მთავარი > ფოტოგრაფია > ფოტოსესია – ოჯახური იდილია

ფოტოსესია – ოჯახური იდილია


ოჯახური იდილიის ასე ზღაპრულად გადმოცემას მხოლოდ მარიო ტესტინო თუ შეძლებდა – ის ხომ მოდის პროფესიონალ ფოტოგრაფებს შორის ფოტოკამერით შეიარაღებული ერთ-ერთი უმთავრესი ჯადოქარია! ჟურნალ “ვოგის” 2008 წლის ნოემბრის ნომრისთვის გადაღებული ფოტოსესიის დროს მარიო ტესტინოს ჩანაფიქრის განხორციელებაში მოდელი ნატალია ვაძიანოვა/Natalia Vodianova ეხმარებოდა.

ამ ფოტოსესიით კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რა ძალა აქვს ფოტოგრაფიულ წარმოსახვას, სათანადოდ შერჩეულ გარემოსა და ფოტო-გმირებისთვის შეხამებულ სამოსს. ეს რაღაც თანამედროვე ზღაპარს გავს, სადაც პრინცესა თავის პრინცთან ერთად ბედნიერებისა და ჰარმონიის საბურველში გახვეულ ოჯახთან ერთად იდუმალებით მოცულ სამყაროში ცხოვრობს…

Advertisements
კატეგორიები:ფოტოგრაფია
  1. აპრილი 25, 2011, 12:11 PM

    ნამდვილად ზღაპარს ჰგავს. ფონიც შესაბამისა და კოსტუმებიც. კომპოზიციაც იდილიურ-ზღაპრულია, მაგრამ ნატალია ვაძიანოვას სახის ოდნავ რბილი ნაკვთები რომ ჰქონდეს, სიუჟეტს უფრო მოუხდებოდა… იმჰო, რა თქმა უნდა 🙂

    • აპრილი 25, 2011, 12:16 PM

      მე კი პრინცის ტიპაჟს შევცვლიდი:) მგონი სხვანაირი გარეგნობის უფრო მოუხდებოდა, ოდნავ გრძელთმიანი. ეს ტიპი უფრო ბიზნესმენს გავს, ვიდრე ზღაპრულ პერსონაჟს და თითქოს ჰალსტუხი სჭირდება:)))

      პ.ს. იმჰო? რას ნიშნავს?:)

  2. აპრილი 25, 2011, 12:23 PM

    In My Humble Opinion – ჩემი მოკრძალებული აზრით 🙂

    თანამედროვე პრინცები ბიზნესმენებს მოგვაგონებენ 🙂

    • აპრილი 25, 2011, 12:27 PM

      ან პრინცების თანამედროვე აღქმაა ასეთი, თორემ ბიზნესმენების პრინცობა არ გაიშვა არსად 😀 😛

  3. Di@
    მაისი 2, 2011, 8:11 PM

    მელოტი პრინცი ❤ :)))

  4. marita
    მაისი 3, 2011, 2:23 PM

    ეს კაცი მისი მეუღლე იყო და სხვა პრინცი რა პონტში ? :)) ლამაზია ისე ფოტოები 🙂

    • მაისი 3, 2011, 2:45 PM

      ამჯერად მის როლს და მას, როგორც ფოტოსესიის იდეის მონაწილეს განვიხილავდით და არა როგორც ვაძიანოვას ქმარს 😉

  5. marita
    მაისი 3, 2011, 4:30 PM

    აა, უკაცრავად, ვერ გაგიგე სწორედ 🙂

  6. მაისი 10, 2011, 1:01 PM

    მარიო ტესტინოს ყოჩაღ:)
    საოცარი ფოტოებია, ულამაზესი

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: