ზღვისფერი ზაფხულის მოლოდინი


მზე ჯერ კიდევ კარგად არ იყო ამოსული. თვალების ფშვნეტით ვაიძულე თავი, გამოვფხიზლებულიყავი. ყავა მოვიმზადე, მუსიკა ჩავრთე და ლეპ-ტოპში სურათებით სავსე ფოლდერი გავხსენი – ასე რომ მავსებენ განწყობილებებით…

გამჭვირვალე ზედა გადავიცვი, აი ისეთი ქუნქულას რომ ვეძახი ხოლმე და ქუჩაში გამოვედი. მეტროდან რომ ამოვედი, იქვე ტროტუართან მტრედების გუნდს მოხუცი საკვებით უმასპინძლდებოდა. ამ კადრმა გამახსენა, რომ ფოტოაპარატი სახლში დამრჩა.

ზღვის სუნი მეცა შუა ქალაქში. მივხვდი, რომ ტალღების შეგრძნება მომენატრა და ჩამეღიმა – გამახსენდა, რომ წინ რამდენიმე ცხელი თვე მელის გეგმებითა და განწყობილებებით სავსე.

როგორ უნდა გაატარო ზაფხული, რომ შემოდგომას სულიერად გალაღებული, ფიზიკურად მომზადებული და შთაბეჭდილებებით დახუნძლული შეხვდე? თავბრუდამხვევი საზაფხულო არდადეგები უნდა მოუწყო თავს!.. რას ნიშნავს თავბრუდამხვევი? – ვეკითხები საკუთარ თავს და ასოციაციებს ვაკვირდები, რომ გავიგო რა მინდა ყველაზე მეტად ამ ზაფხულისგან:

მეგობრებთან ყოფნა და ჟივილ-ხივილით გართობა😉 მათ გარეშე ხომ ცხოვრება ასეთი ფერადი ვერ იქნებოდა…

წიგნები… საზაფხულო ნუგბარ-საკითხავების მომარაგება არ უნდა დამავიწყდეს, ისეთის, განწყობილებებს რომ გაძლევს და შეგრძნებებით გკვებავს. მერე კი ყოველი თავის შემდეგ გენანება, რომ უკვე წაკითხული გაქვს…

მთაში მოგზაურობაზე რას იტყვი? – ვეკითხები საკუთარ თავს, – სვანეთი, ხევსურეთი… მთის ცივი და მჩქეფარე მდინარეები, მმმმმ… რა მაგარია მთებთან საუბარი! იქ სხვა სამყაროა – სუფთა და მსუბუქი. კანიც სულ სხვა ფერზე ირუჯება, მწვერვალზე მდგომს სულ სხვა ხმით შეგიძლია გასძახო ხეობებს და იგრძნო როგორი თავისუფალი ხარ!

ფურცელზე ჩამოწერილმა სანახავი ფილმების სიამ თანდათანობით უნდა იწყოს შემცირება – ზაფხულში მეტი დროა ამისთვის. არსებობს ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოს ადამიანმა და არსებობს ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო წიგნად. ამ ყველაფრისთვის კი ზაფხული განსაკუთრებულად ხელშემწყობია.

პოზიტიური შეგრძნებებისა და საინტერესო საკითხავის მაძიებელთათვის ჩემი ბლოგი საზაფხულო პოსტებით დაიხუნძლება. მახსოვს, როგორ გამიხალისა შარშანდელი ზაფხულის ღამეები შემთხვევით აღმოჩენილმა რამდენიმე ბლოგმა, მაშინ პირველად გავიგე ბლოგინგის შესახებ. ახლა კი ძალიან მინდა სხვებისთვისაც ისეთივე სასარგებლო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდეს აქ დაწერილი წერილები… მინდა, აქაურობამ თუნდაც რამდენიმე ადამიანს გაულამაზოს ეს თვეები😉

გქონია გამორჩეული და განსაკუთრებული ზაფხული? თუ არა, მაშინ ის წინ გელის და შენს ხელშია – დაგეგმე შეძლებისდაგვარად და განახორციელე მონდომებით, მეც ამას ვაპირებ!😉 სულაც არაა აუცილებელი ძირადღირებულ კურორტებზე დასვენება, ლამაზი იდეებით ისედაც შეიძლება მხიარული საზაფხულო არდადეგების მოწყობა.

ველოსიპედით სეირნობას არაფერი სჯობს, ამიტომ ვისაც მანქანა გყავთ, ქალაქიდან გასვლის წინ საბარგულში მისი მოთავსება არ დაგავიწყდეთ. იქნებ მართლაც შესაძლებელი იყოს,  ადგილზე ჩასულმა დამსვენებელმა იქვე იქირაოს – წლიდან წლამდე მანქანების ხმაურით გადატვირთული ქალაქის დატოვების შემდეგ ველოსიპედით სეირნობა ბევრად მოსახერხებელი, სახალისო და გამაჯანსაღებელი იქნება. მანაროლა გამახსენდა, პატარა ზღვისპირა ქალაქი იტალიაში, რომლის ქუჩებშიც აკრძალულია მანქანებით სიარული და მხოლოდ ველოსიპედით მოსიარულეებს შეხვდებით…

მცხუნვარე მზით გამთბარ, პოზიტიური განწყობებით აღსავსე, საინტერესო თავგადასავლებით დახუნძულ ზაფხულს გისურვებთ!😉

  1. July 11, 2011 at 9:31 am

    გავგრილდი შენი პოსტით : ))
    უი,რომ არ აღვნიშნო არ შემიძლია,პირველ სურათში რომ ჭიქაა..ამმ..როგორ მომეწონა და მომინდა ვერ წარმოიდგენთ :))

    • July 11, 2011 at 9:46 am

      ჯი-ნია-ნი, პოსტის გამაგრილებელი ეფექტი მთელი სიზუსტით გიგრძვნია🙂 ჭიქის შიდა მხარეს რომ სმაილი ახატია, განსაკუთრებულად ეგ მომწონს:) იქნებ სადმე გადავაწყდე – გაჩუქებ აუცილებლად😉

  2. July 11, 2011 at 9:33 am

    რა კარგი პოსტია❤ მიყვარს ზაფხული, ფილმები, მთაში წასვლა, წიგნების კითხვა…. შარშან ამ დროს ზუსტად ამ "ნეტარებაში" ვიყავი. სამწუხაროდ წელს გვიან მომიწია ქალაქგარეთ წასვლა, მაგრამ აქაც მოვახერხე ზაფხულის მოლოდინი რაღაცნაირად გამემართლებინა. ბედნიერ ზაფხულს გისურვებ , რაც მთავარია ჩემი სახით,არსებობს უკვე ერთი ადამიანი ვისაც უყვარს აქ შემოსვლა ძალიან❤

    • July 11, 2011 at 9:48 am

      მარიტა ♔ , მე კი შენს ბლოგზე მიყვარს შემოსვლა – იქ მუდამ ზაფხულის სურნელი ტრიალებს😉

  3. ninuca ♥
    July 11, 2011 at 11:24 am

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: