მთავარი > კინომანია > ბერტოლუჩის “მოპარული სილამაზე”

ბერტოლუჩის “მოპარული სილამაზე”


იტალიელი რეჟისორისა და მწერლის – ბერნარდო ბერტოლუჩის მიერ ტოსკანაში გადაღებული “მოპარული სილამაზე” ერთი ამოსუნთქვით სანახავი ფილმია. სცენარზე ბერტოლუჩიმ სუზან მინოტთან ერთად იმუშავა, რომლის კინო-ეკრანიზაცია მაყურებელმა 1996 წელს იხილა. ფილმში მონაწილეობენ Liv Tyler, D.W. Moffett, Jeremy Irons და Rachel Weisz. ბერტოლუჩიმ ლივ ტაილერი თავის მუზად აქცია და მთავარ როლზე დაამტკიცა. ამ როლის შემდეგ ლივი კრიტიკის ქვეშ მოექცა. დღემდე ითვლება, რომ ეს მისი დებიუტი იყო, რომელმაც კინოსამყაროს ვარსკვლავურ ბილიკზე გაუხსნა გზა.

ფილმის დასაწყისიდანვე მჟღავნდება რეჟისორისთვის დამახასიათებელი თვისება – მას უზომოდ უყვარს ლამაზი ადამიანები, სუნთქავს ხელოვნებით, მაყურებელს კი ბუნების სილამაზეში ადამიანთა ყოფის თანაზიარს ხდის. ფილმის სიუჟეტი ძველი ფერმის იდეალურად რეკონსტრუირებულ საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვან გმირებად მისტიურობა, ტრაგედია, რომანტიკა, სექსი, სიკვდილი, იუმორი და, რაღა თქმა უნდა, იტალია გვევლინება…

ცხრამეტი წლის ამერიკელი თინეიჯერი გოგონა იტალიის ულამაზეს სოფელში 4 წლის შემდეგ ისევ ბრუნდება. ლუსი ჰარმენი ზაფხულის არდადეგების გატარებას ოჯახის მეგობრების ვილაზე აპირებს და იმედოვნებს რომ ნახავს ბიჭს, რომელმაც წლების წინ პირველი კოცნა აჩუქა. დედის თვითმკვლელობის შემდეგ მის დღიურში აღმოჩენილი ჩანაწერების გაშიფვრის მძაფრი სურვილი ლუსის მოსვენებას არ აძლევს და დიდი სახლის მრავალრიცხოვან ბინადართ შორის საკუთარი მამის ამოცნობას ცდილობს. მისი სილამაზე კი გარშემომყოფთა მეხსიერებაში სამუდამო კვალს ტოვებს.

ხელოვნების ნიმუშებს შორის გაზაფხულის სიოსგან მზით განათებული ფოთლების შრიალი, ტერასაზე საუზმობისას იტალიური კერძების დაგემოვნება, მეგობრული დამოკიდებულებებით გამთბარი ვილა, ღია ცის ქვეშ მოქანდაკის ნამუშევრებით ამაღელვებლად აბიბინებული მდელო, სკულპტურებით სავსე ბაღი ხელოვნების სურნელით გაჟღენთილ მგრძნობიარე გარემოს ქმნიან… ეს ბერტოლუჩის სამყაროა, რომელიც ფილმის ყურებისას მნახველისთვის უმალ თანაზიარი ხდება.

ჩემთვის ძალიან საინტერესო პერსონაჟი აღმოჩნდა ალექსი (ჯერემი აირონსი), მომაკვდავი და უმწეობისგან დაღლილი მწერალი, რომელიც უნუგეშოდ მიეკედლება ლუსის და მასზე თვალ-ყურის დევნებით პოვებს შვებას ყოველღიურ ერთფეროვნებაში. ერთგვარი სენტიმენტალური ხაზი იბმევა ამ ორ პერსონაჟს შორის. სიკვდილის კარიბჭესთან მდგარი დაავადებული მწერალი და ქალური მომწიფებულობის პირას მყოფი ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა – სამყაროს ჰორიზონტზე სიკვდილ-სიცოცხლის შეხვედრისა და გასაყარის წერტილს ჰგავს…


Advertisements
  1. ივნისი 19, 2011, 9:55 PM

    მიყვარს ეს ფილმი. ლივი რა ლამაზია ❤

    • ივნისი 19, 2011, 10:21 PM

      გაოგნებული და სუნთქვაშეკრული ვუყურებდი მთელი ფილმის განმავლობაში 🙂

  2. ივნისი 21, 2011, 11:24 AM

    ეს ფილმი და საერთოდ ბერტოლუჩი ❤ და ეს ბლოგიც ❤

    • ივნისი 21, 2011, 12:30 PM

      lasha, დიდი მადლობა ბლოგის სიყვარულისთვის 🙂
      ავტორს კი თავისი ბლოგის მკითხველი უყვარს ❤

  3. ივნისი 24, 2011, 11:03 AM

    ერთადერთის თქმა შემიძლია – ლამაზი ფილმია და ეს სილამაზე ძალიან კარგად გაქვს დაჭერილი.

    დრიმერს თუ ნახე, თათული?

    • ივნისი 25, 2011, 9:08 PM

      არ მინახავს, ბოლოს ვნახე უკანასკნელი ტანგო პარიზში. “მეოცნებენი” გადმოწერილი მაქვს და ამ დღეებში მაგასაც ვუყურებ, რადგან ამჟამად ბერტოლუჩის ფილმების შესწავლით ვარ დაკავებული 🙂

  4. ივნისი 25, 2011, 4:02 PM

    არ მინახავს
    მაგრამ ისეთი ლამაზი კადრებია აუცილებლად ვნახავ: )))))

    • ივნისი 25, 2011, 9:08 PM

      ძალიან მოგეწონება, ზუსტად ვიცი! 😉 🙂

  5. emi
    იანვარი 9, 2013, 5:06 PM

    dzaan lamazi filmia..bertoluchis yvela filmi ragacnairad lamazia..liv tyleri kide ulamazesia am filmshi

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: