მთავარი > კინომანია > Before Sunrise(1995) / Before Sunset(2004)

Before Sunrise(1995) / Before Sunset(2004)


მატარებელში დაწყებული ლამაზი ისტორია, რომელსაც დრო მხოლოდ მზის ამოსვლამდე აქვს… გიჟური გადაწყვეტილება ბაქანზე ჩამოსვლით და ვენაში გასეირნებით იწყება. შემდეგ კი მთელ ცხოვრებას მიუყვება ერთდღიან ურთიერთობაში განვლილი საათები. ასეთი რამ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება – თურმე შეიძლება ერთ დღეში მთელი ცხოვრება განვლო, ერთმა დღემ კვებოს მომავალში გრძნობების სავანე…

ჯესი და სელენა (Ethan Hawke, Julie Delpy)… ვენის ქუჩები, გულღია საუბარი აქამდე სრულიად უცნობ ადამიანებს შორის… პირდაპირ დასმული კითხვები და დაუფარავად გაცემული პასუხები. თამამად გზიარებული აზრები, ფიქრები, შეხედულებები, ოცნებები… მდინარის პირას უცნობი პოეტისგან დაწერილი ლექსი… უცხო სარკმლიდან გადმოღვრილ ჰანგებზე შესრულებული ვალსი… ერთი ბოთლი წითელი ღვინო და მელნისფერ ცის ქვეშ ნამიან ბალახზე დარჩენილი ფუჟერები… მეხსიერებაში აღსაბეჭდად შეჩერებული კადრი!..

ჯესი: აჩერებს სელენას, მხრებს უსწორებს და მდუმარედ უცქერს.

სელენა: რას აკეთებ?

ჯესი: მინდა სურათი გადაგიღო, ისე რომ არასოდეს დამავიწყდეს შენი სახე… ან სულაც ეს ყველაფერი ერთად!..

სელენა: კარგი. მეც ამას ვაპირებ.

არცერთს არ აქვს ფოტოაპარატი…

* * * * *

ბაქანზე დათქმული პაემანი… 9 წლის შემდეგ დაწერილი წიგნი… წლების შემდეგ შემდგარი შეხვედრა…

ხანდახან ხდება ასეც – დაფიონამდე ან მზის ჩასვლამდე გატარებულ ერთ დღედ ღირს მთელი ცხოვრება!

P.S. თუკი გადაწყვეტთ, ნახოთ ამერიკელი ბიჭისა და ფრანგი გოგოს უჩვეულოდ გადაღებული ლამაზი ისტორია, ჩემი რჩევა იქნება, რომ პირველი ნაწილის შემდეგ შეისვენოთ და, სანამ შემდეგ ნაწილს ნახავთ, რამდენიმე დღით გაიხანგრძლივოთ ბაქანზე წყვილის განშორების შემდეგ დატოვებული შეგრძნებები.

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: