2012


ახალ წელს ლურჯ პლანეტაზე მცხოვრებნი ახალი სურვილებით, გეგმებით,  განწყობილებებით, შენაძენითა და იმედებით ხვდებიან, ძველ წელს კი იმ გზაზე აცილებენ, საიდანაც წლები აღარ ბრუნდებიან და თავიანთ უნიკალურ კვალს დროის უხილავ განზომილებაში ტოვებენ…🙂

ვიცი, ბევრს არ უყვარს ახალი წლის აღნიშვნა, ტრადიციული შეხვედრები, ჩვეული მილოცვები და ა.შ. ასეთი მოსაზრების მქონენი ფიქრობენ, რომ ისინი უბრალოდ გაყიდვების მენეჯერთა და სარეკლამო აგენტთა მსხვერპლნი არიან, რომელნიც მიზანმიმართულად თხზავენ დღესასწაულებს დედამიწის მასშტაბით და სარფიანად ასაღებენ თავიანთ პროდუქციას.

მიუხედავად მსგავსი შეხედულებების არსებობისა, ამ დღეს მეტ-ნაკლებად მაინც ყველგან აღნიშნავენ! უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი წლის დღეებში ბევრად მეტ ღიმილჩაღვრილ მზერას და მხიარულ სახეს შეხვდებით ქუჩებში, ასეთ დროს  ახლობლებთან სტუმრობისა და მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრის მეტი შანსი გვაქვს… და რატომაც არა?

ჩემი ბლოგის მკითხველებს დამდეგ 2012 წელს ვულოცავ! ვუსურვებ საინტერესო თავგადასავლებითა და წარმატებებით დახუნძლულ ახალ წელს! მე კი აქაურობას დავხუნძლავ ბლოგის თემატურობიდან გამომდინარე პოსტებით!

* * * * *

ადამიანები 2012 წელთან ხელგადახვეულნი დროის ბილიკზე მიაბიჯებენ დედამიწისფერი თვალებით… 

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: