მთავარი > ლიტერატურა, სა-ქართველო, საინტერესო > ფოტოებით მოთხრობილი ამბები თბილისის წიგნის XIII ფესტივალზე

ფოტოებით მოთხრობილი ამბები თბილისის წიგნის XIII ფესტივალზე


წიგნის XIII ფესტივალზე მოლი ბლუმი უკეთ მოგითხრობთ, მე კი ფოტოებით წარმოგიდნეთ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გამართული ფესტივალის ამბებს. ფესტივალი, როგორც იცით, 26 მაისს გაიხსნა და დღეს დამთავრდა. შემდეგ ფესტივალამდე კი ისევ წიგნის მაღაზიების თაროებთან მოგვიწევს სტუმრობა.

პავილიონისკენ მიმავალ გზაზე წიგნებით დატვირთული და შენაძენით კმაყოფილი ადამიანები მხვდებოდნენ, შენობაში კი წიგნის სურნელით გაჟღენთილი გარემო და ბიბლიოფილთა ნამდვილი ფუსფუსი დამხვდა.

ამ ფერადოვან წიგნის სამყაროს დანახვაზე ჩემი ბავშვობის წიგნების მწირი ილუსტაციები სიბრალულით მახსენდება🙂 აქ იყო ყველაზე ღია სტენდი, სადაც რიგი არ წყდებოდა

 

აქაურობას ფამუქის "მე წითელი მქვია" აკლდა

ფესტივალზე მკითხველთათვის არაერთი წიგნის პრეზენტაცია გაკეთდა ავტორთა მიერ

ძალიან საინტერესო შემეცნებითი ლიტერატურა მოზარდთათვის (და არამარტო)😉

ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე საინტერესოდ გაფორმებული სტენდი (იმჰო)

ყველაზე ორიგინალური ადგილი ფესტივალზე, სადაც წიგნების დათვალიერება შეიძლებოდა, მაგრამ ყიდვაზე რა გითხრათ... წარწერა ყველაფერის მთქმელია🙂

გამომცემლობა "სიესტას" ზოგიერთ წიგნზე 40%-იანი ფასდაკლებაც კი ჰქონდა

ამ პაწაწინა არსებების შემხედვარე ერთხანს მათ შორი-ახლოს ვიდექი და ვუყურებდი, ჟღურტულით როგორ ხატავდნენ ბავშვური სამყაროს "შედევრებს"



  1. May 29, 2011 at 7:44 pm

    ფანტასტიური მოთხრობა გამოვიდა, თათული🙂

    • May 29, 2011 at 7:50 pm

      გმადლობ, მოლი, მაგრამ ლიტერატურულ ამბებზე თხრობაში შენ ვინ შეგედრება!🙂 ბევრი ვერაფერი შევიძინე ჩემი დაბლოკილი ბარათის გადამკიდე, მაგრამ მაინც ძალიან ვისიამოვნე😉

      გული იმაზე მწყდება, რომ ვერცერთ ბლოგერს ვერ გადავაწყდი, ვისაც ასე თუ ისე ფეისბუქით ვცნობდი😦

  1. May 29, 2011 at 8:06 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: