რა განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის :)


მარად აქტუალური თემა, ერთი შეხედვით თითქოს გარკვეული და გადაწყვეტილი, რეალურად კი კაცის უპირატესობების დამადასტურებელი ბეჭდით დაღდასმული საკითხი!.. კაცსა და ქალს შორის არსებულ განსხვავებებზე მსჯელობა-საუბრები მეტწილად უპირატესობების ხაზგასმაზე გადააქვთ, კითხვა კი ისევ უპასუხოდ რჩება.

ამ საკითხზე დეტალების გასარკვევად ყოვლისმცოდნე ჯადოქარს – Google-ს მივმართე, მან კი პასუხად ეს სახალისო ფოტოები მომაწოდა. რამდენად ახლოსაა ისინი რეალობასთან, სახალისოა თუ დასაფიქრებელი, თქვენ გადაწყვიტეთ. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს კი ნამდვილად გაგამხიარულებთ🙂😉

პ.ს. კაცის გონების უპირატესობას კი ყველა გონიერი არსება აღიარებს. ამის უტყუარ მტკიცებულებად მარტო ის კმარა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი გენიოსები მამრობით სქესს მიეკუთვნებიან. აქვე ერთ მცირე ინფორმაციას გაგიმხელთ – ჭადრაკის თამაშისას კაცის გონება ჰორიზონტალურად ფიქრობს და დაფაზე ერთდროულად რამდენიმე ფიგურის შესაძლო სვლას გათვლის, ქალს კი წერტილოვანი ხედვა აქვს და ფიგურებს ვერტიკალურად უყურებს🙂

ძლივს ერთი უპირატესობა აღიარეს ქალების სასარგებლოდ, მაგრამ ამასაც სათავისო ახსნას მოუძებნიან - ქალები ართულებთ, კაცები ვამარტივებთო🙂

 

  1. July 5, 2011 at 6:19 pm

    true +

  2. July 5, 2011 at 6:56 pm

    სულ რაღაც 11 სანტიმეტრი

  3. July 5, 2011 at 9:02 pm

    ჰაჰა🙂 მომეწონა, განსაკუთრებით ქალებისა და მამაკაცების ვერბალური ურთიერთობა. რაც შეეხება კაცის ტვინის უპირატესობას, მე მაგ ინფორმაციას არ ვცნობ. შეიძლება რაოდენობით მეტი ჭკვიანი კაცია, მაგრამ განზოგადება არ მომწონს, თიტქოს კაცები უფრო ჭკვიანები იყვნენ🙂 მითუმეტეს, საკმაო რაოდენობის ნობელიანტი ქალები გვყავს🙂

    • July 6, 2011 at 6:30 am

      მარიტა, არც ნობელიანტ ქალებს ვუჩივით, არც წარმატებულ მეცნიერ ქალებს, გამომგონებელი ქალებიც გვყავს (ამაზე ცალკე პოსტს ვამზადებ)🙂 საერთოდ, ქალს თავისი უპირატესობები აქვს, რასაც კაცი ვერასოდეს შეძლებს, მაგრამ ამჯერად განსხვავებებზე მინდოდა ყურადღების გამახვილება და არა უპირატესობებზე.

      პ.ს. რაც არ უნდა ვთქვათ, იმ ფაქტს კი ვერსად გავექცევით, რომ ბევრად მეტი ჭკვიანი კაცი დააბიჯებს დედამიწაზე ვიდრე ქალი😛 ჭკვიანი კაცი და ჭკვიანი ქალი ერთმანეთს რომ შევაჯიბროთ, მაინც კაცი აჯობებს თუ ქალმა არ იეშმაკა რამე🙂 აქედან გამომდინარე ხდება განზოგადებაც😉

      • მარი
        July 15, 2011 at 8:00 pm

        ძალიან მწყინს ასეთი რამის მოსმენა.პირადად მე ვთვლი რომ საქმე სწორედ ასეთ დამოკიდებულებაშია.ქალებს საუკუნეების განმავლობაში არ ჰქონდათ წესიერი განათლების მიღების საშუალება და შესაბამისად ნიჭგამოვლენილ ქალთა რაოდენობა მცირეა მამაკაცთა რაოდენობასთან შედარებით.რაც მთავარია,უმთავრესს პრობლემად მიმაჩნია აღზრდა.როცა ქალს ეუბნებიან რომ მამაკაცი მასზე ჭკვიანია,თავად კი სუსტი სქესის წარმომადგენელი,რომლის მოვალეობა ბავშვის მოვლა და ქმრისთვის სადილის გამზადება,ბუნებრივია,თავს თვითრეალიზაციის უნარს ჩაუხშობს.განვითარებულ ქვეყნებში სიტუაცია გაუმჯობესდა,თუმცა საქართველოში არავინ თქვას რომ ამჩნევს პროგრესს.რაც არ უნდა ბევრმა გოგონამ ჩააბაროს უნივერსიტეტში,ისწავლოს უმაღლეს ქულებზე და წარმატებული კარიერის პერპსპექტივა ჰქონდეს,ის ყველაფერზე ხელს ჩაიქნევს,რადგან ასწავლეს,რომ გათხოვებაა საჭირო.რასაკვირველია,გასათვალისწინებელია აგრეთვე პირადი მისწრაფებები,ბევრს ოჯახი ურჩევნია ყველაფერს,მაგრამ უმეტესწილად ეს არჩევანი საზოგადოებისა და დრომოჭმული ტრადიციების გავლენით მიიღება.პირადად მე,ვამაყობ ყველა ქალით,რომელიც ოჯახსა და კარიერას შორის ბალანსს პოულობს და უკან არ იხევს.ამქვეყნად თუ უფრო მეტი ჭკვიანი კაცი დაიარება მხოლოდ იმიტომ,რომ ქალებს ბევრ ქვეყანაში განათლენის მიღების საშუალება არ აქვთ,უმთავრესად ფინანსური მდგომარეობისა და ოჯახის გამო.ჭკვიან ქალს თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად ეშმაკობა არ სჭირდება.რაც შეეხება სტერეოტიპულ ვითომდა სასაცილო სურათებს ყოველთვის გვერდს ვაქცევ,უბრალოდ გული მეტკინა პოსტის ავტორის განცხადებაზე😦

  4. July 8, 2011 at 11:06 am


    tvinze ra gitxra, magram es gansxvaveba namdvilad aris🙂

    • July 8, 2011 at 4:58 pm

      კარგი იყო, მოუხდა პოსტს ეს ვიდეო🙂 გმადლობ😉

  5. July 17, 2011 at 11:29 am

    მარი, გულსატკენი არაფერია ჩემს ნათქვამში, ყველას თავისი მოსაზრება გააჩნია ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ჩემთვისაც გასაგებია ის სოციალურ-ეკონომიკურ-კულტურულ-ტრადიციული მიზეზები, რის გამოც მრავალ ქვეყანაში ქალი ნაკლებად რეალიზებულია. ვფიქრობ, რომ განათლება კი არ განსაზღვრავს გონების შესაძლებლობებს, არამედ გზას უხსნის და მიმართულებას აძლევს მას. ბევრი უმაღლესი განათლების არმქონე, მაგრამ გონიერი ადამიანი მინახავს და ბევრი დიპლომიანი უჭკუოც🙂. აქ არავინ ამბობს, რომ ქალს ნაკლები ჭკუა აქვს, ვერასდროს დავეთანხმები მსგავს მოსაზრებებს; მაგრამ, ზოგადად, როცა გონიერებაზეა საუბარი, მაინც კაცი ჯობნის – ეს არაერთი ფაქტითა და მოვლენითაა დადასტურებული კაცობრიობის ისტორიაში.

    ამ პოსტში დრამატიზებულად აღსაქმელი არაფერია, მხოლოდ სახალისოდ მოვუყარე თავი ამ ფოტოებს. თუ კარგად დააკვირდები, ნახავ რომ ეს ფოტოები რომელიმე სქესის გონებრივი შესაძლებლობების უპირატესობაზე კი არ მიუთითებს, არამედ – ქალისა და კაცის განსხვავებულ ინტერესებსა და თვისებებს უსვამს ხაზს და მათი შინაარსი არც რეალობასაა მოკლებული. ამაში გასაღიზიენებელს ვერაფერს ვხედავ. Take it easy!😉

  6. ana
    September 17, 2011 at 6:32 pm

    idioturi azrebi gawuxebt ukve nervebs mishlit wadit da eg tqveni super tbini trakshi gaiketet

    • September 18, 2011 at 8:15 pm

      თუ აქ რამე არ მოგწონს, დახურე ბლოგი:) ამ ბლოგს თავისი მკითხველი ყავს, რომლებშიც შენი ადგილი არ არის. ნერვებს გაუფრთხილდი!😉

  1. July 8, 2011 at 6:03 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: