მთავარი > ლიტერატურა, მწვანე ქოხში მომწყვდეული აზრები > ამელი ნოტომის მეტროში საკითხავი ლიტერატურა

ამელი ნოტომის მეტროში საკითხავი ლიტერატურა


ამელი ნოტომი/ Amelie Nothomb ერთ-ერთი ყველაზე კითვადი თანამედროვე მწერალია, ყოველ შემთხვევაში,
საქართველოში ასეა. ექსტრავაგანტული ქუდებისა და წითელი ტუჩსაცხის მოყვარული მწერალი ყოველ წელს თითო რომანს ბეჭდავს მომლოდინე მკითხველთათვის. გასაოცარი და მომნუსხველი მასში რა ნახეს, მისი ქუდებისა და გაფითრებულ სახეზე წითლად აკვასკვასებული ტუჩების გარდა, ჯერ კიდევ დასადგენია.

მისი წერის სტილი სადაა, ყოველი რომანის სიუჟეტი – ახალი და განსხვავებული, მაგრამ არაფრის მომცემი. მაინც რა იზიდავს მის რომანებში მკითხველს ასეთი სიხარბით? გამანადგურებელი იუმორი რომ აქვს, უდავოა – ვერ გაიგებ, თავის თავს დასცინის, საკუთარ პერსონაჟებს თუ მკითხველს ეთამაშება ნერვებზე.

„კრძალვითა და ცახცახით“ თუ „შიშითა და თრთოლვით“.

ნოტომის შემოქმედებიდან პირველად „კრძალვითა და ცახცახით“ წავიკითხე (რომანის სათაურის ქართული თარგმანი დასაზუსტებელია, რადგან ორივენაირად მოიხსენებენ).

საერთო ჯამში წიგნი დიდად არც მომწონებია, მაგრამ ათიოდე გვერდი ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა – იაპონელი ხალხის მახასიათებლები მწერალს კარგად აქვს აღწერილი და საინტერესო, აქამდე ჩვენთვის დაფარულ დეტალებზე მიგვითითებს: “თუ იაპონელი ქალი აღტაცების ღირსია – და იგი უეჭველად ღირსია, – ეს იმიტომ, რომ თავს არ იკლავს.” იმ ათმა გვერდმა ნამდვილად ამაფორიაქა და ჩემს მეხსიერებაში ემოციური კვალი დატოვა. ცხადი და დამაფიქრებელია იაპონელი ერისთვის არსებული დოგმათა მთელი დომხალი, რის გადმოცემასაც ამელი ნოტომი კარგად ახერხებს “იუმიმოტოს” უზარმაზარი კომპანიის თანამშრომელთა ხასიათებისა და ქცევების აღწერით: ისინი, საკუთარ სურვილდათმობილები, უღიმღამო მოვალეობების უსასრულო რიგით ზღვარდადებულნი, ყოველგვარ ცხოვრებისეულ სიამეზე აკრძალვებით დაქვემდებარებულნი, მუდამ წეს-ჩვეულებების ყოველწუთიერ მორჩილებაში არსებობენ…

კატილინერები“ თუ „კატილინას წინააღმდეგ“

1995 წელს ამელი ნოტომმა გამოსცა რომანი „კატილინერები“. ქართულად ნათარგმნია, როგორც „კატილინას წინააღმდეგ“. ამ უბისწიგნაკის ხელა რომანში ნოტომს ჟან ჟიონოს ჟიურის და რამოდენიმე სხვა პრემია მიანიჭეს. წიგნში აღწერილია უბადრუკი ყოფა ამაზრზენი და უტყვი პერსონაჟებისა, რომლებიც მინიმალური სიტყვათა გამოყენებით თითქმის არასდროს საუბრობენ. ქონისგან უზომოდ გასიებული სხეულებით მძიმედ დააბიჯებენ დედამიწაზე, დღე ყოველ თავიანთი მსუქანი საცეცებით ხარბად ნთქავენ მეზობლების მომზადებულ წვნიანსა და სხვა კერძებს; აზრმოკლებული ცხოვრების დასასრულის მოლოდინში მდუმარედ ატარებენ საათებს.

ვიფიქრე, იქნებ მოთხრობები მაინც გამოსდის უკეთ-მეთქი… ძალიან დამენანა ის არაფრისმომცემი ერთი საათიც, რომელიც უაზროდ დავკარგე მისი მოთხრობის – ქრისტეს შესვლა ბრიუსელში – კითხვისას. თუკი მარტივი და ხელოვნურად შექმნილი, ძალით ორიგინალური სიუჟეტები გხიბლავთ, მაშინ მისი რომანები დროის გასაყვანად და ხანმოკლე თავშესაქცევად გამოგადგებათ. რამდენიმე საათით თქვენს განწყობაზე ნამდვილად მოახერხებენ ზრუნვას მისი უცნაური და აუხსნელი სამყაროს მატარებელი გმირები, რომელნიც, თავიანთი მწერლის ‘აუხსნელი და უშრეტი’ ფანტაზიის წყალობით, დროსა და სივრცეში დაკარგულნი დაბორიალობენ ამ სამყაროში, გარშემო კი უმისამართოდ გაბნეულა ყოველგვარ ფსიგოლოგიასა და სიღრმეს მოკლებული მარტივი ფრაზები.

  1. August 15, 2011 at 1:29 pm

    ვგიჟდები❤

  2. September 15, 2011 at 8:15 am

    რომანები მიუხედავად იმისა, რომ ვითომ განსხვავებულ თემატიკაზეა, იდეაში ძალიან გავს ერთმანეთს : ერთი მონსტრია, მსხვერპლები ყავს და რაღაც, რაც გძაბავს/ ხოოდა, ალბათ ეგ არის მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც შეიძლება არ მოგეწონოს.
    ისე, მშვენიერი საკრაწუნო ამბებია, უბრალოდ, ამ კრაწუნში ზომაზე უფრო სახელდებული გახდა და ეგეც სამართლიან გაკვირვებას იწვევს🙂

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: