მთავარი > ლიტერატურა, მწვანე ქოხში მომწყვდეული აზრები, ჩაკეტილი სივრცე > მე-100 პოსტი, წლის სურვილები და წაუკითხავი წიგნები

მე-100 პოსტი, წლის სურვილები და წაუკითხავი წიგნები


ეს პოსტი ჩემი ბლოგისთვის მე-100, ხოლო 2012 წლის მომავალი პოსტებიდან პირველია. პოსტების რიგითობის საიუბილეო რიცხვს თუ ყურადღებას მივაქცევ (და უკვე მივაქციე), წლის დასაწყისში სხვა რაზე უნდა დავწერო თუ არა წლევანდელ სურვილებსა და გეგმებზე. ვინაიდან, საკმაოდ ბევრი ჩანაფიქრი დამიგროვდა განსახორციელებელი, პირველ პოსტს დავწერ იმაზე თუ რისი გაკეთება მსურს 2012 წელს🙂

მინდა: ვისწავლო ცურვა და ცხენით ჯირითი, განვაგრძო პროფესიულ თემებზე სტატიების მომზადება,  ვიყიდო პროფესიონალი ფოტოაპარატი და სერიოზულად მოვკიდო ხელი ჩემს გატაცებას – ფოტოგრაფიას, ვიმოგზაურო იტალიაში ან ესპანეთში, ფეხით მოვიარო სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, ტაო-კლარჯეთი…

ამასთან, წასაკითხი წიგნების ვრცელი ჩამონათვალი მელოდება:

ერიხ მარია რემარკის “სამი მეგობარი”; ფრანც კაფკას “პროცესი”; ფრიდრიხ ნიცშეს “ასე იტყოდა ზარატუსტრა”; ჰაინრიხ ბიოლის “კლოუნის თვალთახედვა”; ბალზაკის  “მამა გორიო”სტენდალის “წითელი და შავი”; დოსტოევსკის “იდიოტი”, “დანაშაული და სასჯელი”, “ძმები კარამაზოვები”, “მკვდარი სახლის ჩანაწერები”; შტეფან ცვაიგის “ამოკი”, “ჟოზეფ ფუშე”, “მოუთმენლობა გულისა”; ჰენრი რაიდერ ჰაგარდის “მონტესუმას ასული”; ემილ ზოლას “ქალთა ბედნიერება”, “აბე მურეს შეცოდება”; მარიო ვარგას ლიოსას “დეიდა ხულია”; უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონი”; ისააკ ზინგერის “ოინბაზი”; კობო აბეს “ქალი ქვიშაში”; უილიამ ფოლკნერის “გამტაცებელნი”; ბორის პასტერნაკის “ექიმი ჟივაგო”; ჯონ სტაინბეკის “მრისხანების მტევნები”; დიმფნა კიუსაკის “ბერლინის ცხელი ზაფხული”; სელმა ლაგერლოფის “საგა იოსტა ბერლინგზე”; ჰენრი სენკევიჩის “ვიდრე ხვალ”; მიგელ ასტურიასის “დამარხულთა თვალები”; ლესინგის “ოქროს დღიურები”; ჯორჯ ორუელის “1984”; უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი”; რობერტ მუზილის “უთვისებო კაცი”; ეტელ ლილიან ვოინიჩის “კრაზანა”; ჯეიმს ჯოისის “ულისე”; გოეთეს “ფაუსტი”.

  1. April 29, 2012 at 2:56 pm

    დავთვალე და 11 წიგნი მაქვს წაკითხული, დანარჩენებს მეც სიამოვნებით წავიკითხავდი:)) გისურვებ შენი სურვილების და ოცნებების ასრულებას:)))

  2. xat
    June 24, 2012 at 6:52 pm

    არ შეიძლება არ შეიძლება
    ლიტერატურის ასე არევა, აგერევა ყველაფერი თავში, გირჩევ დაახარისხო.
    ქრონოლოგია აუცილებელი კითხვის დროს, ზარატუსტრას შემედეგ მონტესუმას ასულს ვერ წაიკითხავ, ან დოსტოევსკის შემდეგ კრაზანა. უფროსწორად სიამოვნებას ვერ მიიღებ, არაა აუცილებელი 21 საუკუნოვანი მთლიანობა ერთ წელში აითვისო.
    ასაკს გააჩნია
    მოკლედ ბევრს ვსაუბრობ
    გირჩიე და გავდივარ🙂 მერე როგორც შენ გინდა

  3. თათა
    December 23, 2012 at 10:10 am

    აუჰ, რაები გაქ წასაკითხიიი:))))
    მე რაც მაქ წაკითხული და გირჩევ: კაფკას პროცესი;
    ბიოლის კლოუნის თვალთახედვა<3;
    დოსტოევსკის ძმები და დან.დასასჯელი,იდიოტი არ მაქვს წაკითხული:( ;
    ცვაიგის მოუთმენლობა გულისა;
    გოლდინგის ბუზთა ბატონი უმაგრესია:)) ;
    ფოლკნერის მხოლოდ დათვი მაქ და მომეწონა:) ;
    1984 !!! ;
    გოეთეს ფაუსტი რთული უნდა იყოს, ჯერ ,,ვერ მივდივარ გოეთესთან";
    ზოლაც ძაან მაინტერესებს და ეკოც;
    ლესინგი და მუზილი არ ვიცი ჯერ..
    არ მიყვარს რემარკი, ამიტომ თუ არ წაიკითხავ არაუშავს, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა:დ

  4. likacho
    January 11, 2013 at 11:56 am

    “”ვიმოგზაურო იტალიაში ან ესპანეთში, ფეხით მოვიარო სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, ტაო-კლარჯეთი “” ჯობდა ასე დაგეწერაა (ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობ:)) “ფეხით მოვიარო სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, ტაო-კლარჯეთი,ვიმოგზაურო იტალიაში ან ესპანეთში,” მიხვდები ალბათ რატომაც

  5. January 16, 2013 at 7:06 pm

    ნეტა განახორციელე უმეტესობა მაინც?

  6. January 16, 2013 at 9:53 pm

    სურვილების ასრულებას გისურვებ ;))

  7. February 10, 2013 at 10:23 am

    კლოუნი დებილობაა ;დ სამი მეგობარი წაიკითხე ყველაზე მაგარი წიგნია❤

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: