მთავარი > ჩაკეტილი სივრცე > სანამ პირში სული მიფართხალებს

სანამ პირში სული მიფართხალებს


სათაურის მეტ-ნაკლები სარკაზმულობით ხაზი ესმევა ჩვენი ყოფიერების ხანმოკლეობას.

მსგავსი შინაარსის პოსტის დაწერას ვაპირებდი სახელით – “მინდა”😛 პირველად “სანამ ცოცხალი ვარ” წავიკითხე ანას ბლოგზე და ბევრი საერთო სურვილი აღმოგვაჩნდა. სურვილები შეიძლება განმეორებადი იყოს იმათთანაც, ვინც შემდგომში დაწერს რამე ამდაგვარს, მაგრამ მე მაინც გავაკეთებ ჩემეულ სიას😉

სანამ პირში სული მიფართხალებს, მინდა, რომ:

  • მქონდეს დიდი სახლი, სხვადასხვანაირად მოწყობილი ოთახებით, რომელიც შაბათ-კვირაობით სავსე იქნებოდა დივნებზე ჩაძინებული მეგობრებითა და იატაკზე დაყრილი ლუდის ბოთლებით
  • მოვაწყო კაბინეტი – წიგნებით სავსე და თანამედროვე ტექნიკით “აბჯარასხმული”
  • სხვენში მქონდეს ძირს დაგებული მატრასი, კუთხეში ჩამოკიდებული ჰამაკი და ფართო ფანჯარასთან მდგარი ტელესკოპი
  • მყავდეს 3 შვილი, განსხვავებული ხასიათებისა და მისწრაფებების მქონე
  • ვნახო, როგორ ბრუნდებიან ქართველები საქართველოში და ყველანი ერთად იწყებენ ქვეყნის აბსოლუტურ გაძლიერებას
  • საკუთარ კუნძულზე ვფლობდე რანჩოს, სადაც არაბული ჯიშის ულამაზესი და ძლიერფეხება ცხენები/ კვიცები მეყოლებოდა
  • მყავდეს ფუმფულა თეთრი ბაჭია და გონიერი ძაღლი
  • ვისწავლო ცურვა, მანქანის ტარება და ცხენზე ჯირითი
  • დავწერო ერთი და ძალიან ძლიერი რომანი, რომელიც ყველა დროის აუცილებლად საკითხავ წიგნთა შორის მოხვდება ყოველთვის
  • დავაარსო მოხუცთა და უსინათლოთა თავშესაფარი
  • გავხსნა მსოფლიოში ყველაზე დიდი უფასო ბიბლიოთეკა და საკითხავი “კარცერები” თავისი ყავა/ჩაი შესვენებით🙂
  • შევძლო პარაშუტიდან გადმოხტომა და რამდენიმე სხვა “გიჟური” რამის ჩადენა
  • 30 წლამდე მოვასწრო ესპანური და ფრანგული ენების სწავლა, რუსული ენის გაუმჯობესება
  • მოვხვდე რიოს კარნავალზე
  • ტუჩებზე ვეამბორო სფინქსს
  • ვერტმფრენით შემოვუარო ჩინეთის დიდ კედელს
  • მოტოციკლეტით ვიქროლო იტალიის ვიწრო ქუჩებში
  • ჩემ ბიჭთან ერთად ვნახო: ლონდონი, მალდივის კუნძულები, მაჩუ-პიქჩუ, მეტეორა.
  • მეგობრებთან ერთად ვნახო: დრაკონის ნავების ფესტივალი ჩინეთში, სიკვდილის ხეობა კალიფორნიაში, ვიეტნამის სტალაგმიტური გამოქვაბული, ინგლისში დევონშირის საგრაფოს ზღაპრული სასახლეები
  • ჰიმალაის მთებში მცხოვრები ბერებისგან ვისწავლო რამდენიმე ფოთოლით მთელი თვის განმავლობაში ცხოვრება და სიფრიფანა პერანგით სუსხის ატანა
  • სწრაფად გარდავიცვალო და სიკვდილი იყოს უმტკივნეულო, მშვიდი

პ.ს. ბედნიერი ვიყო, სანამ დედამიწაზე ვიქნები.

თეგ–თამაშების მომხრე არ ვარ, მაგრამ მაინტერესებს, რის მოსწრებას აპირებენ ცხოვრების განმავლობაში ზიზი, ეკა, სალომეა, ზურ.ჯი , მწიფე ქლიავის ბლოგის ავტორი და დეკემბერიუსი, ამიტომ ცოტა დაგვიანებით პოსტში ვთაგავ მათ😉 რავიცი, პასუხი თუ არ დაეზარათ :–P

კატეგორიები:ჩაკეტილი სივრცე
  1. March 18, 2011 at 4:32 pm

    მმმმმმმ რა კარგი გოგო ხარ და მე აქამდე არ მინახავს sorry
    შენს თეგ თამაშში სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ იცი რა ხდება? გიორგიმ ნახა ეს თამაშები და მითხრა მოდი ჩამოვწეროთ ფურცელზე და ერთმანეთს გავუცვალოთო. ვნახოთ თუ დაემთხვევა ერთმანეთს ჩვენი აზრებიო:)
    მოკლედ სანამ მას არ ვანახებ არ გამოვაქვეყნებ:)

    შენი სურვილებიდან განსაკუთრებით ესენია ახლო

    დავწერო ერთი და ძალიან ძლიერი რომანი, რომელიც ყველა დროის აუცილებლად საკითხავ წიგნთა შორის მოხვდება ყოველთვის

    გავხსნა მსოფლიოში ყველაზე დიდი უფასო ბიბლიოთეკა და საკითხავი “კარცერები” თავისი ყავა/ჩაი შესვენებით

    შევძლო პარაშუტიდან გადმოხტომა და რამდენიმე სხვა “გიჟური” რამის ჩადენა
    ჩემ ბიჭთან ერთად ვნახო: ლონდონი, მალდივის კუნძულები, მაჩუ-პიქჩუ, მეტეორა.

    ჰიმალაის მთებში მცხოვრები ბერებისგან ვისწავლო რამდენიმე ფოთოლით მთელი თვის განმავლობაში ცხოვრება და სიფრიფანა პერანგით სუსხის ატანა

    გისურვებ ამ სურვილების რეალობაში ახდენას:)

    • March 18, 2011 at 6:08 pm

      გიორგის კარგი იდეა მოსვლია:) ოკ, დავიცდი სანამ ერთმანეთს ანახებთ😉
      შენც გისურვებ, აგხდომოდეს სურვილები და ჩანაფიქრები:)

  2. March 22, 2011 at 4:27 pm

    დღეს გავცალეთ მე და გიორგიმ ,,სანამ ცოცხალი ვარ მინდა”
    აღმოჩნდა, რომ ჩვენი 12 სურვილი დაემთხვა ერთმანეთს
    რამდენინე ჩემსას დავწერ, რადგან გაინტერესებდა:)

     ქოხი მქონდეს… ადამიანებისგან შორს… სიმშვიდეში… იქვე ნავი, რომ ვიცურო მშვიდად
     გავუშვა ფრანი
     მქონდეს ყველაზე ლამაზი, ყველაზე მრავალფეროვანი წიგნების მაღაზია, ლიტ.კაფით და უფასო ბიბლიოთეკით.
     ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში ვილოცო
     ხანცთა, ბანა, იშხანი ვნახო
     ჰემინგუეის სახლ–მუზეუმი დავათვალიერო
     აღდგომას იერუსალიმში შევხვდე
     პაწუკა მათე მყავდეს
     შორეულ ნაოსნობაში გემით წავიდე
     ჩემი ფილმის სცენარი ნამდვილ ფილმად იქცეს და ოსკარი აიღოს (სამადლობელი სიტყვა უკვე მოფიქრებული მაქვს)
     ვენეციურ კარნავალზე ნიღბებით და ლამაზი სამოსით წავიდე, სიყვარულის მეჯლისზე გათენებამდე ვიცეკვო ვალსი, ტანგო…

  3. March 23, 2011 at 6:06 am

    რომანტიკული ბუნების ყოფილხარ, კარგი სურვილებია. სახელი მათე მეც მომწონს:) ქოხი როგორ დამავიწყდააააა, არადა სულ მაგაზე ვწუწუნებ ხოლმე :პ ფილმის სცენარზე არც მე ვიტყოდი უარს :)))))

    აგსრულებოდეს ყველა უკლებლივ, შენს გიოსთან ერთად😉

  4. March 23, 2011 at 4:31 pm

    გამოუსწორებელი რომანტიკოსი:) ასე იძახის ერთი ჩემი მეგობარი, მაგრამ მგონი რეალისტი გავხდი:)

    შენც იგივეს გისურვებ:*

  5. April 24, 2011 at 12:45 pm

    ეს აქამდე უნა მენახა🙂

    1. მინდა საქართველოდან ხანგრძლივი დროით წავიდე და სხვაგან ვიცხოვრო, იქ სადაც პიროვნული რეალიზებულობის განცდაცაა და პერსპექტივაც….

    2. ვიყიდო სახლი, სადაც ჩემს სამყაროს შევქმნი. სააც მეგობრებს ვახშმებზე დავპატიჟებ… სადაც მე ვიქნები ჩემთან

    3. ადრე თუ გვიან გავხდე ბიოლოგოირუი დედა, და განვიცადო ფეხძმძმობის პერიოდი და საკუთარი ნაყოფის სიყვარული …

    4. ვიპოვო ჩემი ‘მე’

    5. გავხდე🙂

    • April 24, 2011 at 12:45 pm

      რიგითობა პირობითია

    • April 24, 2011 at 5:14 pm

      ეს ყველაფერი მეც ასახდენი მაქვს :)))
      წარმატებები!😉 მინდა, რაც შეიძება მეტი ადამიანი იყოს ბედნიერი და სურვილებასრულებული🙂

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: