მთავარი > მწვანე ქოხში მომწყვდეული აზრები, ჩაკეტილი სივრცე > თათულის რამდენიმე უწესო სიყვარულის შესახებ

თათულის რამდენიმე უწესო სიყვარულის შესახებ


სიყვარულს თუ დღის დაწესება სჭირდებოდა, არ ვიცოდი… მე კი ვერაფერს დავუწესებ ჩემს თავისუფალ თავს:) აი, ის ყველაფერი, რამაც ყოველგვარი დადგენილი წესების გარეშე შემაყვარა თავი:

ბატიბუტისა და ჩიპსის ხრაშუნით ფილმების ყურება…

მსოფლიოს უძველესი და იდუმალი სილამაზის სასახლეები…

ფოტოგრაფია და პროფესიონალიზმით აღტკინებული ფოტოხელოვანები…

მაღალი მთებიდან ფილტვებით ღრმად შესუნთქული სუფთაზე სუფთა ჰაერი…

ცხენები…

„ბიბლუსის“ და „პარნასის“ თაროებზე ქექვა და მათ „ბინადრებთან“ ჩურჩულით გაბმული საუბარი…

ჩემი ბლოგი და მისი მკითხველები…

ჩემი მომავალი ფოტოაპარატი…

„ლუკა პოლარეს“ სტრაჩატელა…

ფიფლზ-ის ბრაუნი და რძიანი ბანანის შეიკი…

ჩემი უჯრების თავიდან დალაგება…

გარდერობის განახლება ქუნქულა და ფერადი ქსოვილის სამოსით…

მობეზრებული ნივთების „გაძევება“ სახლის ზღურბლიდან …

ბიბლიოთეკისთვის წიგნების შემატება…

“Old London”-ში და “Dublin”-ში „გობლინების“ მოსმენა…

იტალიის სოფლები – მანაროლა და პოსიტანო…

სავარძელში მყუდროდ ფეხმოკეცილი ჯდომისას ნაღებიანი ყავა…

დაფიონზე ტკბილად ძილი…

ძველი ნივთების გადაქექვა…

ზაფხულის ცხელ დღეს ბუნგალოს გარშემო ზღვის სიოს თავბრუდამხვევი ბოდიალი და ყავა ნაყინით…

იტალიელი მზარეულის გემრიელად მომზადებული პიცის კნაწუნი…

ქალაქგარეთ გამგზავრება და მერე ისევ მონატრებულ ქალაქში დაბრუნება…

Advertisements
  1. აპრილი 19, 2011, 2:44 PM

    თუ ატყობ, ამას რამდენი დაემთხვა?

    http://wp.me/p1gQ1e-dL

    • აპრილი 19, 2011, 7:54 PM

      ბევრი რამ:)) თან ჩემზე მეტი “სიყვარული” გქონია)))) ჰოდა, ამიტომაც მოვილტვი წიგნის ფესტივალზე, ახალი წიგნების აღმოჩენის გარდა კიდევ ერთი მიზეზი მაქვს – პირადად უნდა გაგიცნო

      ისე, მეტროში მგზავრობისას სულ ვკითხულობ, უცნობ ქუჩებში ხეტიალიც მიყვარს, ჯაზს შუადღისას სამსახურში ვუსმენ, შოკოლადი კი ჩემი სისუსტეა…:)) აი, ამოჩემებული წიგნები და უცნაური ფორმის ქუდები კი არ მაქვს :პ

  2. dancingdada
    მაისი 3, 2011, 8:38 AM

    ra sayvarlebi xarT, orive :-*

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: