მთავარი > ფოტოგრაფია > ტიმ უოლკერი – Fashion ფოტოგრაფი

ტიმ უოლკერი – Fashion ფოტოგრაფი


ტიმოთი იგივე ტიმ უოლკერი /Tim Walker/ 1970 წელს ინგლისში დაიბადა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ჩემთვის საყვარელი ბრიტანელი Fashion ფოტოგრაფია.

ფოტოგრაფირების უოლკერისეული სტილი ექსტრავაგენტული ხასიათითა და რომანტიული მოტივებით გამოირჩევა. მისი ფოტო-გმირები ზღაპრიდან გადმოსულ, იდუმალებით მოცულ, მისტიურ თოჯინებს გვანან. ფერები კი მეტწილად მხიარული და ხალისიანი აქვს არჩეული. ტიმის აზრით, მისი სტილი გარკვეულწილად ბავშვურია და გავს ბავშვობის ბედნიერ დროში დაბრუნების სურვილს.

უოლკერს ფოტოგრაფიისადმი ინტერესი ლონდონის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში არქივზე მუშაობისას გაუღვივდა. ლონდონში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი 1994 წელს შტატგარეშე ფოტოგრაფად მუშაობდა სანამ ნიუ-იორკში გადავიდოდა, სადაც რიჩარდ ავედონის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. ინგლისში დაბრუნების შემდეგ უოლკერი თავდაპირველად ადგილობრივი ჟურნალებისთვის პორტრეტებსა და დოკუმენტურ ფოტოგრაფიულ ნამუშევრებს იღებდა.

ტიმ უოლკერის ფოტოგრაფიული ნამუშევრებით განებივრებულები ყველაზე მეტად ჟურნალ „ვოგის“ მკითხველები არიან, რადგან მისი ფოტოები ჟურნალის ფურცლებს წლების განმავლობაში თვიდან თვემდე ამშვენება ახალ-ახალი სიუჟეტებითა და ფოტო-გმირებით. 25 წლის ასაკში ჟურნალ „ვოგისთვის“ მან პირველი „Fashion” ისტორია გადაიღო და მას შემდეგ მუშაობს როგორც ბრიტანული, ასევე იტალიური და ამერიკული გამოცემებისათვის. მისი შთაგონების წყაროს Cecil Beaton, Irving Penn, Will McBride წარმოადგენენ.


2008 წლის გაზაფხულზე ლონდონის დიზაინის მუზეუმში მოეწყო ტიმ უოლკერის ნამუშევრების პირველი ძირითადი და სერიოზული ჩვენება, რომელიც მისი პირველი წიგნის („ფოტოები“) გამოცემას დაემთხვა. ამ წიგნის ფასი ამაზონის ვებ-გვერდზე 3 000 დოლარია და დღეისათვის მხოლოდ ერთი ცალია დარჩენილი.

უოლკერის ფოტო-ნამუშევრები ლონდონში არსებული პორტრეტების ეროვნული გალერეის, ასევე „The Victroia“-სა და ალბერტის მუზეუმის მუდმივ კოლექციებში ინახება. 2008 წლის ნოემბერში უოლკერი  ბრიტანული მოდის საბჭოს მიერ დაჯილდოებულ იქნა „Isabella Blow award for Fashion Creator“-ით. 2009 წლის მაისში კი ნიუ-იორკში ფოტოგრაფთა საერთაშორისო ასოციაციამ დააჯილდოვმა Infinity Award-ით.

ტიმ უოლკერი ახლაც ლონდონში ცხოვრობს. თავის ფოტოგრაფიულ სტილზე 15 წლიანი მუშაობის შემდეგ იგი ფილმის გადაღებაზე მუშაობს. ქვემოთ ატვირთული ფოტოების გარდა ამ ლინკზე შეგიძლიათ დამატებით იხილოთ მისი ნამუშევრები.

კატეგორიები:ფოტოგრაფია
  1. April 23, 2011 at 3:34 pm

    გროტესკის მოყვარული ყოფილა. მართლა კარგია🙂 დანკე!

    • April 23, 2011 at 6:37 pm

      You’re most welcome, Molly:)
      ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა შენი შეფასებები😉

      • April 23, 2011 at 6:43 pm

        ჩემთვის შენი პოსტებია საინტერესო🙂

        მიყვარს იმათი კითხვა, ვინც ჩემზე მეტი იცის🙂

  2. April 23, 2011 at 6:51 pm

    ახლა კი ნამდვილად ალმური მომეკიდა:))
    შენი პოსტებით იმდენს ვიგებ…

    • April 23, 2011 at 7:53 pm

      მე უინტერესო ბლოგებს არ ვკითხულობ🙂 და საინტერესოებს არასოდეს ვტოვებ🙂’

      მადლობა ასეთი სასიამოვნო შეფასებისთვის🙂

      • April 23, 2011 at 8:29 pm

        მეხსი ასეთი სტიმულის მოწოდებისთვის🙂

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: