მთავარი > გზირი, საგზური, მოგზაური, სა-ქართველო, საინტერესო, ჩემი ფოტონამუშევრები, Uncategorized > მყინვარწვერის ფერხთით აღმართული გერგეტის ტაძარი

მყინვარწვერის ფერხთით აღმართული გერგეტის ტაძარი


მოგზაურობის მოყვარულებსა და საოცარი ადგილების დათვალიერების მსურველებს ამ პოსტით კარგად ცნობილ ადგილს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ხოლო, ვისაც მხოლოდ გაუგია და ცხადში მისი თვალსაწიერი არ შეხებია ამ ადგილს, წინ ყოველგვარი ენითა და პოსტით აღუწერელი სანახაობა ელის.

დაბა ყაზბეგის ჩრდილოეთით, მდ. თერგის შენაკად ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, მყინვარწვერის ფერხთით ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მთის მწვერვალზე მედიდურად აღმართულა გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი, როგორც სიმდიდრე და სიამაყე მოხევე ხალხისა და სრულიად საქართველოსი.

XIV საუკუნეში აგებული სამონასტრო კომპლექსიდან დღეს შემორჩენილია გალავნით შემოსაზღვრული წმ. სამების გუმბათოვანი ეკლესია და სამრეკლო, რომელიც ყოველთვის იქნება ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუში.

მყინვარის კალთაზე, ზღვის დონიდან 4200 მეტრზე, ადგილობრივი მრევლისა და მთამსვლელთა მონაწილეობით წმ. სამების მცირე ზომის ალუმინისაგან დამზადებული ტაძარი დაიდგა 1999 წელს.

მყინვარწვერის კალთაზე მდებარეობს მეუდაბნოე მამათა სამოღვაწეო ქვაბულებიც: “ნაბერალი”, “ბერების აბანო”, “ბეთლემის გამოქვაბული” (სწორედ ბეთლემის გამოქვაბულის შესახებ გადმოცემა უდევს საფუძვლად ილია ჭავჭავაძის პოემას “განდეგილი”). ეკლესიად კურთხეული ბეთლემის გამოქვაბული მსოფლიოში არსებულ მართლმადიდებლურ ტაძართა შორის ყველაზე მაღალ ადგილზე, ზღვის დონიდან 4200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

პ.ს. წელს დიდი ხნის სურვილი ავიხდინე და გერგეტის წმ. სამების მონასტერში ვიყავი. წინა შაბათს მეორედ ვიხილე ამ ულამაზესი და წმნიდა ადგილის საოცრად შთამბეჭდავი ხედები. გასაკვირი არცაა, რომ სოფელ სტეფანწმინდაში ხშირად ბანაკდებიან უცხოელი სტუმრები, რათა რამდენიმე დღით გაიხანგრძლივონ მყინვაწრვერისა და მის ფერხთით აღმართული ტაძარის ცქერის შესაძლებლობა.

  1. September 23, 2011 at 2:58 pm

    ულამაზესი ადგილია ^.^

  2. September 23, 2012 at 9:01 pm

    ძლიან ლამაზი ადგლია.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: