გველის პერანგის სიბრძნე


27273_316767455107842_1430265489_n(1)ერთი წლის წინ დედამიწისფერ-თვალებიან ბლოგზე გამოვაქვეყნე პოსტი, რომელშიც მთელი წლის განმავლობაში განსახორციელებელი გეგმები დავსახე მიზნად. „ბედის ირონიით“ თუ „რაღაც მანქანებით“ ის პოსტი მთელი წლის განმავლობაში ერთადერთ ჩანაწერად შემორჩა ბლოგს,  რომელმაც სხვაგვარად ვერ შეძლო და გადაწყვიტა, დედამიწიფერი თვალები უბრალოდ დაეხუჭა… მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩემი შემოდგომის ნარინჯისფერი კივილის მიუხედავად, არ უნდა გავჩერებულიყავი. ვერ შევძელი:

მე გავირინდე …

73334_316435768474344_1993432042_n (1)მჯეროდა, რომ ედუარდ მუნჩის „კივილის“ ჩემეული გამოძახილი მძაფრ ნარინჯისფერს შემოიძარცვავდა, მინავლდებოდა და სადღაც შორეულ განზომილებაში მბჟუტავ ჟღერადობად შემორჩებოდა დროს… მაგრამ ნაცვლად გაცრეცილობისა, ფერი იცვლებოდა და სხვა ფერში გარდატყდებოდა… ასე გაგრძელდა ჩემი სეზონური ცვალებადობის კივილი…

მივატოვე ფილმები, წიგნები, წერა, მიზნები… თვეები ისე გავიდა, რომ არ მიფიქრია, არ მიცხოვრია…ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, თითქოს უზარმაზარი მედუზა დაპატრონებოდა ჩემს ფიქრებს, ჩემი აზრების, განსჯისა და ანალიზის ბატონ-პატრონი გამხდარიყო.

ხანდახან კი ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რომელიღაც პატარა გოგონას ილუზიაში ბავშვური ცხოვრების საოცნებო და განუყოფელი თოჯინა ვიყავი, რომელსაც ფეხებში პატარა ხელებით ჩაფრენილი თან დაათრევდა და მიწაზე უმოწყალოდ მიახოხიალებდა…

408498_316436971807557_100227988_nმერე „ვუყურე“ გველმა თავის თავი როგორ დატოვა რიყეზე – პერანგს იხდის, გაძვრება ქერქიდან, ირონიით მოხედავს საკუთარ თავს დაგდებულს, შემდეგ გაისრიალებს სივილით – ახალი და ხალასი… საკუთარი თავი მოიხსნა და დააგდო… და მაშინ ჩემს ცნობიერებაში მთელი ძალით გასრიალდა ექოსავით გამოძახილი:

“აქ არის სიბრძნე!.. ისე უნდა უცქერდე საკუთარ წარსულს როგორც გველი უცქერს საკუთარ პერანგს: გახდილსა და გადაგდებულს… სიცოცხლის ატანა მხოლოდ ამ გზით თუა შესაძლებელი.”

და მე ისევ დავიწყე წერა…

  1. January 19, 2013 at 2:03 pm

    მეორე ტეფნაძე მე მეგონა დაემშვიდობე ბლოგს🙂 ხანგრძლივი დუმილის პერიოდი დამთავრდა?

    • January 19, 2013 at 2:17 pm

      Lord, ძალიან მომენატრა წერა🙂 ვიზიტორთა რაოდენობამაც გარკვეულწილად “მაიძულა”:) ამიტომ დავუბრუნდი ბლოგსაც და მკითხველსაც❤

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: