ტუჩებზე ვეამბორო სფინქსს
  • ვერტმფრენით შემოვუარო ჩინეთის დიდ კედელს
  • მოტოციკლეტით ვიქროლო იტალიის ვიწრო ქუჩებში
  • ჩემ ბიჭთან ერთად ვნახო: ლონდონი, მალდივის კუნძულები, მაჩუ-პიქჩუ, მეტეორა.
  • მეგობრებთან ერთად ვნახო: დრაკონის ნავების ფესტივალი ჩინეთში, სიკვდილის ხეობა კალიფორნიაში, ვიეტნამის სტალაგმიტური გამოქვაბული, ინგლისში დევონშირის საგრაფოს ზღაპრული სასახლეები
  • ჰიმალაის მთებში მცხოვრები ბერებისგან ვისწავლო რამდენიმე ფოთოლით მთელი თვის განმავლობაში ცხოვრება და სიფრიფანა პერანგით სუსხის ატანა
  • სწრაფად გარდავიცვალო და სიკვდილი იყოს უმტკივნეულო, მშვიდი

პ.ს. ბედნიერი ვიყო, სანამ დედამიწაზე ვიქნები.

თეგ–თამაშების მომხრე არ ვარ, მაგრამ მაინტერესებს, რის მოსწრებას აპირებენ ცხოვრების განმავლობაში ზიზი, ეკა, სალომეა, ზურ.ჯი , მწიფე ქლიავის ბლოგის ავტორი და დეკემბერიუსი, ამიტომ ცოტა დაგვიანებით პოსტში ვთაგავ მათ 😉 რავიცი, პასუხი თუ არ დაეზარათ :–P

კატეგორიები:ჩაკეტილი სივრცე

ერლენდ ლუს ლიტერატურული მინიმალიზმი

მარტი 11, 2011 5 comments

ერლენდ ლუ

რაზე შეიძლება ფიქრობდეს ადამიანი 25 წლის ასაკში? რა შეიძლება ამოძრავებდეს, აფორიაქებდეს, აფხიზლებდეს მის გონებას, ან სულაც აზრს აძლევდეს მის თვალში ცხოვრებას?

ნორვეგიელმა მწერალმა ერლენდ ლუმ (Erlend Loe) ორიგინალური ფორმით დაწერილი რომანისთვის – ნაივური.სუპერი. – არც თუ ისე ცოტა ლიტერატურული პრემია მიიღო. მარტივი და სადა ენით დაწერილი რომანით რთულ საკითხებზე გვაფიქრებს. ამ ლიტერატურული ხერხით მწერალმა მინიმალისტური სტილი დაამკვიდრა პროზაში.

მთავარი გმირი იმდენად ახლოს და ზუსტად მოვიდა ჩემამდე, რომ კარგა ხანს მეგონა, გოგო იყო:) მერეც, როცა მისი სქესი დავაზუსტე, საკმაო ხანს გამყვა ეს შეგრძნება. 25 წლის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება აზრს კარგავს, ერთფეროვანი სწორი ხაზივით უინტერესო ხდება, აბნევს თანამედროვე თეორიები დროის შესახებ, ვეღარ ხედავს საგნებს შორის ურთიერთკავშირს და სამყაროში მისი არსებობის მიზანს…

გამუდმებით ფიქრობს ისეთ რაღაცეებზე, რაზეც მილიონობით ადამიანი ცხოვრების ბოლომდე თავს არ იწუხებს, ისე მიდიან საფლავებამდე. აფიქრებს დრო, კოსმოსი, ყოფიერების აზრი… აქვს დროსთან შეგუების პრობლემა; სჯერა, რომ დროს სიმძიმის ძალა და მოძრაობა განაგებს.

რით შეგვიძლია დავეხმაროთ თავს შინაგანი სამყაროს მსგავსი უწონადობის მდგომარეობაში? – ის აკეთებს იმ ნივთების სიას, რომლებიც აქვს და რომლებიც უნდა რომ ქონდეს. იმის დანახვა, რომ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჭირდება, არ შველის. შემდეგ კედელზე ბურთის სროლით ერთობა, უფრო დიდხანს კი სპეციალურად შეძენილ სათამაშო დაფაზე კაკუნით რეალობას ეთიშება, ყოველდღიურ ერთფეროვნებას არიდებს თავს. თავიდან შეიძლება, უაზრობად მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორ და რაში ეხმარება ეს ყველაფერი მას, რომანის დასასრულს გაიგებთ, სადაც წერს: “მგონი, თამაშისა და გართობის საშუალებით სულის განწმენდის იდეას ვეთანხმები”.

მას უნდა, რომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდეს, მარტივად და კარგად იცხოვროს, უამრავი ბედნიერი წამი განიცადოს, დარწმუნდეს, რომ მის ყოფას მართლა აზრი აქვს. სხვანაირად სიხარულს ვერ გრძნობს, უფრო მარტივად არ შეუძლია შეხედოს ცხოვრებას. საბოლოოდ კი ერთადერთი კითხვა აწვალებს: ყველაფერი უკეთესობისკენ წავა თუ პირიქით – გაუარესდება?

გადაწყვეტს, რომ მას გარდასახვა ესაჭიროება და იმასაც იაზრებს, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ჯდება მისი შესაძლებლობების ფარგლებში. იპოვის თუ არა საკუთარ თავს ნიუ–იორკში მოგზაურობისას? უშველის  ქუჩებში უამრავ ხალხს შორის სიარული, უზარმაზარი შენობებისა და ნივთების შემყურეს?  მოახერხებს, კითხვებზე პასუხების პოვნასა და ნივთებს შორის ურთიერთკავშირს აღდგენას?

წიგნის ბოლომდე ისე ჩახვალთ, ვერც კი მოასწრებთ, აღმოაჩინოთ, რომ მთავარი გმირი მკითხველისთვის უსახელოდ რჩება; თუ არ ჩავთვლით ერთ ნიუანსს, რომელიც ბოლო გვერდზეა მოცემული, სადაც რომანის ავტორს თავისი სახელი აქვს გამოყენებული…

კატეგორიები:ლიტერატურა

მეტი ვიდრე სექსი

მარტი 8, 2011 2 comments

ფილმში მთავარი გმირების როლს ასრულებენ ნატალი პორტმანი იგივე ნატალია ჰერშლაგი (Natalie Hershlag) და კრისტოფერ ეშტონ ქატჩერი (Christopher Ashton Kutcher). ნატალი „შავი გედის“ შემდეგ აღიარეს, როგორც საუკეთესო დრამატურგი მსახიობი ქალი, რომანტიკულ კომედიაში კი ეშტონ ქატჩერს პირველად გაუწია პარტნიორობა, რამაც მეტ–ნაკლებად გაამართლა, ვიზუალურად კი ნამდვილად უხდებიან ერთმანეთს.

ფილმი ცალსახად ეხება საკითხს – რამდენად შესაძლებელია გქონდეს სტაბილური სექსი და არ გადაიზარდოს ის გრძნობებში? მხოლოდ „მეგობრულ“ სექსზე აგებული ურთიერთობა მარტივი და უპრობლემოა; არც მზრუნველობას მოითხოვს, არც ზედმეტ ჩახუტებას; ასეთ ურთიერთობაში არაა ჩხუბი და გაუგებრობით გამოწვეული უთანხმოებები.

მაგრამ საფრთხე მაშინვე იჩენს თავს, როგორც კი კრიტიკული დღეების დროს ბიჭი გოგოზე იწყებს ზრუნვას, თან ჩუქნის CD-ზე ჩაწერილი სიმღერების „მენსტრუაციულ კრებულს“:))) ასევე სარისკოა წყვილს გათენებამდე ჩახუტებულებს ეძინოთ, მითუმეტეს – ტანსაცმლიანებს!:P ფილმში საკმაოდ ბევრი სასაცილო მომენტია. ორიგინალური იყო პაემანზე ყვავილების ბუკეტის ნაცვლად სტაფილოების კონა საჩუქრად :დ

პ.ს. საერთო ჯამში, კარგი ფილმია. ეროტიკანარევი, რომანტიზმში გადაზრდილი კომედია ნამდვილად შეძლებს, საათ-ნახევარის განმავლობაში გაგახალისოთ.

კატეგორიები:კინომანია

მომბეზრდა

მარტი 8, 2011 5 comments

  • საქართველოში ყოფნა
  • ერთოთახიან ბინაში ცხოვრება
  • სადღესასწაულო პოსტების ცვენა ბლოგებზე
  • ჩემს გარდერობში არსებული სამოსის 90 პროცენტი
  • ტელევიზორის ხმაურში ან სხვების საუბრის ფონზე წიგნების კითხვა
  • ზედმეტი 5 კილოგრამი
  • გრძელი თმა
  • ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების მაგივრად ფიქრი
  • განვადების ბარათები
  • თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანები
  • სნობები, ჟმოტები, პედანტები
  • არაფრისმომცემი მსჯელობები, შეხვედრები და დისკუსიები
  • არშემდგარი ადამიანების წარსულ დროზე, დაშვებულ შეცდომებზე და ხელიდან გაშვებულ შანსებზე წუწუნი

როგორ ამართლებენ ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს

ეს ამონარიდები რეალურად არსებული ბრალდებულების საქმის მასალებიდანაა ამოღებული. რომელიც ერთმა პრაქტიკოსმა ადვოკატმა მომაწოდა. მგონი, არაიურისტებისათვისაც ისეთივე სასაცილოდ საკითხავი იქნება, როგორც პრაქტიკოსი ადვოკატებისთვის.

დამნაშავის ფსიქოლოგია ცალკე შესწავლის საგანია და ამაზე საინტერესო წიგნებიც არსებობს. დაინტერესებული მკითხველისთვის ამ საკითხზე ცალკე პოსტს მოვამზადებ მოგვიანებით.

ამჯერად კი მხოლოდ რამდენიმე მაგალითს წარმოგიდგენთ, თუ როგორ ამართლებენ ბრალდებულები საკუთარ ქმედებას. ისინი, რაღა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები არიან.

 

1. “ჩვენ მივედით მოქალაქესთან და ვთხოვეთ ასანთი მოეცა. მან გვიპასუხა, რომ 3 წელი კარატეზე დადიოდა. შეგვეშინდა და ტირილი დავიწყეთ. ცრემლის მოწმენდის დროს შემთხვევით მის თვალზე მომიხვდა ხელი და მიტო გაუსივდა თვალი. მოქალაქემ კი ფული თავად მომცა, რომ ცრემლი შემეშრო”.

2. “მეზობლის ქათამი ტალახიანი იყო და გადავწყვიტე, მებანავებინა. საამისოდ ქვაბით წყალი შევათბე და შიგ ქათამი ჩავსვი, მაგრამ საქმეს შევყევი და ქათამი ქვაბში ჩამრჩა. მოვითხოვ!! რომ მეზობელმა თვითონ აბანაოს ქათმები!”

3. “დაშავებულს რომ მივუახლოვდი, ფეხი ქვას წამოვკარი და თავის დაჭერის მიზნით მის ჩანთას მოვკიდე ხელი, ინერციით 150 მეტრი გავირბინე, რამაც გააჩინა ქურდობის მცდელობის ილუზია”.

😀 😀 😀