მთავარი > ლიტერატურა > ერლენდ ლუს ლიტერატურული მინიმალიზმი

ერლენდ ლუს ლიტერატურული მინიმალიზმი


ერლენდ ლუ

რაზე შეიძლება ფიქრობდეს ადამიანი 25 წლის ასაკში? რა შეიძლება ამოძრავებდეს, აფორიაქებდეს, აფხიზლებდეს მის გონებას, ან სულაც აზრს აძლევდეს მის თვალში ცხოვრებას?

ნორვეგიელმა მწერალმა ერლენდ ლუმ (Erlend Loe) ორიგინალური ფორმით დაწერილი რომანისთვის – ნაივური.სუპერი. – არც თუ ისე ცოტა ლიტერატურული პრემია მიიღო. მარტივი და სადა ენით დაწერილი რომანით რთულ საკითხებზე გვაფიქრებს. ამ ლიტერატურული ხერხით მწერალმა მინიმალისტური სტილი დაამკვიდრა პროზაში.

მთავარი გმირი იმდენად ახლოს და ზუსტად მოვიდა ჩემამდე, რომ კარგა ხანს მეგონა, გოგო იყო:) მერეც, როცა მისი სქესი დავაზუსტე, საკმაო ხანს გამყვა ეს შეგრძნება. 25 წლის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება აზრს კარგავს, ერთფეროვანი სწორი ხაზივით უინტერესო ხდება, აბნევს თანამედროვე თეორიები დროის შესახებ, ვეღარ ხედავს საგნებს შორის ურთიერთკავშირს და სამყაროში მისი არსებობის მიზანს…

გამუდმებით ფიქრობს ისეთ რაღაცეებზე, რაზეც მილიონობით ადამიანი ცხოვრების ბოლომდე თავს არ იწუხებს, ისე მიდიან საფლავებამდე. აფიქრებს დრო, კოსმოსი, ყოფიერების აზრი… აქვს დროსთან შეგუების პრობლემა; სჯერა, რომ დროს სიმძიმის ძალა და მოძრაობა განაგებს.

რით შეგვიძლია დავეხმაროთ თავს შინაგანი სამყაროს მსგავსი უწონადობის მდგომარეობაში? – ის აკეთებს იმ ნივთების სიას, რომლებიც აქვს და რომლებიც უნდა რომ ქონდეს. იმის დანახვა, რომ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჭირდება, არ შველის. შემდეგ კედელზე ბურთის სროლით ერთობა, უფრო დიდხანს კი სპეციალურად შეძენილ სათამაშო დაფაზე კაკუნით რეალობას ეთიშება, ყოველდღიურ ერთფეროვნებას არიდებს თავს. თავიდან შეიძლება, უაზრობად მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორ და რაში ეხმარება ეს ყველაფერი მას, რომანის დასასრულს გაიგებთ, სადაც წერს: “მგონი, თამაშისა და გართობის საშუალებით სულის განწმენდის იდეას ვეთანხმები”.

მას უნდა, რომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდეს, მარტივად და კარგად იცხოვროს, უამრავი ბედნიერი წამი განიცადოს, დარწმუნდეს, რომ მის ყოფას მართლა აზრი აქვს. სხვანაირად სიხარულს ვერ გრძნობს, უფრო მარტივად არ შეუძლია შეხედოს ცხოვრებას. საბოლოოდ კი ერთადერთი კითხვა აწვალებს: ყველაფერი უკეთესობისკენ წავა თუ პირიქით – გაუარესდება?

გადაწყვეტს, რომ მას გარდასახვა ესაჭიროება და იმასაც იაზრებს, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ჯდება მისი შესაძლებლობების ფარგლებში. იპოვის თუ არა საკუთარ თავს ნიუ–იორკში მოგზაურობისას? უშველის  ქუჩებში უამრავ ხალხს შორის სიარული, უზარმაზარი შენობებისა და ნივთების შემყურეს?  მოახერხებს, კითხვებზე პასუხების პოვნასა და ნივთებს შორის ურთიერთკავშირს აღდგენას?

წიგნის ბოლომდე ისე ჩახვალთ, ვერც კი მოასწრებთ, აღმოაჩინოთ, რომ მთავარი გმირი მკითხველისთვის უსახელოდ რჩება; თუ არ ჩავთვლით ერთ ნიუანსს, რომელიც ბოლო გვერდზეა მოცემული, სადაც რომანის ავტორს თავისი სახელი აქვს გამოყენებული…

კატეგორიები:ლიტერატურა
  1. April 24, 2011 at 12:50 pm

    იცი ეს ჩემი 2010 წლის საყვარელი ნაწარმოებია … განსაკუთრებით განივცადე ზოგადად ამერიკის და Empire State building-ის მონახულების ეპიხოდით.. ზუსტად ეგ განცდა მქონდა მე… ზუსტად მას ემოვიქეცი მეც, როდესაც ამერიკაში ჩვედი… რამდენჯერმე გადავდე მისი მონახულება, უფრო სწორედ ბოლო სართულზე ასვლა, თორემ ის კი მიწევდა სიარული მანდ..
    საოცარი შეგრძნებაა და ერთგვარად თამამად შემიძლია გავიზიარო გმირის ძმის პოზიცია და მეც მოკრძალებულად ვთქვა, რომ ნიუ-იორკში წასვლა ეს უკვე პერსპექტივაა….

    • April 24, 2011 at 5:56 pm

      ეგ პერსპექტივა მხიბლავს და მიზიდავს!❤😉

  2. April 24, 2011 at 12:52 pm

    და საინტეერსო ის იყო, რომ როცა ჩემს მეგობარს ვესაუბრებოდი, მან მითხრა რომ ერთ ნაწარმოებშ მიპოვა, წავიკითხე და საოცარი შეგრძნება მქონდა… არ შმეიძია ამის გამდოცემა, რადგან ჩემს შემხვევაში ფაქტებიც კი ის ვითარდებოდა გმირის ცხოვრებაში, როგორც ჩემთან….

    • April 24, 2011 at 5:57 pm

      თუ შეძლებ, გაგვიმხილე, რომელ ნაწარმოებში აღმოგაჩინა მეგობარმა? დავინტრიგდი:))

  3. April 25, 2011 at 12:14 pm

    ბურთის და დაფის მიგნება მომოწონა მეც🙂 ჩემთვის სკანდინავები, ძირითადად, საბავშვო ლიტერატურასთან ასოცირდება და მინიმალისტურ-პრიმიტივისტული პროზა საინტერესოც იყო და ახალიც.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: