პასუხი ჰექსეს:)


დღეს გადავაწყდი ჰექსეს დაწერილ პოსტს, სადაც ის ხარისხიანად წერისკენ დელიკატურად მოუწოდებს გუდიანი კაცის გამოჩენის შემდგომ ახლადგამომცხვარ “ჟურნალისტებსა” და “არაჟურნალისტებს”.

რატომ ვპასუხობ პოსტით და არა კომენტარით? – არაერთხელ გამიგია ამ საკითხით შეწუხებული ადამიანების მსგავსი შენიშვნები და უნდა ვაღიარო, აქამომდე გამოუხმაურებლად ვუერთდებოდი მათ; მაგრამ ვინაიდან ამირანის გულში ნამღერის გამომცნობი ჯერ არ ყოფილა ჩემს პრაქტიკაში, ჯობია, გავხსნა ბაგენი ჩემნი საღაღადებლად და დავარღვიო დუმილი ოქროი ესრეთ (ამჯერად) არამიზანშეწონილი😀 ამისთვის კი, სავარაუდოდ, კომენტარის მოცულობის გონივრული ფარგლები მაინც არ მეყოფოდა…😛

ბლოგერობის ამბიციამ ბოლო დროს საქართველოში, ისევე როგორც თავის დროზე ყველაფერმა ახალმა ყველაფერში, ამჯერადაც ზღვრულ ნორმას გადააჭარბა. ვინაიდან ამ ყველაფრისთვის დემოკრატიული პრინციპები ფართო ასპარეზს ქმნიან, ბლოგინგს–მოწყურებულნიც წერენ, წერენ და წერენ… ვინღა დარდობს ტექსტის გამართულობაზე, პუნქტუაციის დაცვაზე თუ შინაარსის ხარისხზე! ამ საკითხით შეწუხებულ ადამიანებს კი მინდა აზრნი ჩემნი რამდენადმე დამამშვიდებელად მოვუვლინო:🙂

რას ვაკეთებთ, როცა ვხედავთ, რომ პოსტის ავტორს “მინიმუმ წერის და მაქსიმუმ ქართულის ცოდნა ესაჭიროება?”

პირველ რიგში: ნვხურავთ ბლოგს და თავს არ ვაძლევთ უფლებას, ბოლომდე ჩავყვეთ პოსტს – მითუმეტეს, ამას არავინ გვაძალებს.  

მეორე: ინტერესების შესაბამისად ვირჩევთ რამდენიმე ბლოგს, რომლებსაც ვკითხულობთ სისტემატიურად და ხანდახან “ვატარებთ” არც თუ ისე ჩვენთვის აქტუალურ თემაზე მომზადებულ პოსტებს.  მთავარია, ვიცოდეთ, როგორი ნაწერის შემოთავაზება გველის ავტორისაგან.  

მესამე: მუდმივად ვზრუნავთ საკუთარ განვითარებაზე, რითაც მინიმუმამდე დაგვყავს იდიოტური  წინადადებებისათვის – თვალისა და დამახინჯებული ფრაზებისათვის – ყურის შეჩვევის შანსი.  

მეოთხე: თუ წერა წერის წესების უცოდინარმა დაიწყო, მაშინ მის ამბიციებს ვერაფერი შეაჩერებს, სანამ თვითონ არ მოექცევა საკუთარი უცოდინრობის ჩიხში. თანაც, ამის უფლებას არც დემოკრატიულ საწყისებზე მოაზროვნე (ასეთის შემთხვევაში) ჩვენი გონება მოგვცემს.  

მეხუთე: ნუ დაგვავიწყდება ბლოგინგის ერთი წესი – ბლოგერი წერს, წერს შეუწყვეტლივ და, საბოლოოდ, რაოდენობა გადაიზრდება ხარისხში.

პ.ს. როგორც ქუხს, ისე არ წვიმსო, ხომ გაგიგიათ?😉

  1. March 26, 2011 at 7:11 pm

    მადლობა პასუხისთვის🙂
    პირველ რიგში ეს უშუალოდ და მხოლოდ ბლოგებს არ ეხებოდათ.
    პირველ რიგში ეს იმ ადამიანებისადმი იყო მიძღვნილი რომელთაც აქვთ სერიოზული პრეტენზია მედიაში და ამბიცია რომ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენენ.

    რაც შეეხება არ მოგწონს, გადადი სხვა ბლოგზე, საიტზე, დახურე საიტი არ წაიკითხო.
    ამას არ ვიზიარებ, იმიტომ რომ მაგონებს ლოზუნგს; არ მოგწონს ტელე არხი? გადართე. ამის წინააღმდეგი ვარ იმიტომ რომ ამდენ გადართვა-გადართვაში ერთხელაც აღმოვაჩინე რომ გადასართველი აღარ დამრჩენია არსად, იხ. პოსტი http://www.hexsus.com/2011/03/blog-post_20.html და ასევე ამდენ ჩაკეცვა- დახურვაში ერთხელაც აღმოვაჩენ რომ ჩსაკეც-დასახური აღარ დამრჩა
    კრიტიკა აუცილებელია განვითარებისთვის )

    • March 26, 2011 at 9:11 pm

      კრიტიკას ნამდვილად აქვს თავისი ძალა და რიგ შემთხვევაში აუცილებელიცაა. მე მხოლოდ შემთხვევეს და გერემოებებს ვაქცევ ყურადღებას ასეთ დროს; და თუ ვფიქრობ, რომ კრიტიკას შედეგი არ მოყვება, თავს ვიკავებ აზრის გამოთქმისაგან. უკვე უნივერსიტეტდამთავრებულ და ჟურნალისტობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანს კრიტიკამ არა მგონია რამე უშველოს, როცა ელემენტარული გრამატიკული წესები არ იცის და აუცილებელ ზოგად განათლებას არ ფლობს.

      შენ ზოგადად დაწერე და ასეთი პოსტები მართლა უნდა იწერებოდეს, დამწყებები ან მონდომებულები მაინც ეცდებიან რეალურად გაითვალისწინონ/გამოიყენონ.

      პ.ს.კომენტარში მითითებული პოსტიც წაკითხული მაქვს;) თუ ცალკეული ჟურნალისტები მაინც ვერაფერ შეცვლიან, იქნებ ტელევიზიების ხელმძღვანელობა უფრო სერიოზულად დაფიქრდეს ამდენი ჯანსაღი კრიტიკის მერე…

  2. ბაჩო
    March 28, 2011 at 10:21 am

    tatatatuli: ვფიქრობ ზოგი ჟურნალისტი სერიოზულ განათლებასაც არის მოკლებული (რაც აუცილებლად ჭირდება ყველა ჟურნალისტს) და ბლოგერი არ საჭიროებს განათლებას, რაც თქვენსავე პოსტში წერია (რაოდენობა გადაიზრდება ხარისხში, ან არ გადაიზრდება ხარისხში და დარჩება უყურადღებო ბლოგად).🙂 თუ თქვენ ჟურნალისტი ხართ, იქნება საქართველოს ტელესივრციდან გააქროთ სიტყვა “ძაან”, “ოღონდ მართლა” და მსგავსი სულელური ტერმინები. რამენაირად ჟურნალისტებმა პირველი სიტყვა “დიახ” არ იხმარონ და საინფორმაციო გამოშვებაში დიქტორი ზუსტად არ ამბობდეს იმას რაც სიუჟეტში სიუჟეტის ავტორმა და პირველწყარომ უნდა თქვას. დამღლელია.
    15 პულტი გამოვცვალე ტელევზორის, გადართვებისგან ფუჭდებახოლმე🙂

    • March 29, 2011 at 7:14 am

      ჟურნალისტი არ ვარ, მაგრამ ჟურნალისტობაზე თავდადებული ბლოგერების ცუდად დაწერილი პოსტები ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია. აღარაფერს ვამბობ დიქტორის, სიუჟეტის ავტორისა და პირველწყაროს საუბრის შინაარსის ზედმიწევნით თანხვედარაზე…

      ერთი იდეა კი მაქვს, მართლწერისა და სინტაქსურ–მორფოლოგიურ საკითხებზე ჟურნალისტებისთვის ტრეინინგი ჩაეტარებინათ კვალიფიციურ ფილოლოგებს, აზრის ლაკონურად და სწორად გადმოცემაც ესწავლებინათ და მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და ეფექტურად შეფასების უნარი დაეხვეწათ, ფაქტების და გარემოებების გადმოცემისას ბალანსის დაცვაზე გაემახვილებინათ ყურადღება და ა.შ.

      პოსტის ფარგლებს ცოტა არ იყოს გავცდით, რადგან მხოლოდ ბლოგერებს ეხებოდა. ბლოგერს კი მეტ–ნაკლებად ეპატიება მსგავსი საკითხების არ/ნაკლებად ცოდნა, უბრალოდ, თუკი სათანადოდ ვერ წერს, მთავარია პროფესიული კუთხით ფილოლოგობაზე ან ჟურნალისტობაზე მაინც არ დებდეს თავს.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: