ტაჯ-მაჰალი


მსოფლიოს უმშვენიერეს ნაგებობებს შორის ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარი ტაჯ-მაჰალია, რომელიც

შაჰ-ჯახანი და მუმტაზ-მაჰალი

ინდოეთის მე-13 ფადიშაჰ შაჰ-ჯახანისა და მისი მეუღლის – მუმტაზ-მაჰალის სიყვარულის ისტორიას უკავშრდება. ფადიშაჰისთვის მუმტაზი მესამე მეუღლე იყო, მაგრამ ისტორიული წყაროები მათ განსაკუთრებულ სიყვარულზე მოგვითხრობენ.  როცა მუმტაზ-მაჰალი მეთოთხმეტე შვილზე მშობიარობდა, იგი გარდაიცვალა. შაჰ-ჯახანმა მეუღლის გარდაცვალება უმძიმესად გადაიტანა , მოგვიანებით კი გადაწყვიტა საყვარელი ცოლის ხსოვნისთვის ულამაზესი მავზოლეუმი აეგო.

ამბობენ, რომ ტაჯ-მაჰალი უმჯობესია მზის ჩასვლისას ან ამოსვლისას იხილო, რადგან ამ დროს თეთრი მარმარილო ცის ვარდისფერ და სტაფილოსფერ ფერებს ირეკლასვს და არაჩვეულებრივ სილამაზეს იძენს. ყოველწლიურად მსოფლიოდან ოთხ მილიონამდე ტურისტი შაჰ-ჯახანი და მუმტაზ-მაჰალის სიყვარულისადმი მიძღვნილი უმშვენიერესი მავზოლეუმის სანახავად ინდოეთში მიემგზავრება და ტაჯ-მაჰალის სილამაზით დატყვევებულნი ცხოვრების ბოლომდე რჩებიან.

შაჰ-ჯახანის ცოლის მუმტაზისთვის მიძღვნილი მავზოლეუმი გარედან თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული, შიგნიდან კი – ათასობით ძვირფასი თვლით. მოზაიკის სტილს, რომლითაც ტაძრის შიდა ინტერიერია მოხატული, პიეტრა დურას უწოდებენ. ამდენად, ტაძრის კედლების მოსაპირკეთებლად ძვირფასეულობის მთელი განძია გამოყენებული. მუმტაზის სამარხის თავზე მუდამ ანთია ლამპარი, რომლის ნახაზებიც თავის დროზე ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროდან ჩამოიტანეს. ამბობენ, რომ ცეცხლი ლამპარში არასოდეს ჩამქრალა. ამიტომაც ფადიშაჰის მეუღლის სამარხს „სინათლის სამარხსაც“ უწოდებენ.


ტაჯ-მაჰალი მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება. ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო. ტაძრის მშენებლობა 1631 წელს დაიწყო და 22 წელი გაგრძელდა. მის მშენებლობაში 20 000 მუშა იღებდა მონაწილეობას. საშენ მასალს მთელი ინდოეთიდან და ცენტრალური აზიიდან 1000-ზე მეტი სპილო ეზიდებოდა. ტაჯ-მაჰალის სიმაღლე 74 მეტრს აღწევს, მის გარშემო გაშენებულ ბაღს კი მთლიანობაში 18 ჰექტარი მიწა უკავია. ბაღში გაშენებულია ტბები, შადრევნები და ხელოვნური არხები. ტაჯ-მაჰალში მოქცეულ მთავარ მეჩეთს ოთხი მინარეთი აქვს, საიდანაც დღეში 5-ჯერ ლოცვისაკენ მოუწოდებენ მუსულმანებს.

სულთან შაჰ-ჯახანს 4 ვაჟი ჰყავდა. ოთხივეს სულთნობა სურდა. უფროსმა ვაჟმა ძმები მოკლა, მამა კი ტაჯ-მაჰალის მახლობლად მდებარე კოშკში დააპატიმრა. მას შემდეგ შაჰ-ჯახანს ისღა დარჩენოდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე გისოსებიდან ეყურებინა თავისი ქმნილებისათვის.

ბოლოდროინდელი წყაროების მიხედვით დგინდება, რომ ტაძარი ნელ-ნელა მიწაში იძირება...

  1. July 14, 2011 at 7:12 am

    სხვათა შორის, ეს ის შაჰი, იყო, მარჯვენა რომ დააჭრა ყველა მშენებელს, თაჯ-მაჰალი რო დაამთავრეს .
    არსებობს თქმულება, რომლის მიხედვითაც მდინარე ჯამუნას მეორე ნაპირზე შავი მარმარილოს მავზოლეუმი უნდა აშენებულიყო შაჰისთვის, მაგრამ არ დასცალდა🙂 საკუთარმა შვილმა შაჰ ჯაშანს უღალატა, ძმები დახოცა, თვითონ გამეფდა და მამა ციხეში დაამწყვდია. ამბობენ, რომ შაჰის ერთადერთი ნუგეში სარკე იყო, საიდანაც 10 წელი ტაჯ მაჰალის ანარეკლს უყურებდა… შაჰი ცოლის გვერდით უნდა იყოს დაკრძალული, თუ არ მეშლება🙂
    არა რა, სანამ მოვკვდები, უნდა ვნახო ეს ადგილი❤

    • July 14, 2011 at 7:55 am

      akunkula, ერთად არიან დაკრძალულები🙂
      მე აუცილებლად უნდა ვნახო ეს ზღაპრული ადგილი

    • July 14, 2011 at 1:01 pm

      რატომ დააჭრა, სვეტიცხოველი ნახა მანამდე თუ გამსახურდია წაიკითხა წინასწარ?😀

      • July 14, 2011 at 1:16 pm

        მეც ეგ კითხვა დამებადა, როგორც კი ეს ფრაზა წავიკითხე ^^^^😀

  2. July 14, 2011 at 1:01 pm

    ” როცა მუმტაზ-მაჰალი მეთოთხმეტე შვილზე მშობიარობდა, იგი გარდაიცვალა.“

    გარდაიცვლებოდა, აბა რა იქნებოდა😐

    • July 20, 2011 at 12:20 pm

      14-ზე მშობიარობდა, მე ასე წავიკითხე🙂 თან ქმარს ომში გაყვა და რა უნდოდა ახლა ომში ორსულ ქალს :))))

  3. March 27, 2014 at 10:37 am

    რა კარგი ისტორიააა ძალიან მესიამოვნა და ძალიან მომეწონა

  4. mariami
    March 1, 2016 at 10:40 am

    ძალიან კარგია

  5. April 12, 2016 at 12:38 pm

    რა მაგარია მაგრად მინდა იმ ადგილას წავიდე და ვნახო მაგრამ ჯერ 12-სა ვარდა და ისტორია რომ მოყევი

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: