მანაროლა


მანაროლა… ზღაპრული პაწაწინა ქალაქი იტალიის ზღვისპირეთში… ჩინკუე ტერრეს ანუ „ხუთი მამულის“ რეგიონში გაშენებულია ხუთი მომცრო სოფელი (Monterosso al Mare, Vernazza, Corniglia, Manarola, and Riomaggiore), რომლებიც ერთმანეთს ფეხით სავალი ბილიკებით უკავშირდება. ხუთივე სოფელი თვითმყოფადია და ერთმანეთისგან განსხვავებული. ამჯერად მოგზაურობით დაინტერესებულთა ყურადღებას პატარა, მაგრამ საკმაოდ ცნობილ მანაროლაზე შევაჩერებ.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსება, რაც ჩინკუე ტერრეს დაბას გააჩნია, ესაა მანქანების არარსებობა. ერთადერთი გადაადგილების საშუალება, რასაც აქ შეხვდებით, ეს მომცრო ზომის ავტობუსია, რომელსაც მგზავრები პარკიდან ცენტრამდე გადაჰყავს. ხოლო ხუთივე სოფელს შორის დამაკავშირებელი ტრანსპორტი მატარებელია. ზუსტად ასე შეგიძლიათ მოხვდეთ მანაროლაში.

სახელი მანაროლა ლათინური სიტყვებიდან – Magna Rota – წარმოიშვა, რამაც ადგილობრივ დიალექტში ცვლილება განიცადა – Magna Roea, რაც „დიდ ბორბალს“ ნიშნავს. მანაროლა, შესაძლოა, უძველესია ჩინკუე ტერრეს ხუთეულიდან, ვინაიდან აქ არსებული San Lorenzo-ს ეკლესიის ქვაკუთხედი 1338 წლითაა დათარიღებული.

ამ თვალწარმტაცი სოფლის ირგვლივ ხშირად შეგხვდებათ ციცაბო ფერდობები, თუმცა იმდენად დიდებული სანახაობაა, რომ მათი სიმაღლიდან გადმოხედვამ შეუძლებელია თავისუფლების გრძნობის მთელი სიმძაფრით არ აღგავსოთ. აქ არ შეგაწუხებთ რაიმე საყვირის სიგნალი, მანქანების ხმაური, ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩები, საგზაო შემთხვევები.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, სურვილის შემთხვევაში, მანქანაც ატაროთ; თუმცა, არარეზიდენტ პირებს სპეციალური ნებართვა ესაჭიროებათ მანქანის ყოლისთვის. მისი დაყენება კი მანაროლას შემოგარენში მოგიწევთ და უკან ავტობუსით უნდა დაბრუნდეთ ან სულაც ფეხით გაუყვეთ გზას. ეს არც ისე შემაწუხებელია – ეს სოფელი ნამდვილად შვენიერი და მოხერხებულად პატარაა.

როგორც გითხარით, მანაროლა დანარჩენ სოფლებს ბილიკებით და საცალფეხო ვიწრო გზებით უკავშრდება, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიუყვება. ასევე შესაძლოა ბორანით ან ნავით გაღმა ნაპირამდე გადაცურვა. მანაროლადან რიომაგორამდე მისასვლელ გზას Via dell’Amore ჰქვია, რაც სიყვარულის ბილიკს/ლურჯ გზას ნიშნავს.

თუ გადაწყვეტთ, მანაროლას ესტუმროთ და ხარჯებიც მოზომილად გათვალოთ, თქვენთვის მოსახერხებელი იქნება ახალგაზრდულ ჰოსტელში გაჩერება, რაც აუცილებლად შეგხვდებათ მანაროლასთან არსებული მაღლობის თავზე. იქ არც ჰილტონის სასტუმრო დაგხვდებათ და არც აუზი, სამაგიეროდ ხმელთაშუა ზღვის მშვიდი ტალღები იზრუნებენ თქვენს გაგრილებაზე, განწყობას კი მთების სილამაზე შეგიქმნით.

როგორც სურათზე ხედავთ, საცურაო ადგილი მოხერხებულად და მყუდროდაა შექმნილი. ხმელთაშუა ზღვის ეს პატარა უბე ბევრად დიდია, ვიდრე სურათიდან ჩანს. მანაროლაში მოგზაურობისას ღამის გასათევი სხვა ადგილები შეგიძლიათ მოძებნოთ ამ ლინკით.

თუკი ადრე, უძველესი ტრადიციებიდან მოყოლებული, მარანოლაში მცხოვრებნი თავს თევზჭერითა და ღვინის წარმოებით ირჩენდნენ, ახლა ადგილობრივები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს მასპინძლობენ, რომლებსაც განსაკუთრებულად იზიდავთ აქაური ფეხით სასიარულო ბილიკები, ზღვისპირას განლაგებული ციცაბო მთები და სოფლის მახლობლად გაშენებული ვენახები. ადგილობრივი წარმოების ღვინო – ‘Sciacchetrà’ – ისევე, როგორც სხვა ყველაფერი მანაროლაში, განსაკუთრებულად გემრიელია.

  1. April 7, 2011 at 7:37 pm

    სამოთხეა…

    • April 7, 2011 at 7:58 pm

      კი, დედამიწისეული:)

  2. April 8, 2011 at 9:19 am

    არ ვიცოდი… ინფორმატიული პოსტია. თან – გემრიელად დაწერილი.

    მანქანების არარსებობამ, სიმშვიდემ და დროის ზანტმა დინებამ მომხიბლა. მართალი ხარ, მერი🙂 ნამდვილი სამოთხეა🙂

    თათული, შენი ბლოგი აქამდე გამოწერილი მეგონა. წესით, პოსტები ფოსტით უნდა მომსვლოდა და ახლა აღმოვაჩინე, რომ არა😦 გამოვწერ და აღარ გამომეპარება.

    • April 8, 2011 at 11:20 am

      მოლი, ვეცდები, ყოველთვის “გემრიელად დაწერილი” პოსტები მიიღო ფოსტით🙂😉

  3. April 13, 2011 at 5:10 pm

    ,,მანაროლადან რიომაგორამდე მისასვლელ გზას Via dell’Amore ჰქვია, რაც სიყვარულის ბილიკს/ლურჯ გზას ნიშნავს”

    რა მაგრიაააააააა
    მომინდა:( ვგიჟდები იტალიაზე და ამ ადგილის შესახებ ახლა გავიგე
    სიამოვნებით ვიცხოვრებდი ოცნებად მაქვს ასეთი ადგილები

    • April 13, 2011 at 6:19 pm

      კიდევ ერთი საერთო გვქონია – იტალია!;)
      რადგან შენი ოცნებაც ყოფილა, მაშინ შემიძლია, რომში ერთთვიანი ტურისტული მოგზაურობის შესახებ მოგაწოდო ინფორმაცია, რომელიც ენის სწავლასაც მოიცავს, თანაც ყველაფერს – მინიმალურ ფასებში;)

  4. April 16, 2011 at 5:08 pm

    სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ წავალ, თუმცა სანამ ცოცხალი ვარ ვნახავ იტალიას და ამ პოსტის გამო მანაროლას, მე და გიორგიმ უკვე დავგეგმეთ ჩვენი ტური ლურჯი გზით საოცნებო იტალიაში

    • April 16, 2011 at 6:01 pm

      ჯერ არც მე ვყოფილვარ, მაგრამ მის უნახავად სიკვდილს არ ვაპირებ:))) მანაროლას გარდა პოსიტანო აღმოვაჩინე და მის შესახებ პოსტ ვამზადებ;) ისიც ისეთი ლამაზია, არჩევანს ვერ გააკეთებ – მანაროლა თუ პოსიტანო❤😉

  5. lilia
    May 5, 2011 at 10:50 pm

    saintereso saitia zalian

  6. May 19, 2011 at 9:30 am

    თათული, არ ვიცი ვინა ხარ, მაგრამ აშკარად გემოვნებიანად და კარგად წერ, მე იტალიაში ძალიან დიდი ხანი (7 წელი) ვიცხოვრე, ახლაც ხშირად ჩავდივარ, და გამახარა ამ ჩანაწერმა.
    მხოლოდ ერთი შენიშვნა:
    cinque terre – ქართულად იწერება როგორც იტალიურში იკითხება ჩინკუე ტერრე
    და პოზიტანო.

    • May 19, 2011 at 9:44 am

      soso, გმადლობთ ამ შენიშვნებისთვის, პოსტში შესაბამის ჩასწორებას გავაკეთებ და პოზიტანოზეც უკვე ზუსტი გამოთქმით ვისაუბრებ🙂

      პ.ს. 7 წელი… რა ბედნიერებაა. ალბათ, ფეხით გაქვთ მთელი იტალია მოვლილი და რამდენ უმაგრეს ადგილს ნახავდით!..

  7. maka
    May 24, 2011 at 1:37 pm

    ძალიან ლამაზი ყოფილა მანაროლა,დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის!

  1. July 11, 2011 at 8:13 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: