Archive

Archive for მაისი, 2011

ფოტოებით მოთხრობილი ამბები თბილისის წიგნის XIII ფესტივალზე

მაისი 29, 2011 3 comments

წიგნის XIII ფესტივალზე მოლი ბლუმი უკეთ მოგითხრობთ, მე კი ფოტოებით წარმოგიდნეთ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გამართული ფესტივალის ამბებს. ფესტივალი, როგორც იცით, 26 მაისს გაიხსნა და დღეს დამთავრდა. შემდეგ ფესტივალამდე კი ისევ წიგნის მაღაზიების თაროებთან მოგვიწევს სტუმრობა.

პავილიონისკენ მიმავალ გზაზე წიგნებით დატვირთული და შენაძენით კმაყოფილი ადამიანები მხვდებოდნენ, შენობაში კი წიგნის სურნელით გაჟღენთილი გარემო და ბიბლიოფილთა ნამდვილი ფუსფუსი დამხვდა.

ამ ფერადოვან წიგნის სამყაროს დანახვაზე ჩემი ბავშვობის წიგნების მწირი ილუსტაციები სიბრალულით მახსენდება 🙂 აქ იყო ყველაზე ღია სტენდი, სადაც რიგი არ წყდებოდა

  წაიკითხე მეტი…

ფოტო-გამოფენა “მე ვხედავ” – ნატალი ბურდული და მაია ჭონქაძე

მაისი 26, 2011 3 comments

ფოტოგრაფიის მძაფრი ინტერესი იმ შორეული დროიდან მომყვება, როცა გარესამყაროს აღქმა დავიწყე და პირველად ვიგრძენი ფოტოზე შეჩერებული კადრის შინაარსი. დედამიწისფერ-თვალება ბლოგის მკითხველი დიდი ხნის წინ შეამჩნევდა, რომ ბლოგის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფებისა და მათი ნამუშევრების ისტორიების შესწავლითაა დაინტერესებული.

ამ ეტაპზე ქართველი ფოტოგრაფებისა და მათი ნამუშევრების ძიებაში ვარ. თუ ამ პოსტს კითხულობთ, ესე იგი თქვენც გაინტერესებთ, რა ხდება ქართულ ფოტოგრაფიულ სამყაროში, როგორ ვითარდება ეს ყველაფერი ჩვენს გარემოში. აი, ჩემი აღმოჩენაც:

2011 წლის 20 მაისს I See Studio-ს ორგანიზებით ჩატარებულ ფოტოგამოფენას დავესწარი, რომელიც ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფების – ნატალი ბურდულისა და მაია ჭონქაძის მიერ ინგლისში გადაღებულ ფოტონამუშევრებს ეძღვნებოდა. მათი პირველი პერსონალური გამოფენის სახელწოდება იყო “მე ვხედავ”.

დროზე ადრე მომიწია მისვლა, ამიტომ ცოტა ხანს გალერეა “უნივერსის” მახლობლად შევჩერდი. მალე შევამჩნიე, რომ ტროტუარზე ჩქარი ნაბიჯით მომავალი ადამიანები გალერეის შესასვლელში უჩინარდებოდნენ. რაღაც სასიამოვნოდ გამეღიმა – ისინი გამოფენისკენ მიიჩქაროდნენ.

საგამოფენო დარბაზში საინტერესო გარემო დაგვხვდა. ფოტო-გამოფენის თემა იყო ინგლისი, ჟანრი – პორტრეტული და ქუჩის ფოტოგრაფია. ლონდონის ქუჩებში დაჭერილი კადრები თავისებურ განწყობას ქმნიდა ფოტოგრაფიით დაინტერესებული სტუმრებისათვის, რომელთა შორის იყვნენ ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფებიც.

მაია ჭონქაძის და ნატალი ბურდულის ნამუშევრები განსაკუთრებით დააინტერესებს მათ, ვისაც ქუჩაში მოულოდნელად დაჭერილი კადრები და პორტრეტების იდუმალი შინაარსი ხიბლავს. წაიკითხე მეტი…

ომის ფოტოგრაფები

მაისი 15, 2011 10 comments

სტატია ეძღვნება ყველას, ვინც აღაფრთოვანა, შეაძრწუნა,აღაშფოთა, აატირა ან დააფიქრა ჩემს მიერ მომზადებულმა ინფორმაციულმა პოსტმა – 100 ფოტო, რომელმაც შეძრა მსოფლიო

ომის ფოტოგრაფიამ კაცობრიობას ისტორიული მნიშვნელობის კადრები შემოუნახა. ამ ფოტოგრაფიული ჟანრის მეშვეობით უამრავმა კადრმა მოაღწია ჩვენამდე, რომლებიც კაცობრიობის არსებობის მანძილზე მომხდარი შეიარაღებული კონკფლიქტების, ომის არეალში განვითარებული მოვლენებისა და  საომარ მდგომარეობაში მიმდინარე ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. წაიკითხე მეტი…

ომის შვილები

მაისი 11, 2011 3 comments

ყველაზე ცნობილი მოჩვენებები დედამიწაზე

მაისი 5, 2011 21 comments

რამდენად გჯერათ მოჩვენებების, გარდაცვლილთა მოხეტიალე სულების, ჭინკების თუ ოჩოპინტრეების არსებობის? ამბობენ, რომ ხდება შემთხვევები, როცა გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული ვერ ტოვებს დედამიწას, რადგან ახლობლების მიერ განცდილი ტკივილი თუ მძაფრი მოგონებები, აიძულებთ მუდმივ გონებრივ კავშირში დარჩნენ მათთან. იმის გამო, რომ ისინი აღარც ამ ქვეყანას ეკუთვნიან და ვეღარც იმქვეყნად წასვლას ახერხებენ, თავიანთ ადგილს ვეღარ პულობენ და მოუსვენრობა იპყრობთ.

უამრავი ფოტო თუ ვიდეომასალა მოიძებნება, რომლებიც თითქოსდა, აჩრდილების/მოჩვენებების არსებობის უტყუარ საბუთს წარმოადგენს. ამჯერად მხოლოდ ცნობილი მოჩვენებების ფოტოები მიმოვიხილოთ. რაღა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია. შესაძლოა, რომელიმე ფოტო თაღლითურად იყოს გაყალბებული; მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უმეტესი მათგანი რამდენიმე ათწლეულის წინათ იყო გადაღებული და ყოველგვარი ციფრული სამყარო, ფოტოშოპი თუ სხვა მსგავსი ინოვაცია იმ დროისათვის უცხო იყო, ფოტო-მანიპულაცია უბრალოდ ვერ მოხერხდებოდა. ამასგარდა, ყოველი სურათის ისტორიაში მითითებულია, რომ ისინი საგულდაგულოდ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული ექსპერტთა მიერ, რათა გაერკვიათ მათი ავთენტურობის საკითხი.

დაუმუშავებელ ფოტოებზე ასე აშკარად გამოსახული სილუეტები თითქოს ყოველგვარ გზას გვიჭრიან, რომ უარვყოთ ისინი. თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად  ნამდვილია თითოეული მათგანი. პ.ს. პოსტში ქვემოთ მოცემული ინფორმაცია მოძებნილ-ამორჩეულ-ნათარგმნ-დამუშავებულია ინტერნეტში მოძიებული სხვადასხვა მასალებიდან;)

1. Amityville-ში ოკეანის გამზირზე არსებული მოჩვენებების სახლი

წაიკითხე მეტი…

თუკი ბიჭი გოგოს შეხვდა ჭვავის ყანაში

მაისი 1, 2011 23 comments

ნოველის სათაური შოტლანდიელი პოეტის – რობერტ ბერნსის (1759-1796) სიტყვებზე დაწერილი ცნობილი სიმღერიდანაა. გამოიცანით ლიტერატურული ნაწარმოების გმირი, რომელიც ყველას და ყველაფერს აკრიტიკებს გარესამყაროში მოძრავი სუბიექტებიდან, მეამბოხე სულის მუდმივი პროტესტი კი ერთდროულად ახერხებს მკითხველის გაცინებასა და გაკვირვებას.

აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია – თუ ჯერომ სელინჯერის რომანის გმირისა და მკითხველის ასაკი ერთმანეთს ემთხვევა, დიდი შანსია, რომ ერთმანეთს ვერ შეეწყონ; ზრდასრული ადამიანისთვის კი ნაცნობია ის, რასაც გმირი განიცდის, რადგან მისი ყოველი აღტკინება თუ იმედგაცრუება უკვე გამოცდილი აქვს.

რეალიზმთან ახლოს მდგარი 16 წლის ჰოლდენ კოლფილდი ცინიკურად და  პირფერობის გარეშე საუბრობს უნივერსიტეტელის გარეგნობის მქონე, “ყოვლად ღირსეულად დაზმანულ” ტიპებზე; სიაბანდ პიანისტზე, რომელიც თავის დამდაბლების ნიშნად, საზოგადოებისთვის თავის დაკვრისას ლამის იატაკს ურტყამს თავს – “სინამდვილეში კი მაგარი სნობია – თუ ვინმე ვი-აი-პი არ ხარ ან რამე ეგეთი, სიტყვასაც არ გადმოგიგდებს”; ტაშით გადატყავებულ ხელისგულებიან პუბლიკაზე, რომელიც ის ხალხია “კინოებში რაღაც სისულელეებზე რომ ყროყინებენ ვირებივით”; ტიპებზე, რომლებსაც სივრცე სჭირდებათ დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად და სხვა უამრავზე. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ლიტერატურა