მთავარი > კინომანია, სა-ქართველო > 247 გრადუსი ფარენგეიტი

247 გრადუსი ფარენგეიტი


247°F პირველი ქართული კინოპროექტია, რომელიც ჰოლივუდის დაკვეთით ქართველი პროფესიონალების (რეჟისორები: ლევან ბახია, ბექა ჯგუბურია) მიერ იქნა განხორცილებული და საერთაშორისო აუდიტორიაზე იქნა გათვლილი. მასში მონაწილეობენ ჰოლივუდელი მსახიობები: Scout Tylor Compton, Christina Ulloa, Tyler Mane, Michael Copon, Travis Van Winkleმისი ჩვენების უფლება უკვე 46-მა ქვეყანამ მოიპოვა. მსოფლიო პრემიერა კი 2012 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. ფილმის ოფიციალური ვებ-გვერდია: http://www.247f.com/

კინონამუშევარი უფრო ტრილერის ჟანრს მიეკუთვნება, ვიდრე საშინელებათა ჟანრს. მისი შინაარსი ეფუძნება საქართველოში მომხდარ რეალურ ისტორიას. 4 ახალგაზრდა მეგობარი ვიქენდის გასატარებლად ტბისპირა აგარაკზე გასართობად მიდის. ფილმის ძირითადი ეპიზოდი საუნაში ვითარდება. მხიარულება კოშმარად მას შემდეგ იქცევა, რაც საუნის კარის მოულოდნელი ჩაკეტვა გმირებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. დახურულ სივრცეში მომწყვდეულ ახალგაზრდებს ისღა დარჩენიათ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას გაუძლონ და რამდენიმე საათის განმავლობაში  ტემპერატურას ებრძოლონ, რომელიც თნდათან 247 გრადუსს აღწევს!

ფილმის პრემიერა 8 დეკემბერს შედგება. პრემიერამდე დახურული ჩვენება გაიმართა კინო “რუსთაველში”, რომლის აუდიტორიასაც სპეციალურად მიწვეული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეადგენდნენ. ვფიქრობ, ეს კარგი საშუალებაა, საზოგადოების აზრის გასაგებად, რასაც შემდგომში ქართველ მაყურებელზე (და არამარტო) გათვლილ კინოსურათზე მუშაობისას გადამღები ჯგუფი გაითვალისწინებს.

“247 გრადუსი ფარენგეიტი” არ გავს საქართველოში აქამდე გადაღებულ არცერთ კინოსურათს. ფილმის ერთ-ერთ პლიუსად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მასში ვერ ნახავთ უამრავ რეკლამას, რომელიც საქართველოში ბოლო დროს  გამოსულ ფილმებში საკმაოდ ჭარბობს.

სამწუხაროდ, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად მიახლოებული ქართული კინონამუშევრისგან ჯერ მაინც შორს ვართ. ამაზე მიუთითებს რამდენიმე ხარვეზიც, რომელიც, ჩემი მოკრძალებული და სუბიექტური აზრით, სხვადასხვა ეპიზოდში გაიპარა:

1. საუნის ერთადერთი, მომცრო სარკმლის ჩამსხვრევის პირველ კადრში მინის ნატეხები მთლიანად იყრება, მომდევნო კადრში კი ჩანს საკმაოდ მოზრდილი მინის ნაწილი.

2. ერთ-ერთ ეპიზოდში მანქანის ნომრები გადაფარულია თეთრი ფერით.

3. გადარჩენილი გმირების სახის კანი უცვლელი რჩება და, საუნის მაღალ ტემპერატურაში რამდენიმე საათით ტანჯვის მიუხედავად, კვლავ ინარჩუნებს თეთრ და ნორჩ იერს.

ტრეილერში ნაჩვენები ეპიზოდების მიუხედავად, რომლითაც ერთი შეხედვით, კარგად ჩანს ფილმის შინაარსი, ბევრად მეტი საინტერესო ეპიზოდი ელოდება მნახველს. ვფიქრობ,  ამ ფილმს ბევრი მაყურებელი ეყოლება და, შესაბამისად, საკმაო შემოსავალს მოუტანს მის შემქმნელებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ კინოში უკვე შესაძლებელი ხდება თუნდაც მცირე ბიუჯეტით საინტერესო სიუჟეტის ხარისხიანად გადაღება! 

პ.ს. ჩემი აზრით, ფილმის ყურების შემდეგ არ იფიქრებთ, რომ ტყუილად დახარჯეთ დრო და ფული!😉

  1. December 7, 2011 at 1:12 pm

    მსგავსი შეცდომებით სავსეა ფილმების დიდი ნაწილი🙂 ეგ არაფერი, მთავარია საყურებლად იყოს კარგი.

  2. December 7, 2011 at 1:25 pm

    საყურებლად ნამდვილად კარგია, ფილმი ახერხებს მაყურებლის ბოლომდე ჩათრევას!🙂

  3. fofortxovani bodooozi :)
    December 7, 2011 at 2:33 pm

    მეც ვნახე ეს ფილმი და მივესალმები ქართველი ხალხის იმ იდეას, რომ არაქართველ მოსახლეობაზე რათვლით გადაიღეს ფილმი. ჩემი აზრით რაღაცას რომ აკეთებ, ამან სიამოვნების გარდა მოგებაც უნდა მოგიტანოს. საქართველოს მცირერიცხვოვანი ბაზარი კი ამის საშუალებას არ იძლევა. ეს პირველი ფილმი არაა საერთაშორისო ბაზარზე გატანილი,აგვისტოს 5დღე მაქვს მხედველობაში(თუმცა ამ ფილმს მოგების გარედა აგიტაციის ფუნქციაც ქონდა). საერთო ჯამში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შეცდომები 300მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმებშიც ძალიან ხშირია. ჩემი შენიშვნებია:
    1) სიუჟეტი ცოტა გაწელილი მომეჩვენა
    2) რამდენიმე კადრი და მონაკვეთი ზედმეტად მომეჩვენა(მათ შორის სექსის)🙂

    სულ ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა🙂 საერთო ჯამში 10დან 6ქულას მივცემდი საერთაშორისო მაშტაბით.
    ბედნიერი ვარ რომ ქართული კინო კვლავ იწყებს აღორძინებას🙂

    • December 7, 2011 at 2:49 pm

      სიუჟეტის ხანგრძლივობა ჩემთვის მისაღები იყო. რაც შეეხება სექსის სცენას, ვფიქრობ, მართლა უადგილოდ იყო ჩასმული. ნუ თუ მაინცდამაინც უნდა ყოფილიყო, მაშინ ბევრად ლამაზად შეიძლებოდა მაგ მონაკვეთის გადაღება :)))))))😉

  4. orange
    December 7, 2011 at 10:06 pm

    მინდა ამის ნახვაა🙂

    • December 8, 2011 at 8:00 am

      ნახე, არ ინანებ!😉

  5. December 9, 2011 at 1:22 pm

    გულახდილად ღიირს ნახვა?

    • December 9, 2011 at 2:14 pm

      Jessie, ეს პოსტი შეგიძლია აპეტიტორად მიიღო:) რიგი ხარვეზების მიუხედავად, ნამდვილად ღირს! მითუმეტეს, რომ 46-მა ქვეყანამ შეიძინა თავიანთ კინოთეატრებში გასაშვებად და ეს საკმაოდ დიდი ციფრია ქართული კინოსთვის.

  6. December 11, 2011 at 1:40 pm

    მსგავსი პროდუქტის ყიდვა არ მიზიდავს. ისე კინო მიყვარს.

  7. December 12, 2011 at 5:59 pm

    beqa

  8. Giorgi Benashvili
    November 12, 2012 at 9:12 pm

    არ მომეწონა ეს ფილმი, ტყუილად დავკარგე დრო😦

  9. Sophie
    March 9, 2013 at 3:10 pm

    და ხომ არ იცით ინტერნეტში როდის დაიდებაა?

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: