ზაფხულის საღამოები


დილა მსუბუქი და გრილი საუზმით დაიწყო. გარეთ რომ გამოვედი, მზეს უკვე მოესწრო ქუჩების გათბობა. მისი მექალთანე სხივები გოგოებს გაშლილ თმებსა და კაბის ბოლოებზე ეფერებოდნენ.

ჩანთაში ჩაყრილი უამრავი ნივთიდან აბურდული ყურსასმენები ამოვაძვრინე და მთელი ამ ჩახლართულობიდან მათ განთავისუფლებას ვცდილობდი. ყურებზე მოვირგე და მუსიკა ჩავრთე. როცა კარგ მუსიკას ვუსმენ, სამყაროს სულ სხვანაირად შევიგრძნობ!

ზღვის მოლოდინში მოშორებით მყოფს ცხელი დღეები გთენთავს და ნაკლებად აქტიურს გხდის, თუმცა ზაფხულის შეგრძნება თავს არ განებებს და სხვანაირად გიფორიაქებს გულს.

შვებულებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, ჩემი ბლოგის დაბადების დღემდე კიდევ უფრო ცოტა🙂 სასიამოვნო ამბების მოლოდინი და თავისუფალი დრო  კარგია. სურვილი გამიჩნდა, ბევრად მრავალფეროვანი გამეხადა ეს ყველაფერი. გადავწყვიტე  ზაფხულის საღამოები ისე გამეტარებინა, რომ ერთდროულად სასარგებლოც ყოფილიყო და სასიამოვნოც.

ყოველდღიურად ვუყურებ ერთ ფილმს – დრამას ან რომანტიულ კომედიას, თუმცა დეტექტივებიც მიყვარს. ხანდახან ფანტასტიკური ჟანრითაც ვინტერესდები. ყოველ დღე ვკითხულობ ერთ მოთხრობას ან ნოველას და პერსონაჟების ცხოვრებით ვცხოვრობ რამდენიმე საათის განმავლობაში.

ძველ და უცხო ქუჩებში დავდივარ, ფოტოებს ვიღებ. ადამიანთა ნაკვთების გამომეტყველების დაჭერას ვცდილობ, მათ ჩაცმულობას და იმწუთიერ განწყობილებებს ვაკვირდები. მათი განვლილი ცხოვრების ამოცნობას ვცდილობ. პროფესიის გამოცნობა კი მართლა მიჭირს…

მინდვრამდე ჩემი ველოსიპედით მივდივარ, რომელსაც გვერდით პატარა კალათა აქვს მიმაგრებული. შიგნით ბაჭიას ვსვამ და გასასეირნებლად დამყავს. ფეხზე ჩემს საყვერელ სანდლებს ვიხდი, ფეხშიშველი დავსეირნობ ყვავილებსა და ბალახებს შორის. ისინი თავიანთ ისტორიებს მიყვებიან…❤❤❤ ხანდახან წვრილი ხმით ჩუმად წაიწუწუნებენ კიდეც: “ადამიანები იშვიათად მოდიან ჩვენთან”-ო.

მოლოდინი… მართლა რაღაცნაირად თბილი და აუხსნელია!.. ბევრი ვერ ითმენს და აუტანელს ეძახის ამ გრძნობას. მე კი მგონია, რომ ის უფრო ცუდია, როცა არაფერს ელი. მხოლოდ ისაა საჭირო, რომ საინტერესოდ განვლო ეს მონაკვეთი. არა, ყურადღების გადატანას არ ვგულისხმობ, რადგან ეს გრძნობა მაინც თან დაგყვება მუდმივად, სანამ მომდევნო და ახალი განცდის საწყისს დაუდებს საფუძველს. როცა საყვარელ ან საინტერესო საქმეს გაუჩენ თავს, მაშინ მოლოდინის განცდა ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო ხდება🙂

უკანა გზაზე ველოსიპედის ბორბლები ნელა მიიკვლევენ ბილიკს. ყვავილებით სავსე კალათის კუთხეში ფუმფულა ბაჭია ზის. მზის ჩასვლისას დროდადრო თვალებს ნაბავს. პაწია ყურებს ზაფხულის სიო მსუბუქად ურხევს…

  1. July 28, 2011 at 5:46 pm

    დღეში ერთი კარგი ფილმის ნახვა და ერთი კარგი წიგნის წაკითხვა– ეს ჩემი ზაფხულის ყოველდღიური გეგმაა, რომელსაც ვერ ვასრულებ ხოლმე, მაგრამ მაინც ვფიქრობ: ))

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: