ქალი-ქვიშაში თუ კაცი-ყუთში


the-box-man2ბოლო დროს იაპონურმა ლიტერატურამ გამიტაცა. აღმოსავლური კულტურით დაინტერესებულმა მკითხველმა ამის მიზეზი იცის – იაპონელი მწერლების წერის მანერა, ლიტერატურული გმირების ფსიქო-პორტრეტები და უცხო სიუჟეტები ხომ საკმაოდ განსხვავდება ნორვეგიელი, გერმანელი თუ ფრანგი მწერლების სტილისგან.

კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, რეალური სამყაროსგან გაუცხოება და ადამიანის სულიერი მარტოობა კობო აბეს შემოქმედების მთავარი თემაა. განსხვავებით რომანისგან – “ქალი ქვიშაში” (რომლის გმირიც წარმოუდგენელი ძალისხმევით ცდილობს პრობლემებით სავსე ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს), “ადამიანი-ყუთის” მთავარი პერსონაჟი საზოგადოებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაურბის, მუყაოს გოფრირებულ  ყუთში იკეტება და ასეთი უჩვეულო ფორმით გამოხატავს პროტესტს არსებული რეალობისა და გარე სამყაროს მიმართ.

ყუთში შეძრომით პრობლემებისგან გაქცევა ცოტა უცნაურად და სასაცილოდაც კი ჟღერს, მაგრამ უბადრუკ მდგომარეობაში მყოფ ადამიან-ყუთთან გატარებული საათების განმავლობაში მასთან ერთად დაგყვება “განცდა, რომელიც სინანულით გამოწვეულ ტკივილს გიწინასწარმეტყველებს”…

kobo_abeრა ტანჯავს თანამედროვე ადამიანს? რატომ ვერ პოულობს ადგილს დედამიწაზე? სად და რაში უნდა ეძებოს  მისთვის განკუთვნილი სიმშვიდე? ამ კითხვებზე აბეს თავისი პასუხი აქვს:

თუ ცდუნების ხელოვნებას თავისუფლად ფლობ, ბედნიერებისა და სიმშვიდის ხელიდან არგაშვების თუნდაც სულ მცირეოდენი იმედი ყოველთვის არსებობს”.

რამ აიძულა ადამიანი-ყუთი გამხდარიყო?  როგორ მივიდა გოფრირებულ ყუთამდე?.. ექსტრემალური ამბის გამოტოვების შიშით დღე-ღამის უდიდეს ნაწილს ახალი ამბების კითხვასა და მოსმენაში ატარებს, საყოველთაოდ გავრცელებული ავადმყოფური ჩვევის გამო ტელევიზორსა და რადიომიმღებს ერთი ნაბიჯით ვეღარ შორდება. ამაოდ დაკარგული დროის მიუხედავად, სტანდარტულ ფრაზებში მოქცული ახალი ამბებისგან მცირეოდენ სიმართლესაც ვერ იგებს… საზოგადოების ყოველდღიური ყოფისა და ადამიანებისათვის დამახასიათებელი მანკიერი ჩვევების შემხედვარეს ზიზღი აწვება, თანამედროვე სამყაროში ხომ იშვიათად შეხვდებით ისეთებს, ვინც განვადებით რაიმეს შეძენას ვერ ბედავს. გამოდის, რომ ადამიანს აღარაფერი რჩება ხელშეუხებელი –

შეიძინო განვადებით, საკუთარი თავის, პროფესიის, საცხოვრებელი ადგილის საქვეყნოდ გამოჭენებას ნიშნავს.”

DSCF0385

რაღა გასაკვირია, რომ საკუთარი სახლიდან, ყოველდღიური საქმისგან და მეგობრებისგან გაქცევისა და იმავდროულად გარე სამყაროს შორიდან თვალთვალის ძლიერი სურვილი უჩნდება. ყველაფრის ცქერის ჟინი თანდათან აქცევს ადამიან-ყუთად. თავს იმით იმშვიდებს, რომ ყუთში ცხოვრებისას თავისუფლდება საყოველთაოდ მიღებული წარმოდგენებისაგან და პატარა სარკმელიდან სხვაგვარად უყურებს ჰორიზონტებს, თუმცა თვითონვე აღიარებს:

მოქმედება, რასაც ყურება ანუ თვალთვალი ჰქვია, როგორც წესი, განსჯას, განკიცხვას გულისხმობს.”

ყუთი მისთვის ჩიხი კი არ არის, სადაც თავი შემთხვევით ამოყო, არამედ სხვა სამყაროში გამავალი ფართოდ გაღებული კარია. ნაცვლად იმისა რომ ყუთიდან გამოძვრეს, ამჯობინებს იქ გამოკეტოს მთელი სამყარო. როცა ფანჯრიდან აკვირდება, გარეთ რა ხდება, არსებული რეალობა გაუვალ ჩიხად ეჩვენება და გულისრევისგან თავს ძლივს იკავებს. მხოლოდ იმიტომ რომ თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, ყუთში შემძვრალ კაცს იქიდან გამოსვლა არ უღირს. გადაწყვიტა, რომ ყუთს ერთადერთ შემთხვევაში დატოვებს – თუკი მწერივით, რომელმაც მეტამორფოზა განიცადა, კანს სხვა სამყაროში გამოიცვლის.

როგორც კი განდეგილი -კიბორჩხალა ცხოვრებას ნიჟარაში იწყებს, მისი სხეული ნიჟარას შეეზრდება და იქიდან გამოიყვან თუ არა, კვდება.”

251lqწყალგაუმტარ ყუთთან ერთად ლოკოკინასავით მოძრავი ადამიანი-ყუთის არჩევანში გამოსავალი ვერ ვნახე. მისმა გაორებამ ბოლოს დამაბნია კიდეც: “ისიც მე ვარ, ვინც მიყურებს და ისიც ვისაც ვუყურებ.” გვიანღა მიხვდა, რომ როგორც კი ყუთი ჩამოიცვა თავზე, მაშინვე „ცრუ მე“ გახდა, ყუთში ცხოვრებით მოპოვებული  თავისუფლება და სიმსუბუქე კი – გამოგონილი.

P.S. ნუ დაიმალებით ყუთში, მოშორდით ტელევიზორებს, უარი თქვით არაფრის მომცემ ახალ ამბებზე და, განვადების მაგივრად, ნაღდი ფული მოაგროვეთ შენაძენისთვის! 

  1. Ibi
    January 24, 2013 at 5:34 pm

    მეც მიყვარს იაპონური ლიტერატურა, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ ძალიან ცოტა წიგნი მაქვს წაკითხული. ქენძაბურო ოეს “დაგვიანებულ ახალგაზრდობაზე” პოსტიც დავწერე, ძალიან კარგი წიგნია. ეს წიგნიც მალე უნდა წავიკითხო , კარგი პოსტია🙂

    • January 24, 2013 at 5:42 pm

      მეც ახალი დაწყებული მაქვს იაპონელი მწერლების გაცნობა, ამიტომ ოეს “დაგვიანებული ახალგაზრდობა” ჯერ კიდევ წასაკითხი წიგნების სიაშია🙂

      დალინკე შენი პოსტი, რომ წავიკითხო😉

      • Ibi
        January 25, 2013 at 10:56 am

        http://misscule.wordpress.com/2012/02/12/book/
        აი ჩემი პოსტი🙂 ისე, თუ კიდევ წაიკითხავ რამეს იაპონური ლიტერატურიდან, კარგი იქნება, პოსტს თუ დაწერ ^^

  2. January 25, 2013 at 11:14 am

    კენძაბუროს მაგრად გაუმართლა, ნობელის პრემიებს რომ არიგებდნენ, ბევრი დიდი იაპონელი მწერალი უკვე გასვენებული იყო და მაგას შეხვდა🙂

  3. May 28, 2013 at 5:23 pm

    ადამიანი ყუთი…რა საინტერესო შედარებაა, თუმცა საკამათოც, ადამიანმა არ უნდა დაკარგოს ანალიზის უნარი, რომ ყუთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში რა არის მართალი და რა არა.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: