მემფისი


რომანის პირველ ნაწილში სიუჟეტი საქართველოს 90-იანი წლების სამოქალაქო ომისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების ფონზე ვითარდება. მიუხედავა იმისა, რომ ეს თემა საკმაოდ მოძველდა, მწერლის მოხერხებულობით მაშინდელი ნაცრისფერ-სევდისფერი ხაზი მკითხველის გაღიზიანების გარეშე მიუყვება რომანის გმირის ცხოვრებას.

მეორე ნაწილში მთავარი გმირი – ანა საქართველოს რეალობას გაურბის, მიდის “ორფეხა ცხოველების ქალაქიდან” და თბილისის ქუჩებს უკანმოუხედავად ტოვებს. წინ ელის მეგაპოლისების მდიდრული სამყარო, ახალი ურთიერთობები საკუთარ ილუზიურ მემფისში, წარმატებული კარიერა, ერთი შეხედვით მშვიდი ცოლ-ქმრული თანაცხოვრება, შვილი, რომელსაც ანა ვერ იმეტებს ხელოვნური ორგანოსთვის, რადგან არ სურს უგრძნობი, უემოციო თოჯინა ყავდეს… 

რომანის მესამე ნაწილში ვუყრებთ წლების შემდგომ ანას დანახულ საქართველოს: უგრძნობი და გულცივი ექიმების მსხვერპლი უსახლკარო ბავშვები, ქუჩებში ორგანოების გარეშე მოსიარულე სულებდალეწილი ადამიანები, სრულიად შეცვლილი ძველი ნაცნობები…

გმირის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე 4 მამაკაცი ჩნდება. ისინი დიდ როლს თამაშობენ და თავიანთ კვალს ტოვებენ ანას შინაგან სამყაროში, რომელსაც ბედის ირონიითა თუ რაღაც აუხსნელი ძალით გზაზე მუდმივად მოულოდნელობები და მრავალი ტკივილი ხვდება. იმედგაცრუებათა ნაკადი მატრიოშკათი თამაშის პრინციპით მოედინება, რის გამოც სიცარიელესა და მარტოობას გრძნობს.

ერთ-ერთ გამოფენაზე ანა ხვდება ადამიანს, რომელიც ცხოვრებას სულ სხვა კუთხით აჩვენებს და რადგან მთელი სიცხადით აღიქვამს, რომ რეალობას ვერ ცვლის, იწყებს დამოკიდებულებების შეცვლას – ამით აღწევს თვითგადარჩენას კოსმიური მარტოობიდან.

ქართველი მწერალი – თეონა დოლენჯაშვილი – “მემფისის” წაკითხვით აღმოვაჩინე. მანამდე მის შესახებ რატომღაც არაფერი მსმენოდა. მწერალი სიუჟეტს საინტერესოდ ავითარებს, წერს გადაჭარბებული განცდების გარეშე, ემოციის გადმოსაცემად ზუსტად პოულობს საჭირო ფრაზებს, მოულოდნელ სიტუაციებში აღმოჩენილი მისი გმირების შენიღბული ბუნება ბოლომდე შიშვლდება… ამ ყველაფრის ფონზე რომანის ყოველი ახალი ფრაგმენტი მძაფრ შეგრძნებებს ტოვებს, რის გამოც ფურცლები ბოლომდე გითრევენ და წიგნს სულმოუთქმელად  კითხულობ.

გამომცემლობა “სიესტამ” 2008 წელს გამოსცა “მემფისი”, რომელიც 2009 წელს ლიტერატურული პრემია “საბას” გამარჯვებული და წლის საუკეთესო ქართული რომანი გახდა.

პ.ს. ჩემი აზრით, რომანის ეკრანიზაციაზე ფიქრი გამართლებული იქნება(იმჰო)😉

  1. ten minutes older
    September 10, 2011 at 7:58 am

    ძალიან კარგი მწერალია, მომწონს. ადრე მისი ნაწერები წავიკითხე lib.ge-ზე და მაქედან გავიგე, ეს რომანი არ წამიკითხავს ჯერ. http://lib.ge/authors.php?152 – აქ საკმაოდ ნაწერებია.

    • September 11, 2011 at 6:54 pm

      თეონა დოლენჯაშვილი ჩემთვის წლევანდელი აღმოჩენაა ქართველ მწერლებში. lib.ge-ზე ადრე რატომღაც მხოლოდ უცხოელს მწერლებს ვკითხულობდი. ლინკისთვის მადლობა, ”ფიდაი”-ს კითხვით დავიწყებ. სადღაც წავიკითხე, რომ ამ მოთხრობით მიიქცია თავიდან მკითხველის ყურადღება.

  2. September 22, 2011 at 6:13 pm

    თეონა დოლენჯაშვილი არ წამიკითხავს, სულ მინდა და ვერ მოვახერხე. ,,პენ– მარათონზე” ვიყავით ერთად და ძალიან საყვარელი ქალია, როგორ ქალი ძალიან მომწონს, დახვეწილია, ლამაზი, მოვლილი… განსხვავებული ქალი მწერლებისგან
    როგორც მწერალი– ჯერ არ ვიცი. ,,ფიდაი” ყველაზე გახმაურებულია მე რამდენადაც ვიცი და ,,საბა” რომ აიღო ეგეც ვიცი. უბრალოდ დრო მოვა და წავიკითხავ. მინდა წიგნით დავიწყო, კომპში წაკითხვა არ მიყვარს, ვერ აღვიქვამ

    • September 23, 2011 at 6:48 am

      შემიძლია წიგნი გათხოვო, როცა წაკითხვას გადაწყვეთ😉
      დღეს ფიდაის წავიკითხავ:)

  3. September 26, 2011 at 5:10 pm

    ძალიან კარგი იქნება:)) თან გაგიცნობდი:*

    • December 7, 2011 at 4:12 pm

      salomeaa, მაპატიე ასეთი დაგვიანებული პასუხისთვის. ბლოგზე იმდენ ხანს აღარ ვაქტიურობდი, რომ გვიან ვნახე შენი თანხმობა. ამასობაში კი წიგნი გერმანიიდან ჩამოსულ მეგობარს გავატანე წასაკითხად. თუმცა, ეს ხელს არ შეგვიშლის შეხვედრაში😉 :*:*

      • April 29, 2012 at 2:58 pm

        არაუშავს:))) რათქმაუნდა ჭიქა ყავაზე შეხვედრა ამ წიგნის გარეშეც შეგვიძლია:)))

  4. თათა
    December 17, 2012 at 6:13 pm

    წავიკითხე და აღვფრთოვანდი:)) ყოჩაღ, თეონა დოლენჯაშვილს:))

  5. lılı
    April 4, 2013 at 8:52 pm

    marto memfısı maqvs mısı akıtxulı.agvfrtovandı.dıdı sıamovnebıt wavıkıtxavdı mıs sxva wıgnebs❤

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: