მთავარი > ლიტერატურა > შენი ფასი 99 ფრანკია!

შენი ფასი 99 ფრანკია!


დღევანდელ სამყაროში რეკლამა ბატონობს. მისი ყოვლისმომცველი ძალაუფლება ისე ძლიერად ქშინავს და ხარბად ატრიალებს თვალებს გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, რომ ვეღარც კი ვამჩნევთ – დედამიწაზე ადამიანები კი არა, ზომბები დადიან!

“ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე”…

როგორი უნდა იყოს ცხოვრება იმ სარეკლამო აგენტისა, რომელიც ხელმძღვანელობს დევიზით – “ადამიანებს კრეტინებად ნუ მიიჩნვეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ ისინი კრეტინები არიან” – და რომელიც ცხოვრობს სამყაროში, სადაც ადამიანები ერთმანეთს თანდათან უფრო იშვიათად ელაპარაკებიან. სიმართლეს მათთვის საინტერესო აღარაა, სამაგიეროდ თავიანთ თავსაც და გარშემომყოფებსაც ტყუილში აცხოვრებენ. “საერთოდ კი, როცა კაცი იძულებული ხდება სიმართლე გითხრას, ეს ნიშნავს, რომ უკვე ძალზე დაგვიანებულია”… ოქტავი საბოლოოდ ერთ გადაწყვეტილებამდე მიდის: “ამიერიდან ერთადერთი პიროვნება, რომელთანაც თანახმა ვარ უვადო კონტრაქტი დავდო, ღმერთია.”

ცისფერ პლანეტაზე ტანჯვით მოფორთხავს მომხმარებელთა დიდი არმია, პროდუქტის გამსაღებელთა უზარმაზარი ბრბო, ზომბები, რომელთა ბდენიერებაც არავის სჭირდება, რადგან მხოლოდ უბედური, უკმაყოფილო, მუდამ რაღაცაზე მეოცნებე ადამიანები წარმოადგენენ პოტენციურ კლიენტებსა და პროდუქტის გამსაღებლებს. ჩვენ ყველანი იმ სარეკლამო მამების მსხვერპლნი ვართ, რომლებსაც ჭეშმარიტება არაფერში სჭირდებათ და მხოლოდ განხორციელებულ ეფექტს ეძებენ.

“საქმიანობა, რომელიც ერთ დროს თამაშ-თამაშით დაიწყო, ახლა ჩვენს ცხოვრებაზე ბატონობს: აფინანსებს ტელევიზიებს, თავის ნებაზე ატრიალებს ბეჭვდით მედიას, მართავს (თურმე საფრანგეთმა კი არ დაამარცხა ბრაზილია მსოფლიო თასის ფინალში, არამედ “ადიდასმა” გაიმარჯვა “ნაიკზე”), აყალიბებს საზოგადოებას, გავლენას ახდენს სექსუალურობაზე, განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას.”

ჯორჯ ორუელის ცნობილი რომანიდან “1984” უმალ მეხსიერებაში მოტივტივებს ფრაზა:“Big brother is not watching you, big brother is testing you”.

ფრედერიკ ბეგბედერი

ირგვლივ ყველაფერი საბოლოოდ ბაზარმა დაიპყრო. მომხმარებლები ილუზიას ვიქმნით, რომ დღევანდელ პირობებში არჩევანი დიდია და პროდუქტს სურვილისამებრ ვყიდულოთ. სინამდვილეში კი, სარეკლამო აგენტები რეკლამის საშუალებით კარგად შეფუთულ უხარისხო ნაწარმს მუდმივად წარმატებით გვტენიან.

შარლ პეგი (ფრანგი პოეტი და პუბლიცისტი) ამბობდა, რომ თანამედროვე სამყაროში ყველა უბედურია. ამის გამომწვევ მიზეზებს კი ბეგბედერი (Frédéric Beigbeder) წიგნის ყოველ ფურცელზე გვიხსნის. მერეღა ხვდები, რომ “ეს ცივილიზაცია ყალბ სურვილებზე დგას, რომლებსაც ძალით აღვიძებ შენს თავში. ამიტომაც ამ სამყაროს დაღუპვა გარდაუვალია.” გამოდის, რომ სასწრაფოდ გონებიდან უნდა ამოვიგლიჯოთ რეკლამის ძალით წარმოქმნილი ჩვენი ილუზიური სურვილები, რათა სულ მცირედი დოზით მაინც დავიბრუნოთ ბედნიერების შეგრძნება. სხვა შემთხვევაში ხომ ამაზრზენი რეალობის წინაშე ვრჩებით – “სულიერად დანაყული და განადგურებული ადამიანების ნაფხვენებისგან თოჯინები მზადდება!”

“ცხვორება ხომ დროის სულ მცირე ნაგლეჯია, რომელსაც სივრცეში მოხეტიალე პატარა კენჭზე საცხოვრებლად გვანიჭებენ და ეს ციცქნა ნაგლეჯიც იმაზე ფიქრში ხომ არ უნდა გავლიოთ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, როგორაა ცხოვრება ორგანიზებული? ჯობია თავიდანვე მივიღოთ თამაშის წესები ისეთი, როგორიც არის”. სხვა გზაც არსებობს – შენი წილი ძალით შეებრძოლო საყოველთაო გამანადგურებელ ამაოებას! რადგან ხვდები, რომ “არ შეიძლება სამყაროს თან ემორჩილებოდე და თან ცვლიდე.”

სარეკლამო ბიზნესის ყოვლისმომცველი საცეცების პირობებში ბრუნავს ცისფერი პლანეტა. თითქოს ერთადერთი გამოსავალიღა რჩება – წახვიდე რეკლამებით დასახლებულ, სლოგანებითა და ტიტრებით მართული დედამიწიდან! “მოკვდე – ეს ნიშნავს, გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორიც დაბადებამდე იყავი!..” სანამ ამას შეძლებ, დედამიწაზე რჩები, სადაც თანამედროვე სამყარო თვალებში ცივად და დაჟინებით მოგშტერებია – გლობალიზაციის პირობებში ადამიანობიდან პროდუქტად გადაქცეულს – ამ დროს ყველაზე მეტად გრძნობ, რომ შენი ფასი 99 ფრანკია!

P.S. “99 ფრანკი” – ეს არის წიგნი, რომლის ვერც ერთ ფურცელზე ვერ იტყვით, რომ ზედმეტად ამძიმებს დანარჩენ ფურცლებს, რომლის ყოველ გვერდზე ერთ შეუდარებელ ფრაზას მაინც ამოიკითხავთ. აქ კი შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუ ფრედერიკ ბეგბედერთან

კრეატიული მენეჯერის ათი მცნება

  1. Mr. Nomad
    September 8, 2011 at 7:00 am

    კარგი პოსტია.🙂

    ბეგბედერი კიდევ უკფრო მაგარი🙂

  2. giomaxara174
    September 8, 2011 at 8:03 am

    vgijdebi am wignze🙂

  3. September 8, 2011 at 1:22 pm

    მგონი, ტეფნაძეს ნიძლავს ვუგებ🙂

    • September 8, 2011 at 2:06 pm

      რა ნიძლავს?:)

  4. September 12, 2011 at 7:27 am

    სინამდვილეში კი, სარეკლამო აგენტები რეკლამის საშუალებით კარგად შეფუთულ უხარისხო ნაწარმს მუდმივად წარმატებით გვტენიან.
    რაც ბეგბედერმაც წარამტებით გააკეთა🙂

    • September 12, 2011 at 9:55 am

      ზუსტად მაგას ვფიქრობდი კითხვის ბოლოს, რომ თავისი ნაწერ-ნააზრევიც იგივე პრინციპით წარმატებით შემოგვტენა მკითხველს:) (ამ შემთხვევაში ზოგადად “ნაწარმს” ვგულისხმობ და არა მის “ხარისხს”). ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუდი, ბეგბედერის ინტერვიუც რომ წავიკითხე.

  5. September 12, 2011 at 7:29 am

    ისე წაკითხული გქონდა და უბრალოდ მიმოიხილე თუ ქართული თარგმანი წაიკითხე?
    ხარბედია წერს, რომ კატასტროფა თარგმანია, თან რუსულიდან და არა ორიგინალიდანო.🙂

    • September 12, 2011 at 9:57 am

      ქართულად წავიკითხე და თარგმანის საშუალო ხარისხის მიუხედავად, სათქმელი რაც ჰქონდა, კარგად მივუხვდი😉

  6. September 22, 2011 at 6:17 pm

    ბეგბედერი…
    მიყვარს
    რა უნდა ვთქვა, კარგი პოსტია ნამდვილად კარგი პოსტია.
    მე ერთი მომენტი მიყვარს განსაკუთრებით– ქალს, რომ სცემენ და მოკლავენ არაფრის და ყველაფრის გამო… უძლიერესი მომენტია და ფინალიც მომწონს

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: