მთავარი > Uncategorized > როგორ ვწეროთ/ვიმეტყველოთ უკეთ – 1

როგორ ვწეროთ/ვიმეტყველოთ უკეთ – 1


შენიშვნა: პოსტი შემუშავდა წერითი უნარ-ჩვევების

შეძენა-გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ადამიანებისათვის.

წერისა თუ მეტყველების დროს შეცდომების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ისეთი სიტყვების არსებობაა ენაში, რომელთა ბგერითი აგებულება და გარეგნული იერი ერთმანეთს ძალიან წააგავს, მაგრამ მნიშვნელობით ისინი სრულიად განსხვავდებიან. ჟღერადობით მსგავსსა და შინაარსით განსხვავებულ სიტყვებს პ ა რ ო ნ ი მ ე ბ ს უწოდებენ. ამდენად, რომელიმე ორი სიტყვა პარონიმად ჩაითვლება მაშინ, როცა ისინი ერთმანეთში აირევიან. პარონიმები საკმაოდ ხშირად თავგზას გვიბნევენ როგორც წერისას, ასევე მეტყველებისას. ამიტომ, მეტი თვალსაჩინოებისათვის რამდენიმე მათგანს მაგალითად მოვიყვან:

ადრესატი – ის, ვისაც უგზავნიან

ადრესანტი – ის, ვინც აგზავნის

აბონენტი – აბონემენტის მფლობელი, მომხმარებელი

აბონემენტი – მრავალჯერადი გამოყენების ბილეთი

აღქმა – შეცნობა, გრძნობათა ორგანოებით რაიმეს მიღება

აღთქმა – პირობა

ბილინგვი – ორ ენაზე მოსაუბრე ადამიანი

ბილინგვა – ორ ენაზე შედგენილი ტექსტი

დიპლომატი – ელჩი, პოლიტიკური პირი უცხო სახელმწიფოში და ა.შ.

დიპლომანტი – სტუდენტი, რომელიც სადიპლომო ნაშრომს ამზადებს და დიპლომის ასაღებად ემზადება

კამპანია – მოძრაობა, ღონისძიება რაიმე მიზნის მისაღწევად

კომპანია – ამხანაგობა, ჯგუფი

ემიგრანტი – უცხოეთში საცხოვრებლად წასული პირი

იმიგრანტი – შენს ქვეყანაში საცხოვრებლად ჩამოსული პირი

მიგრანტი – საკუთარ ქვეყანაში ადგილმონაცვლე პირი

ორდენი – მედალი, ჩინი

ორდერი – საბუთი, სანქცია

კონიექტურა – ტექსტის დაზიანებული ადგილის აღდგენა შინაარსის გათვალისწინებით

კონიუნქტურა –  შექმნილი ვითარება, გარემოება

რიტმი – თანაზომიერი მონაკვეთების რეგულარული გამეორება

რითმა – ლექსის სტრიქონების ერთნაირი დაბოლოება

ნოტი – მუსიკალური ნიშანი

ნოტა – დიპლომატიური წერილი

ცივილური – საზოგადოებრივი, სამოქალაქო

ცივილიზებული – განვითარებული საზოგადოება, კულტურული

უებარი – წამალი

უებრო – შეუდარებელი

მცნება – შეგონება

ცნება – ზოგადი სახელი, ტერმინი

სწორედ ამას მოგახსენებდით! (ზუსტად)

სწორად გაიგეთ! (მართებულად)

 

პ.ს. ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონი პირველად 2011 წლის იანვარში გამოიცა.

 

 

კატეგორიები:Uncategorized
  1. April 8, 2011 at 8:49 pm

    ეს ლექსიკონი მაინტერესებს.

    ყველაზე გავრცელებული შეცდომები შეგირჩევია..

    • April 8, 2011 at 9:04 pm

      რამდენიმე ავტორის გარდა, ლექსიკონის მთავარი რედაქტორი თამარ ვაშაკი­ძეა. მეც ვაპირებ ამ დღეებში მოვძებნო და შევიძინო კიდეც.

  2. April 11, 2011 at 8:52 pm

    საინტერესო და სასარგებლო პოსტია )

    • April 11, 2011 at 9:03 pm

      თუ ვინმე რეალურად გამოიყენებს, ყველაზე მეტად ეგ გამიხარდება:)

  3. Tata
    April 14, 2011 at 2:17 pm

    ემიგრანტი – უცხოეთში საცხოვრებლად წასული

    იმიგრანტი – უკან დაბრუნებული

    მიგრანტი – საკუთარ ქვეყანაში ადგილმონაცვლე პირი

    imigranti aris adamiani, romelic shens qvekanashi chamodis, magalitad, aqedan casuli turqetshi emigrantia chventvis, magram imattvis imigranti…

    • April 15, 2011 at 6:48 am

      თათა, გმადლობ. აბსოლუტურად გეთანხმები, ამიტომაც პოსტში შესწორებას შევიტან😉

  4. October 31, 2011 at 5:03 pm

    მე გამოვიკენე სკოლისთვფის მქონდა ამოსაწერი და სპ

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: