ანა კარენინა/Anna Karenina 2012


Anna Karenina...ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ფილმად ნანახი, წაკითხული ან გაგონილი მაინც არ ჰქონდეს ისტორია გათხოვილი არისტოკრატი ქალისა და რუსი სამხედრო ოფიცრის სიყვარულის შესახებ. ჯო რაითის მიერ 2012 წელს გადაღებული ფილმი ცნობილი რუსი მწერლის – ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით შეიქმნა, რომელზეც ავტორი 18731877 წლებში მუშაობდა. მსოფლიო პრემიერა ლონდონში, 2012 წელს გაიმართა. მთავარ როლებს ასრულებენ: Keira Knightley (ანა),  Jude Law (კარენინი) და Aaron Johnson (ვრონსკი). „ანა კარენინა“ მოგვითხრობს საზოგადოების ჩარჩოებში მოქცეული შეხედულებებით გამოწვეულ სასიყვარულო დრამაზე.

1356108920_176811356107569ეკრანზე გამოსვლამდე ფილმი ცხარე განხილვის თემად იქცა, განსაკუთრებული კრიტიკით რუსეთში განიხილავდნენ. რეჟისორმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ლევ ტოლსტოის ტექსტის სიტყვა-სიტყვით ციტირებას. იგი არ ცდილობს, მიბაძოს ავტორს და ზედმიწევნით გაიმეოროს წიგნის შინაარსი… მან დახმარებისთვის მსოფლიო დონის დრამატურგს – ტომ სტოპარდს  მიმართა, რომელმაც კინოსცენარზე მუშაობისას რომანის ადაპტაცია მოახდინა. მისი დამსახურებით ფილმის სცენარი შეუდარებლად დამუშავდა. სტოპარდმა შეძლო წიგნის ასობით გვერდიდან ყველაზე ღირებული ფრაგმენტები ლაკონურად გადმოეცა ერთი სცენარით.

რეჟისურით მოვიხიბლე! ჯო რაითისა და სტოპარდის ერთობლივი მუშაობით ფილმი საუცხოოდ იქნა გადაღებული: თეატრის ელემენტები, ფოტოგრაფიული ჩანართები, მხატვრული ღირებულებით დატვირთული კადრები… 1346743840_1340522659_501ეკრანზე ნაჩვენები თეატრალური წარმოდგენები მაყურებელზე ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს კინოსეანსი დროდადრო სპექტაკლით იცვლება. ცალკე თემაა მსახიობთა კოსტიუმები. სამოსზე ოსკარის ნომინანტმა ჟაკლინ დურანმა იზრუნა. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, “ეს მძიმე შრომა იყო, რომელიც საბოლოო ჯამში დაფასდა. თანაც როგორ!”

თითოეულ კადრზე იმდენია ნაფიქრი!.. ფოტოგრაფიული მეხსიერების წყალობით, ვრონსკის თეთრი რაში სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში… ბალზე შესრულებული ვნებით ატეხილი ცეკვის კადრები, ცხენოსანთა შეჯიბრისას ფლოქვების თქარათქური და მოჯირითეების ცეცხლმოკიდებული გულების ფეთქვა… სურათის ჩარჩოდან გადმოღვრილი დედა-შვილური მზრუნველობის სცენა…

ეს ის შემთხვევაა, როცა კრეატიული ხედვის, დახელოვნებული რეჟისურისა და კინემატოგრაფიაში კამერის შესაძლებლობები უშრეტია! ჯო რაითისა და სტოპარდის ნამუშევარი კიდევ ერთხელ ასუსტებს შეხედულებას, თითქოს წიგნი ყოველთვის უმჯობესია ფილმთან შედარებით.

keira-knightley-435ახალგაზრდა, ლამაზი ქალის ცხოვრებაში ყველაფერია, რაც ერთი შეხედვით ამქვეყნიური ბედნიერებისთვის საკმარისი უნდა იყოს – მდიდრული ცხოვრება, მაღალი საზოგადოება, წარმატებული მეუღლე და შვილი, რომლის გარეშეც იგი, უბრალოდ, ვერ ცხოვრობს…

მატარებლიდან ბაქანზე ჩასვლისას ანას თვალები პიველად აწყდება ახალგაზრდა, თამამი და თავისუფალი ოფიცრის მზერას. პირველივე წუთიდან გაუცნობიერებლად, მაგრამ დაუძლეველი ვნების ქარ-ცეცხლში ებმება წყვილი. საიდუმლოდ დაწყებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე მალე მთელი ბუმბულოსანთან საზოგადოება ალაპარაკდება. ანა ხვდება, რომ საზოგადოებისათვის აკრძალული და მიუღებელი სიყვარული თავიდანვე განწირულია,  ხსნას კი ვერაფერში ხედავს… ქალისა და დედის ორბუნებოვანი განცდები ანას შორეული ბედნიერების ილუზიას თანდათანობით კიდევ უფრო აშორებს და საზოგადოებისგან უარყოფილი ორ უძლიერეს გრძნობას შორის უსაშველოდ იტანჯება… საბოლოოდ კი გარდაუვლად ეწირება შექმნილი ზღუდეების და დრომოჭმული შეხედულებების ნგრევას. Jude-Law-in-Anna-Karenina-5

Aaron-Taylor-Johnson-in-Anna-Karenina-9

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-32

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-8

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-39

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-40

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-16

keira-knightley-6-435

keira-knightley-5-435

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-4

keira-knightley-4-435

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-23

Anna Karenina....

Anna Karenina__

Aaron-Taylor-Johnson-in-Anna-Karenina-13

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-18

Aaron-Taylor-Johnson-in-Anna-Karenina-16

Aaron-Taylor-Johnson-in-Anna-Karenina-15

Anna Karenina___

Aaron-Taylor-Johnson-in-Anna-Karenina-10

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-30

1 (8)

Aaron-Taylor-Johnson-and-Alicia-Vikander-in-Anna-Karenina-4

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-6

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-13

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-14

Count-Vronsky-anna-karenina-by-joe-wright-31211026-950-667

Anna Karenina_-

1 (16)

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-22

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-21

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-44

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-33

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-46

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-26

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-7

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-24

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-35

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-42

Keira-Knightley-in-Anna-Karenina-43

  1. იანვარი 30, 2013, 7:59 AM

    კი მაქვს წაკითხული… მარა რომ არ წამეკიტხა არც არაფერს დავკარგავდი.

    დაბლბორინგ 🙂

    • იანვარი 30, 2013, 4:10 PM

      სიმართლე გითხრა, საერთო ჯამში, ტოლსტოი არ მიყვარს, მქადაგებლად უფრო აღვიქვამ, ვიდრე უდიდეს მწერლად, როგორც ამას ძალიან ბევრი მიიჩნევს (დაე, ჩამქოლონ:P)

  2. იანვარი 30, 2013, 8:00 AM

    თუმცა, ტოლსტოის სასახელოდ უნდა ვთქვა რომ მცირე პროზა კარგი აქვს. ხაჯი მურატი მაგალითად გაცილებით უკეთესია და არ ველოდი, მაგრამ მშვენიერი მოთხრობები აქვს.

    • იანვარი 30, 2013, 4:11 PM

      მისი “უსიგრძეგანესი” რომანების შემდეგ მცირე პროზამდე ვეღარ მივაღწიე 🙂
      ამ ფილმის ყურება კი ნამდვილად ღირს! 😉

  3. იანვარი 30, 2013, 6:33 PM

    ზოგადად წავიდა ამ ტიპის ლიტერატურის დრო, მწერალი რომ თავად სვამს კითხვებს, თავადვე პასუხობს, ყველა ლუკმას ღეჭავს და ასე აწვდის მკითხველს.
    დღეს სხვა ტემპია ცხოვრების და ბელეტრისტიკა ჩაანაცვლა სმს-ებმა. 🙂

    პოლ ვალერი ამბობს: მწერალმა ორი სიტყვიდან უმოკლესი უნდა აირჩიოსო.
    ბლოგერმაც. 🙂

  4. თებერვალი 27, 2013, 1:32 AM

    „კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია. წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა – მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის – დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოიცა.

  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი